სამშაბათი, თებერვალი 25, 2025

პიტერ სიიარტო – ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობისადმი უსამართლოა, ბრიუსელში სძულთ ყველა პატრიოტი მთავრობა, არჩევნების შედეგები არ მოერგო მათ გემოვნებას და ნათელი იყო, რომ შეტევა დაიწყებოდა

ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი, რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პიტერ სიიარტოს თქმით, საქართველოში ოპოზიციას არჩევნები რომ მოეგო, ბრიუსელი ძალიან ბედნიერი იქნებოდა.

„ისინი იტყოდნენ, რომ დემოკრატია საქართველოში საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები მათ გემოვნებას არ მოერგო, ნათელი იყო, რომ თქვენზე შეტევა დაიწყებოდა. ასეა უნგრეთის შემთხვევაში. 15 წელია, ხელისუფლებაში ვართ და ვართ შეტევის ქვეშ, რადგან პატრიოტულ, კონსერვატიულ პოლიტიკას ვატარებთ და ეროვნულ ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე წინ“, – განაცხადა სიიარტომ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უნგრეთიც და საქართველოც მძიმე შეტევის ქვეშ არიან, მაგრამ ვითარება აშშ-ის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით, ორივე ქვეყნის მთავრობებისთვის ძირფესვიანად შეიცვალა.

„გუშინ გაერო-ში ჩვენ ერთად გავუწიეთ თანასპონსორობა ამერიკის მიერ ინიცირებულ მშვიდობის რეზოლუციას, რომელიც, ჩემი აზრით, ერთადერთი თავსებადი გზაა მშვიდობის დასამყარებლად. როგორც ხედავთ, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა, იმის მიუხედავად, რომ ორივე მძიმე შეტევის ქვეშ ვართ, ვითარება აშშ-ის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით, ორივესთვის, უნგრეთისა და საქართველოს მთავრობებისთვის ძირფესვიანად შეიცვალა“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“ – საგანგებო გაფრთხილება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას აფრთხილებს.„გაცნობებთ, რომ დასავლეთ საქართველოში 27 თებერვლამდე შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - ნათქვამია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელსაც 112 აგზავნის.

„მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გიორაო შეუფარდა.პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.„შედეგად, „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, შედეგად კი, არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა. ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრას მართავს.მთავრობის მეთაური დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს ეცნობა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებენ.მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები.

„მადლობა, გმირ მაშველებს და სამაგალითო ექიმების გუნდს… თქვენი დამსახურებაა დღევანდელი სიცოცხლის გაგრძელება“ – მოქალაქე

ხულოს მუნიციპალიტეტში, მეხანძრე მაშველებმა და ექიმებმა, ადგილობრივ ხასან ჩოგაძეს გადაუდებელი დახმარება გაუწიეს და მისი სიცოცხლე გადაარჩინეს.დიდთოვლობის მიუხედავად, სწრაფი რეაგირების გამო, ინგა შავაძე ხულოს სახანძრო სამაშველო სამსახურსა და ადგილობრივ მედპერსონალს მადლობას უხდის და ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.„მადლობა იმდენად უმნიშვნელოა დღევანდელი გადარჩენილი სიცოცხლისთვის... მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ხულოს სახანძრო სამაშველოს უფროსს ბატონ ლევან დეკანაძეს და მის გმირ ბიჭებს. თქვენი დამსახურებაა დღევანდელი სიცოცხლის გაგრძელება... მადლობა და უდიდესი მადლიერება ექიმებს, შორენა ბოლქვაძეს და ირაკლი სურმანიძეს. თქვენ ჩვენი იმედი ხართ. დროულად გამოწვდილი ხელისთვის ჩვენი ოჯახის მადლიერება... თქვენი დახმარებით მრავალსულიან ოჯახს აჩუქეთ სიცოცხლის გაგრძელება. მადლობა გმირ მაშველებს და სამაგალითო ექიმების და მედპერსონალის გუნდს. ახლა კარგადაა მეგობრებო“, - წერს ინგა შავაძე სოციალურ ქსელში.

ზურაბ ქადაგიძე – ოპოზიცია სტიქიური უბედურებით, ადამიანური ტრაგედიებითა და საკუთარი ბინძური ეგოს კმაყოფილებით საზრდოობს!

"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში თოვლით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის რეაქციას ეხმიანება.როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია სტიქიური უბედურებით, ადამიანური ტრაგედიებითა და საკუთარი ბინძური ეგოს კმაყოფილებით საზრდოობს."რა კავშირი აქვს, რადიკალურ ოპოზიციას და ჩერნობილის სოკოს? ჩერნობილის სოკო - რადიაციითა და გამა გამოსხივებით იკვებება... ოპოზიცია - სტიქიური უბედურებით, ადამიანური ტრაგედიებითა და საკუთარი ბინძური ეგოს კმაყოფილებით საზრდოობს!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ბოლო სიახლეები