გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელი, ბუბა კუდავა აცხადებს, რომ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„არ ვარ საქმის კურსში, პირველად მესმის“, – ამბობს კუდავა.
„ქრონიკა“ დაუკავშირდა გამომცემლობის მთავარ რედაქტორსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარს არ გააკეთებს.
„არც პოლიტიკური ფაქტორი, არც ემოციური არ ყოფილა. „იმედის“ ტელევიზიასთან კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, – აცხადებს ზვიად კვარაცხელია.
მარიკა ბაკურაძე, „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ თანამშრომელი აღარ არის. ჟურნალისტის თქმით, 15-წლიანი თანამშრომლობა გამომცემლობებიდან მიღებული ერთი მესიჯით შეწყდა.