ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026

პიტერ სტანო: საქართველოში დეზინფორმაცია მოდის ოფიციალური პირებისგან, მთავრობის წევრებისგან

 ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის წევრებისგან დეზინფორმაცია მოდის.

“ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და საქართველოს მთავრობაში, ბოლო დრომდე ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ შემდეგ მოხდა დიდი განსხვავება საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული სახე მიიღო, რაც იყო კიდევაც რამდენჯერმე განხილული წელს ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ასევე, ევროკავშირის ლიდერების დონეზეც.

ამ ეტაპზე საქართველოში არ გვყავს მისია, რომელიც ამ ქვეყანაში ჩარევებისადმი და დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის მედეგობის გაზრდაზე იმუშავებდა, რადგანაც, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია მოდის ოფიციალური პირებისგან, მთავრობის წევრებისგან.

თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სხვა მისიის გამოყენებით, ვგულისხმობ მონიტორინგის მისიას, რომელიც მუშაობს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაციის გარშემო. ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება, თუ დაგეგმილი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად”, – განაცხადა, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, პიტერ სტანომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – წმინდა მეფის, აშოტ კურაპალატის აღსასრულიდან 1 200 წელი შესრულდა, სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა საქართველოს გაქრისტიანების 1 700 წლის ღონისძიებებს...

11 თებერვალს დაწესებულია დიდი ქართველი მეფის და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამეობრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ I დიდი კურაპალატის ხსენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს შესრულდა ზუსტად 1 200 წელი წმინდა მეფის აღსასრულიდან და სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1 700 წლის ღონისძიებებს.„საქართველოს გაქრისტიანების 1 700 წელი სასულიეროსთან ერთად საერო იუბილეა და შესაბამის აღნიშვნას იმსახურებს. ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მრავალათასწლოვან წარსულს, უხსოვარ დროს დაწყებულ ჩვენს ისტორიას, რომლის შესახებაც საქართველოში ქვებიც კი ღაღადაბენ.17 საუკუნის წინ საქართველოში შემოვიდა და იქადაგა წმინდა ნინომ, მან მოაქცია ქართლი, გააცოცხლა ქრისტეს მოციქულთა ნაკვალევი, გაანათლა წმინდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, ხოლო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აქცია.შეუძლებელია ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის მოთხრობა ქრისტიანობის გარეშე, მონარქიის გარეშე, წმინდა და თავდადებული მეფეების და დედოფლების გარეშე.სწორედ ასეთი იყო დიდი მეფე აშოტ პირველი, მეფე ქართლისა, ტაო-კლარჯეთისა, ბაგრატიონთა დინასტიის სამეფო ტახტზე დამამკვიდრებელი.მრავალბრძოლაგამოვლილი მეფე ზუსტად 12 საუკუნის წინ, დღევანდელ დღეს მოღალატეებმა დოლისყანის მონასტრის ტაძრის საკურთხეველში გამოასალმეს სიცოცხლეს. გადმოცემა გვეუბნება, რომ წმინდა მეფის დაღვრილი სისხლი მრავალი ასწლეულის განმავლობაში ტაძრის ქვაფენილს არ სცილდებოდა.საუკუნოდ იყოს ჩვენი დიდი და წმინდა წინაპრების დიდება და ღვაწლის ხსენება!“, – წერს პაპუაშვილი.

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ჯგუფური ძალადობის 4 სხვა ეპიზოდსაც ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო. საქმე, ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდს ეხება.ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტები გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, წინასწარ შერჩეულ ადგილზე უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოჭადრაკეთა გუნდი უნივერსიტეტებს შორის ჭადრაკის ტურნირის ვერცხლის პრიზიორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდი უნივერსიტეტებს შორის ჭადრაკში საქართველოს თასის გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებულია. სტუ-ის გუნდმა ტურნირში მეორე ადგილი, შესაბამისი თასი და ვერცხლის მედლები მოიპოვა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ტურნირი “საქართველოს თასი ჭადრაკში უნივერსიტეტებს შორის - 2026” პირველად გაიმართა და მას საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სტუდენტური სპორტული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებულმა 12-მა უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო, ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვერცხლის პრიზიორ მოჭადრაკეთა გუნდს გამარჯვებას ულოცავს რექტორი, როგორც როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, სტუდენტთა ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვითარდება არა მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებები, არამედ სპორტული სახეობები და მათ შორის ინტელექტუალური სპორტიც.„ჩვენი მოჭადრაკეთა გუნდის მიერ მოპოვებული თასი და ვერცხლის მედლები დიდი შრომის, დისციპლინის, მშობლიური უნივერსიტეტის სიყვარულისა და გუნდური სულისკვეთების შედეგია. ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს ამ ღირსეულ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მათი მიღწევები კიდევ ბევრჯერ გაახარებს საუნივერსიტეტო საზოგადოებას. მადლობას ვუხდი მოჭადრაკეთა გუნდის წევრებსა და მწვრთნელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.ცნობისათვის, ტურნირის - “საქართველოს თასი ჭადრაკში უნივერსიტეტებს შორის - 2026” პირველი ადგილის მფლობელი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა, ხოლო მესამე ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა.

კაია კალასი – უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარება ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი

უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარება ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.მისი თქმით, ევროპული ქვეყნების უმეტესობას კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი, რომ ომის დროს არჩევნები არ ტარდება.„არჩევნების დროს ყოველთვის შიდა ბრძოლა მიმდინარეობს სხვადასხვა ფრაქციას შორის, ხოლო როდესაც გარე თავდასხმები გაქვს, მაშინ უბრალოდ ვერ ჩაატარებ არჩევნებს, რადგან შენი მოწინააღმდეგე გარეთაა და ყველა ძალისხმევა ამისკენ უნდა მიმართო. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება ომის მიმდინარეობისას ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი. შესაძლოა, არსებობს იმედი, რომ მშვიდობა დადგება, მაგრამ, ამავდროულად, ვერ ვხედავ, რომ რუსები ამჟამად რაიმე ძალისხმევას მიმართავენ მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა კაია კალასმა.შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, საპრეზიდენტო არჩევნებსა და ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის გეგმის გამოცხადებას აპირებს. ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებიც და რეფერენდუმიც მაისში ჩატარდეს.

მასუდ ფეზეშქიანი – ჩვენ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის მოპოვებას, ჩვენ ეს არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვართ ნებისმიერი შემოწმებისთვის

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა ბირთვული პროგრამის ნებისმიერი შემოწმებისთვის.„ჩვენ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის მოპოვებას. ჩვენ ეს არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვართ ნებისმიერი შემოწმებისთვის“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.ამასთან, ირანის პრეზიდენტის თქმით, ის არ დაემორჩილება გადაჭარბებულ მოთხოვნებს ამ საკითხთან დაკავშირებით.„ირანი არ დაემორჩილება მათ გადაჭარბებულ მოთხოვნებს. ჩვენი ქვეყანა არ დახრის თავს აგრესიის წინაშე, მაგრამ ჩვენ მთელი ძალით ვაგრძელებთ დიალოგს მეზობელ ქვეყნებთან, რათა დავამყაროთ მშვიდობა და სიმშვიდე რეგიონში“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

ბოლო სიახლეები