ხუთშაბათი, მარტი 6, 2025

პოლონეთში, 1895 ქართველი დააკავეს – ადგილობრივი პოლიცია განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს

პოლონეთი პოლიციის ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს პოლონეთში საქართველოს 1895 ქართველი დააკავეს.

აქედან სასამართლოს გადაწყვეტილებით 136 ქართველია დაკავებული. 2024 წლის ბოლოსთვის კი პოლონეთის სასჯელაღსრულების ცენტრებში 322 ქართველი იმყოფება.

მხოლოდ გასულ წელს მესაზღვრეების გადაწყვეტილებით პოლონეთიდან საქართველოს 2589 მოქალაქე გააძევეს.

ძარცვა, ქურდობა, ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა – ეს იმ ძირითადი დანაშაულებების ჩამონათვალია, რა ბრალდებითაც ქართველებს პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში აკავებდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რატი იონათამიშვილი – პოლიტიკაში არაადეკვატურობას სად მიჰყავს ავტორები, საზოგადოებამ კარგად იცის, ამ ყველაფრის შედეგებზე აღიარება მოუწევთ, რომ უსამართლოები იყვნენ

ბალტიის ქვეყნების სანქციები პატარა ადამიანების გადაწყვეტილებაა, რომელსაც არც პოლიტიკური და არც ადამიანური განზომილებით ლოგიკურობა არ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.იონათამიშვილის თქმით,  როცა ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, ერთადერთ რაღაცას ააშკარავებენ, როგორ არიან აცდენილები საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგს და რამდენად არაადეკვატურები არიან.„პოლიტიკაში არაადეკვატურობას სად მიჰყავს ავტორები, საზოგადოებამ კარგად იცის. მათ ამ ყველაფრის შედეგებზე აღიარება მოუწევთ, რომ უსამართლოები იყვნენ და მათი ეს გადაწყვეტილებები ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ემანუელ მაკრონი – მშვიდობა ვეღარ იქნება გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე, რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად

რუსული საფრთხე არსებობს და გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, გავლენას ახდენს ჩვენზე. რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას ისაუბრა.„ჩვენ პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავაწესოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, და კარგად მოვიქეცით, რადგან მხოლოდ უკრაინელი ხალხი არ იბრძვის გაბედულად თავისი თავისუფლებისთვის, არამედ საფრთხე ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას. დიახ, თუ ქვეყანას შეუძლია, დაუსჯელად შეიჭრას თავის მეზობელ ევროპაში, მაშინ ვერავინ ვერ იქნება ვერაფერში დარწმუნებული. მშვიდობა ვეღარ იქნება გარანტირებული ჩვენს კონტინენტზეც კი.პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების მოსაკლავად, მანიპულირებს არჩევნებით რუმინეთსა და მოლდოვაში. ის აწყობს კიბერთავდასხმებს ჩვენს საავადმყოფოებზე, რათა ხელი შეუშალოს მათ ფუნქციონირებას. რუსეთი ცდილობს ჩვენს მანიპულირებას სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ცრუ განცხადებებით და, საბოლოოდ, ის ცდის ჩვენს საზღვრებს. ამას აკეთებს ჰაერში, ზღვაზე, კოსმოსში და ჩვენს ეკრანებზე. ამ აგრესიულობამ, როგორც ჩანს, საზღვრები არ იცის“, – განაცხადა მაკრონმა.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა კრივოი როგში მდებარე სასტუმროზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა კრივოი როგში მდებარე სასტუმროზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.როგორც დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი აცხადებს, დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი. ლისაკის თქმით, რაკეტა ხუთსართულიან სასტუმროს შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია, სულ მცირე, 14 ადამიანი.„სარაკეტო თავდასხმა კრივოი როგზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შესაძლოა, ნანგრევებში ხალხი იყოს მოყოლილი. ვაზუსტებთ ინფორმაციას“, – განაცხადა ლისაკმა.სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ლისაკმა აღნიშნა, სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაციაც მიმდინარეობს.

ემანუელ მაკრონი – მინდა, მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება

ევროპა ახალ ეპოქაში შედის მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა შეცვალა პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას ისაუბრა.„შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა მოკავშირემ, შეცვალა თავისი პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით, ნაკლებად უჭერს მხარს უკრაინას და ეჭვქვეშ აყენებს იმას, თუ რა მოხდება შემდეგში”,- განაცხადა მაკრონმა.ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მზად უნდა იყვნენ, რომ აშშ ევროპაზე ტარიფებს დააწესებს, როგორც ეს კანადასა და მექსიკაზე მოხდა. მისი თქმით, ევროპა მზად უნდა იყოს ტარიფების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილების მისაღებად.მაკრონმა ასეთ ნაბიჯს „გაუგებარი“ უწოდა.„ეს ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა მაკრონმა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად გააგრძელებს აშშ-ს ადმინისტრაციის დარწმუნებას იმაში, რომ ასეთი ტარიფები „ყველას ზიანს მიაყენებს“.მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზად უნდა იყოს, თუ შეერთებული შტატები მის გვერდით აღარ იქნება.„მინდა, მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება“, – აღნიშნა მაკრონმა.

კაროლინ ლევიტი – უკრაინასთან მოლაპარაკებები წიაღისეულის შეთანხმებაზე მიმდინარეობს, თუმცა არ არის დადგენილი, როდის შეიძლება, მას ხელი მოეწეროს

ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი განცხადება პოზიტიური წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა. ლევიტი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცადებას, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ „ის და მისი გუნდი მზად არიან, იმუშაონ დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, მუდმივი მშვიდობის მისაღებად“.თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, „ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სწორი მიმართულებით სვლა“.ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღდგენას, ლევიტმა თქვა: „ეს არის პაუზა განხილვისთვის“.„ისინი განიხილავენ უკრაინის დაფინანსებას. ეს არის პაუზა განხილვისთვის. მოლაპარაკებები წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარეობს ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, თუმცა არ არის დადგენილი, როდის შეიძლება, მოხდეს მისი ხელმოწერა”,- განაცხადა ლევიტმა.ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერებასთან დაკავშირებით.„მე მჯერა, რაც მითხრა ეროვნული უშიშროების საბჭომ ამასთან დაკავშირებით. უკრაინისთვის დახმარება შეჩერებულია ან გადახედვის პროცესშია, ხოლო რაც შეეხება სადაზვერვო საკითხებს, მე გადაგამისამართებთ ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან”,- განაცხადა ლევიტმა.

ბოლო სიახლეები