პარასკევი, მარტი 28, 2025

პირველი აპრილიდან თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან, საქართველოში, თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული, – ინფორმაციას ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია, გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.

„სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. კვლევების თანახმად, სტანდარტიზებული შეფუთვა ამცირებს თამბაქოს მოხმარების დაწყების ალბათობას და ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტას.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაცია 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის და მათი სახელისუფლებო ლობისტების ზეწოლით საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელდა და რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. რეგულაციის გადავადების ერთ-ერთი მიზეზის თანახმად, თამბაქოს ინდუსტრია ცვლილებებისთვის მზად არ იყო. ასევე მანიპულირებდნენ რუსეთ-უკრაინის ომით, სადაც საწარმოო პროცესი არ გაჩერებულა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების უგულვებელყოფის ხარჯზე, ყოველ ჯერზე გაითვალისწინა ინდუსტრიის მოთხოვნები და პროფესიული ორგანიზაციების მოწოდება, არ დაეჭირათ მხარი რეგულაციის გადავადებისთვის და უზრუნველეყოთ მისი დროული ამოქმედება.

თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მიუხედავად გადავადებებისა და ინდუსტრიის წინააღმდეგობისა, რეგულაციის ამოქმედება ხელს შეუწყობს თამბაქოს მოხმარების შემცირებას და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე თებერვალში დაფიქსირდა თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ სავაჭრო ქსელებში სადა შეფუთვით სარეალიზაციოდ სიგარეტების შეტანის ფაქტები. პირველი აპრილიდან კი, ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5 000 ლარია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია. „როიტერის“ ცნობით, როგორც ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი სიმსივნის მკურნალობის გვერდითი მოვლენები გახდა.ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფე ჩარლზ მესამეს მოუწია სამ ელჩთან შეხვედრის გადადება, ასევე საჯარო ღონისძიებების გაუქმება.დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნე გასული წლის თებერვალში დაუდგინდა. ბუკინგემის სასახლეს არ გაუვრცელებია განცხადება იმის შესახებ, თუ რა ტიპის სიმსივნე აქვს მეფეს.

აშშ-ის მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, ჯგუფურ ჩატში გაგზავნილი ყველა შეტყობინება შეინახოს

აშშ-ის მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეინახოს Signal-ის ჩატში გაგზავნილი ყველა შეტყობინება.როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის ოლქის მოსამართლემ, ჯეიმს ბოასბერგმა ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეინარჩუნოს Signal-ის ჩატში 11 მარტიდან 15 მარტამდე გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ თავდასხმის გეგმები განიხილებოდა. ჯგუფურ ჩატში იმყოფებოდნენ აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.

მწერენ ფართოდ გაახილე თვალებიო…ა ბატონო, გავახილე ფართოდ თვალები-თემა რომელსაც ძალიან ვარიდებდით თავს მაგრამ უკვე გაუსაძლისია

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.მარიამის გულშემატკივრებს მის ვიდეოებს ყოველდღიურად უზიარებს ცნობილი ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“, რომელიც მარიამის ოჯახის წევრებთან ერთად, თავადაც თურქეთში იმყოფება.დავით ოქროპილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ლანა, რომელიც კადრებში ხშირად ჩანს და მარიამს უვლის მხოლოდ მისი მეგობარია.ამასთან, დავითის თქმით, ლანა მარიამის დეიდაშვილია და მასთან ერთად ამიტომ იმყოფება თურქეთში.„თემა რომელსაც ძალიან ვარიდებდით თავს მაგრამ უკვე გაუსაძლისია.ა ბატონო, გავახილე ფართოდ თვალები.დიდი მადლობა მაგრამ ვმეგობრობთ მე და ლანა…და ცოტა უხერხული ხომ არ არის მსგავსი კომენტარები თქვენი მხრიდან?ვიცი რომ ყველაფერი კარგი გინდათ ჩვენთვის მარა…“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.ნახეთ ვიდეო.

„როიტერის“ ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ბრალად ედება ლიბიის ყოფილი პრეზიდენტისგან თანხის უკანონოდ მიღება, რომლითაც მან თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა.პროკურორებმა სარკოზი და მისი რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი, მათ შორის თანამდებობის პირები, კლოდ გეანტი და ბრის ჰორტეფუ დაადანაშაულეს ლიბიის ყოფილ პრეზიდენტთან, მუამარ კადაფისთან „წარმოუდგენელი, უპრეცედენტო, მიუღებელი“ შეთანხმების მიღწევაში.პროკურორებმა მოითხოვეს სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა და შვიდწლიანი პატიმრობა. სარკოზიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უდანაშაულოა და გააგრძელებს ბრძოლას სიმართლისთვის.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, სულ მცირე, 300 უცხოელ სტუდენტს ვიზა გაუუქმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა გააუქმა, სულ მცირე, 300 უცხოელი სტუდენტის ვიზა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიმართულია უნივერსიტეტებში პროპალესტინელი დემონსტრანტების შეჩერებისკენ.„ამ ეტაპზე, შესაძლოა, 300-ზე მეტი იყოს. ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ, ყოველი ასეთი „გიჟის” აღმოჩენისთანავე“,- განაცხადა რუბიომ.რუბიოს თქმით, სტუდენტებს ვიზა ეძლევათ მხოლოდ განათლების მისაღებად და „არა სოციალური აქტივიზმისთვის, რომელიც ანგრევს უნივერსიტეტის კამპუსებს“.„თუ თქვენ მოტყუებით მიიღებთ ვიზას, ხოლო შემდეგ ჩაერთვებით ასეთი სახის ქმედებებში, ჩვენ გავაუქმებთ მას“,- განაცხადა რუბიომ.მანამდე, თეთრმა სახლმა ასევე გააუქმა 400 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება კოლუმბიის უნივერსიტეტს. ასშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ უნივერსიტეტი ვერ ებრძოდა ანტისემიტიზმს თავის კამპუსში და აღნიშნა, რომ სხვა უნივერსიტეტებსაც გაუუქმებდა დაფინანსებას.

ბოლო სიახლეები