ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024

პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი: შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა სხვა ქვეყანაში ხალხს მაიდანისკენ და მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა დაიწყეს ამ მაიდანის მომზადება

შვედეთის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, ვნახეთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საერთაშორისო ნორმების დარღვევით: გაეროს წესდების, ვენის კონვენციის - ყველაფერი, რასაც სხვებს ედავებიან, თვითონ დაარღვია ამ ადამიანმა, გამოვიდა მიტინგზე და ხალხს მოუწოდებდა მაიდანისკენ, ამაზე შემდეგ ინტერვიუც მისცა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ოპოზიციის აქციაზე გამოსვლა და ყურადღება გაამახვილა შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ერიკ ოტოსონის მიერ მაიდანისკენ მოწოდების შესახებ. პაპუაშვილის თქმით, ოტოსონის მოწოდებიდან მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაიდანისთვის მზადება დაიწყეს, მსგავსი განცხადებები კი მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ქვეყნის მიმართ კეთილი ზრახვები არ აქვთ. „შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა, რომ უკმაყოფილო იყო ხალხის რაოდენობით თუ იმ ტემპერატურით, რომელიც მას დახვდა და შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა სხვა ქვეყანაში ხალხს მაიდანისკენ და მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა დაიწყეს ამ მაიდანის მომზადება. ვხედავთ, რომ ისინი არიან თანაორგანიზატორი მათ შორის ამ აქციების, რომელიც გზის გადაკეტვას ეხება. მაშინ უკვე კითხვის ნიშანი ისმევა ვინ ვის რაში არწმუნებს და ვინ ვის რას უკვეთავს. აქ პირდაპირ ჩანს შეკრული წრე, რა თქმა უნდა , თავადვე თქვეს, მათ შორის, ღიადაც განაცხადეს, რომ ამ შეხვედრებზე, ამ შვიდეულთან თუ რვა ადამიანთან, ვინც ჩამოსული იყო, ისინი მოუწოდებდნენ, რომ იყავით უფრო ხმამაღალი, გაგვაგონეთ ხმა, აწიეთ ტემპერატურა. წარმოგიდგენიათ როგორ ევროპელებთან გვაქვს საქმე? ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რომ არიონ ქვეყანა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ჩვენ ამ წარმომადგენლებიდან ვინმე გველაპარაკოს რაიმე ღირებულებაზე, ევროპულ ღირებულებაზე კი არა, ეს ადამიანური ღირებულებების მიღმაც არის, რაც მათ ჩაიდინეს - შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მაიდანისკენ მოუწოდა. შეიძლება ამას კეთილი განზრახვით ვინმე აკეთებდეს საერთოდ? მტერსაც შეიძლება არ უსურვოს ადამიანმა და რა მოყვრობაზე გველაპარაკება ეს კონკრეტული პოლიტიკოსი, ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ჩადის სხვა ქვეყანაში, გეუბნება, ქართველო ხალხო, მეგობარი ვარ და მოდი, იქნებ ერთმანეთს დასცხოთ რამენაირადო - ამას რომ აკეთებს ევროპელი პოლიტიკოსი, ვფიქრობ, გასაგებია იქ, რომ კეთილი ზრახვები არ არის.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ზურა მეუბნება, ბევრი ვიფიქრე და ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება, დავშორდეთო” – რას ჰყვება ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ მომღერალ, ზურა ხაჩიძესთან დაშორების და შერიგების მომენტები გაიხსენა. „როცა ზურა გავიცანი, მაშინ ის ძალიან პატარა იყო, რაც ჩემთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. როცა შეხვედრა დავიწყეთ, ზურა ავად გახდა ჩემით, თუ პაემანზე უარს ვეტყოდი, გულის შეტევით იწვა ლოგინში. მე შვეიცარიაში მომიწია წასვლა სამი თვით, როცა ჩამოვედი და ძალიან მონატრებული ვიყავი, მივედი ზურასთან სახლში. ზურა მეუბნება, ბევრი ვიფიქრე და ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება, დავშორდეთო... წამოვედი სახლიდან, მანქანაში ჩავჯექი თუ არა, ისეთი ტირილი დავიწყე, მივხვდი, ეს ჩემი ბრალი იყო და ის დავკარგე. სხვა ადამიანი გაჩენილა მის ცხოვრებაში, ქეთა თოფურიაზეა საუბარი“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.  

