სამშაბათი, მარტი 24, 2026

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.

ასევე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,ანტიკორუფციულ კანონში” ცვლილებების პაკეტს თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია, ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების გახსნისათვის 9 პირობიდან ერთ-ერთს, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებას.

„ქართულ ქარტიაში“ ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მისი სისტემური რეფორმა: ხელმძღვანელის არჩევა პარლამენტის მიერ და ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება.

დღევანდელი მოცემულობით, ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ასევე ბიუროს ენიჭება სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების რიგი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში, მათ შორის, ფიზიკური პირის გამოკითხვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გამოთხოვა, რაც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დასაბუთებას, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითად გამოყენება და ბიურო არ იქცეს პარტიების წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად ხელისუფლების ხელში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის სენატმა შიდა უსაფრთხოების ახალ მდივნად მარკვეინ მალინი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა შიდა უსაფრთხოების ახალ მდივნად მარკვეინ მალინი დაამტკიცა.კენჭისყრაზე მის კანდიდატურას 54-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 45 კი წინააღმდეგი იყო.​​​​​​​​​​​​​​​​აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მალინი კანდიდატად  მიმდინარე თვეს დაასახელა, მას შემდეგ, რაც ყოფილი მდივანი კრისტი ნოემი თანამდებობიდან გაათავისუფლა.მალინი შერეული საბრძოლო ხელოვნების ყოფილი მოჭიდავეა. იგი გააკონტროლებს ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურს, სასაზღვრო დაცვასა და აეროპორტების უსაფრთხოებას.მარკვეინ მალენი სენატორი გახდა სპეციალური არჩევნების გზით, თუმცა მანამდე კონგრესის ქვედა პალატაში ათი წელი მსახურობდა.შეგახსენებთ, მარკვეინ მალინი ერთ-ერთია, ვინც ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „მეგობარი აქტი“ და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა.

კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა, 66 ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაკარგულად ითვლება

კოლუმბიის სამხედრო თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა. როგორც „როიტერი“ წერს, შემთხვევას 66 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაკარგულად ითვლება.ბორტზე 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საჰაერო ძალების 11 წევრი, 115 სამხედრო და ორი პოლიციელი. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა.კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, კატასტროფა პუერტო-ლეგისამოში მოხდა — პერუს საზღვართან ახლოს.კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სანჩესმა განაცხადა, რომ თვითმფრინავზე არსებული საბრძოლო მასალა ხანძრის შედეგად აფეთქდა.როგორც „როიტერი“ წერს, გადარჩენილების გამოყვანა ჯერ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო. მოგვიანებით ადგილზე სამხედრო ტექნიკა ჩავიდა, თუმცა ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ კატასტროფის ადგილამდე მისასვლელი გზა რთულად გასავლელია, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს.

ირაკლი კობახიძე – მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს, მადლიერებას გამოვხატავ საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით ულოცავს რამადან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს.როგორც კობახიძე აღნიშნავს, წელს ეს დღესასწაულები საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა.„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს – ნოვრუზ ბაირამს.წელს ეს დღესასწაულები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა.განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობის, ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას.სწორედ ჭირსა თუ ლხინში ერთად დგომაა ის მყარი საფუძველი, რომელსაც ჩვენი ერთობა ეყრდნობა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მხარდამხარ ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას და ჩვენც, დღევანდელი თაობები, ერთად ვაშენებთ მის უკეთეს მომავალს.უწმინდესი ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა მუსლიმ თემს. იგი თავად იყო ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენს უმთავრეს მოვალეობად სწორედ ამ უდიდესი მემკვიდრეობის გაგრძელებას მივიჩნევთ.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბარაქას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მიხეილ ყაველაშვილი – მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მადლობას გიხდით თანადგომისათვის, რომელიც მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებლების მიმართ გამოავლინეთ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.ყაველაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს მადლობას უხდის იმ თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეს.„მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს.გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ.თქვენი გადაწყვეტილება, რომ ამ უმძიმეს წუთებში გაგეზიარებინათ ჩვენი ტკივილი და უარი გეთქვათ ნოვრუზ ბაირამისა და რამაზან ბაირამის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვაზე, იმ ძმობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი დადასტურებაა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების – ქრისტიანებისა და მუსლიმების ურთიერთობა ეფუძნება.კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. მადლობა სოლიდარობის იმ ღირსეული მაგალითისათვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

როგორ აღმოჩნდა საპატრიარქოს რეზიდენციაში მუსლიმი ბიჭი სახელად ამინი და როგორ გახდა პატრიარქის შვილობილი – ემოციური ისტორია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.ბოლო დღეების განმავლობაში, პატრიარქის შესახებ უამრავი ისტორია გავიხსენეთ, ამჯერად კი გთავაზობთ ინგუში მუსლიმი ბიჭის ისტორიას, რომელიც ილია მეორის შვილობილი გახდა:პატრიარქი პირველად 2013 წელს ვნახე, მექადან მოვდიოდი საქართველოს გავლით ინგუშეთში. ჩვენთან ასეთი წესია, როდესაც მექას მოილოცებ ნათესავებთან მიდიხარ და მათთან საქართველო ვახსენე, იცოდნენ ისტორია თუ როგორ გამოატანა პატრიარქმა ჩვენ პრეზიდენტს წერილი ჩვენი გვარისთვის.როცა ჩამოვედი ვიკითხე, სად არის პატრიარქის რეზიდენცია. როდესაც ჭიშკართან მივედი და დაცვას ვკითხე: „აქ ცხოვრობდა თუ არა პატრიარქი“. დაცვამ მკითხა ვინ ვიყავი და ავუხსენი, რომ „ვარ მრწამსით მუსლიმი“. წერილი დავუტოვე დაცვას, რომ გადაეცათ, სადაც ჩემი მონაცემები იყო და 1 კვირის შემდეგ მირეკავს ტელეფონი. ხმაზე ვიგრძენი, რომ არამიწიერ ადამიანს ველაპარაკებოდი, პატრიარქი იყო. მან მითხრა, „ვიზიტით თურქეთში ვიყავი და ბოდიში მომიხადა ვერ შეგვხდითო“მახსოვს, კიდევ რამდენჯერმე მომიბოდიშა და ვიუხერხულე, ასაკით ჩემზე უფროსი ადამიანის ხმა გაქვთ და ამდენ ბოდიშს თქვენ არ უნდა მიხდიდეთ-მეთქი. ბოლოს მკითხა: „ამინ, შეგიძლიათ კვლავ ჩამოხვიდეთ ჩემთან შენი ოჯახით?“ დავეთანხმე, რადგან ძალიან მაინტერესებდა ამ ადამიანის ნახვა. რჩევისთვის ჩემს უფროს ძმასთან წავედი, ის განათლებული კაცია და როდესაც ეს ვუთხარი სავარძელში იჯდა და წამოხტა, მითხრა რომ ბევრი რამ იცოდა საქართველოს პატრიარქის შესახებ. საღამოს 9 საათზე ვესტუმრეთ პატრიარქს გულში ჩამიკრა და მითხრა: „მე ბავშვობიდან ვთხოვდი ღმერთს, რომ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი მენახა და ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინაო.“

ბოლო სიახლეები