ევროპელი დიპლომატები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელს, კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კაია კალასი კრიტიკის ობიექტია რუსეთის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული გამოსვლის და აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიმართების გამო.
„პოლიტიკოს“ ცნობით, კაია კალასის პრობლემები პირველივე დღიდან დაიწყო, როდესაც კიევში მიმავალმა დაწერა, რომ ევროკავშირს სურს უკრაინამ ომში გაიმარჯვოს. გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირის თქმით, ისინი თავს უხერხულად გრძნობენ, რომ ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის ხელმძღვანელმა, სამუშაოზე ერთი დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში თავი თავისუფლად იგრძნო, გადაელახა ის, რაც მათ მიაჩნიათ დამკვიდრებულ ენად.
„ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ზემოხსენებულმა დიპლომატმა, ასევე ევროკავშირის ცხრა სხვა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა კალასის სამსახურში მუშაობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში გადაცომებზე მიუთითეს. „პოლიტიკო“ წერს, რომ მომდევნო თვეებში ეს შეშფოთება გაიზარდა, მათ შორის, კალასის აგრესიულ დამოკიდებულებაზე რუსეთთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით ესპანეთი და იტალია არ იზიარებენ კალასის შეფასებას მოსკოვის, როგორც ევროკავშირის გარდაუვალი საფრთხის შესახებ.
„თუ მას მოუსმენთ, ჩანს რომ ჩვენ ომში ვართ რუსეთთან, ეს კი არ არის ევროკავშირის ხაზი“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.