ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ოთხი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა პორტალმა whoscored-მა შეადგინა, რომელმაც საქართელოს ნაკრებიდან მეკარე გიორგი მამარდაშვილი (7,9), ნახევარმცველები, გიორგი ქოჩორაშვილი (7,8) გიორგი ჩაკვეტაძე (7,6) და თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე (8,8) გამოარჩია.
„ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა სომხეთის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში (3:0) დუბლი შეასრულა და არა მხოლოდ მატჩის, არამედ სათამაშო დღის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო სამეულშია.