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში აშშ-ს საელჩო მუშაობას 21 ნოემბერს განაახლებს

კიევში აშშ-ს საელჩო მუშაობას 21 ნოემბერს განაახლებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერს არ დაუკონკრეტებია საფრთხის დეტალები, თუ რამ გამოიწვია კიევში საელჩოს მუშაობის შეჩერება. მისივე თქმითვე, აშშ-ს საელჩოს არცერთ თანამშრომლებს არ დაუტოვებია უკრაინა. „ეს არის ის, რასაც ყურადღებით ვაკვირდებით. სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან სერიოზულად ეკიდება თავისი პერსონალის უსაფრთხოებას.ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ხვალ ჩვეულებრივ მუშაობას განვაახლებთ“, – აღნიშნა მილერმა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ასევე არ უპასუხა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა აშშ-ს დაზვერვას რაიმე საფრთხეზე ინფორმაცია, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ უკრაინა ბოლო დღეების განმავლობაში მასშტაბურ თავდასხმებს განიცდიდა. ცნობისთვის, 20 ნოემბერს აშშ-მა დახურა კიევში საელჩო უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო.

შალვა პაპუაშვილი: მკაფიო პოზიცია აქვს ეუთო/ოდირს. ითქვა, რომ არჩევნები შედგა, ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში აისახება. მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნა იქნება იდენტური, როგორიც იყო მათი ზეპირი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. „მკაფიო პოზიცია აქვს ეუთო/ოდირს. წერილობითაც და ზეპირადაც, მეორე დღეს პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ არჩევნები შედგა, ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება. გასაკვირია, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის ევროკომისიის წარმომადგენლები რომ საუბრობდნენ, „კი მაგრამ თავისუფალი და სამართლიანი ახსენა თუ არ ახსენა“, რაც არის ტიპური დეზინფორმაცია, თითქოს ამ ტერმინოლოგიებს იყენებს ეუთო/ოდირი. და დაიწყო ზოგიერთმა ევროპელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველები ვინც არიან ვხედავთ, ძებნა იმის, რომ თავიდან ხომ იყო საუბარი ეუთო/ოდირი არის განმსაზღვრელი, დასკვნა უნდა იყოს და შემდეგ, ხან საია-ს წერტილებს დასდევენ, ხან „ისფედის“ არ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის შედეგებს და ხან ლორა თორნტონის ანალიზებს დასდევენ და უნივერსიტეტის უცხოელ პროფესორებს საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: 25 ნოემბერს შედგება პარლამენტის სხდომა, მთელი ის სისულელე რაც გვესმის, თითქოს პრეზიდენტის, თუ პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელს შეუძლია შეაჩეროს უფლებამოსილების ცნობა, არის...

25 ნოემბერს შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, შევიკრიბებით კიდეც და უფლებამოსილებასაც ვცნობთ, ასე რომ მთელი ის სისულელე რაც გვესმის, თითქოს პრეზიდენტს, თუ პარლამენტის წევრებს რომელთაც შეტანილი აქვთ კონსტიტუციური სარჩელი, ამას შეუძლია შეაჩეროს, ან შეაფერხოს უფლებამოსილების ცნობა, არის ან უბრალოდ გაუნათლებლობა, ან მავნებლობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. „არ არსებობს არცერთი ნორმა, რომელიც ამბობს იმას, რომ არჩევნების მარეგულირებელი ნორმის და ამის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების გასაჩივრება რამენაირად აჩერებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 30 დღეა განხილვის ვადა რომელიც შეიძლება კიდევ 30 დღე გაგრძელდეს, 30 დღე არჩევნების შემდეგ ისედაც გაჩერებულია. გგონიათ შეიძლება არსებობდეს ისეთი ნორმა, რომელიც 100 დღე პარლამენტს აჩერებს? მაშინ ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის რომელიმე ნორმაზე შეიტანდა საჩივარს და ვიქნებოდით ასე გაჩერებულები. პარლამენტი ვერ მიიღებდა ბიუჯეტს და ვერაფერს. აბსურდია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები