პარასკევი, მაისი 16, 2025

პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავეა, იანტბელიძე – საუკეთესო მწვრთნელი

ქართული ჭიდაობის მორიგი აღიარება – ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის მედლების გათამაშების დაწყებამდე, თავისუფალი ჭიდაობაში 2024 წლის ნომინანტები დაასახელეს.

ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ – გენო პეტრიაშვილი დასახელდა.

საუკეთესო მწვრთნელი კი გიორგი იანტბელიძე გახდა.

ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პეტრიაშვილისა და იანტბელიძის ჯილდოები საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასკომის წევრმა ედიშერ მაჩაიძემ ჩაიბარა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, ღრმად არაევროპული ქცევაა, მნიშვნელოვანია, ამგვარი თავდასხმები შეწყდეს

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს.„კრიტიკის „ცუდად საუბრად“ შერაცხვა არის სწორედაც საბჭოური და არა ევროპული აზროვნება.ევროპა გულისხმობს ღიაობას კრიტიკისთვის და არა კრიტიკული აზრის ჩახშობას. ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს.ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში – ნიკა კაცია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლოში, სადაც ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობდა, ხმაური იყო. აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შემდეგ, მოსამართლემ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ.ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დარჩა. სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა დაკავებულის ახლობლებსა და მანდატურებს შორის. მათ რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.ჟურნალისტ ნიკა კაციას ნარკოდანაშაულს ედავებიან. მას ბრალი 260-ე მუხლით აქვს წაყენებული.

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი: თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ამბობს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, კარგი აზრი არაა ამ ორგანიზაციაზე ცუდად საუბარი. მან ამის შესახებ მზია ამაღლობელის პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას "ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებზე ევროპელი დიპლომატების მიმართ.„მე წარმოვადგენ გერმანიას. ჩვენ ვართ საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორები და ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვართ. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, მე ვიტყოდი, რომ ეს დეზინფორმაციაა. ვიტყოდი, რომ თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიც ევროკავშირია, არ არის კარგი აზრი მასზე ასე ცუდად საუბარი“, - განაცხადა ელჩმა.ამასთან, პეტერ ფიშერმა მოუწოდა ტელეკომპანია „იმედს“ დაამტკიცონ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ ელჩი ოპოზიციას მითითებებს აძლევს.„მე მაქვს კითხვა ტელეკომპანია „იმედთან“ - რატომ თქვით გუშინ, რომ მე ვაძლევ მითითებებს რადიკალურ ოპოზიციას? რის საფუძველზე გაავრცელეთ ეს ინფორმაცია? ეს ცრუ ინფორმაციაა და მე გიწვევთ დაამტკიცოთ, რომ მე ვაძლევ მითითებებს ოპოზიციას“ - განაცხადა ფიშერმა.

დონალდ ტრამპი – პუტინს შევხვდები, როგორც კი შევძლებთ ამის ორგანიზებას

შევხდები პუტინს, როგორც კი შევძლებთ ამის ორგანიზებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერება.„ახლა სახლში ვბრუნდები და შემდეგ ვნახავთ, რა მოხდება რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები. ყოველ კვირაში საშუალოდ 5 ათასი ახალგაზრდა იღუპება ომში, რომელიც არსად მიდის. ეს სირცხვილია. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ყველა ამბობდა, რომ პუტინი მიდის მოლაპარაკებებზე, ზელენსკი მიდიოდა მოლაპარაკებებზე. მე ვთქვი, თუ მე არ ჩავალ, გარანტიას გაძლევთ, პუტინიც არ ჩავიდოდა. და ის არ ჩავიდა. მე მესმის ეს. ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას. მე შევხდები პუტინს, როგორც კი შევძლებთ ამის ორგანიზებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო ახლა უფრო უსაფრთხოა, ხოლო ორ ან სამ კვირაში კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება.„ჩვენ სხვა საქმეებიც გვაქვს გასაკეთებელი. ასევე გვაქვს სიტუაცია ირანთან, რითაც დავკავდებით ამა თუ იმ გზით, ეს იქნება კეთილი გზა ან არ იქნება კეთილი გზა. არაკეთილი გზა მათთვის ცუდია, ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, ეს გრძელი გზა იქნება. ჩვენ ვაპირებთ გავუმკლავდეთ ძალიან სერიოზულ სიტუაციებს. ჩვენ ვუყურებთ ღაზას და დავკავდებით ამ საკითხით. უამრავი ადამიანი შიმშილობს, ბევრი ცუდი რამ ხდება იქ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მარიამ შენგელია მიმართვას ავრცელებს

საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია „ევროვიზიის“ სცენაზე მე-10 ნომრად წარდგა, სიმღერით Freedom.სამწუხაროდ, მარიამი ევროვიზიის ფინალს გამოეთიშა.მარიამმა, მიმართვა "ინსტაგრამზე" გაავრცელა:"ამაყი ვარ ჩემი თავით და ჩემი ქვეყნით",-წერს მარიამი.ევროვიზია 2025-ზე ოცდაექვსივე ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. მათგან ათი ფინალისტი პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი კი მეორე ნახევარფინალიდან გადავიდა. ფინალში ავტომატურად მოხვდნენ „დიდი ხუთეული” და მასპინძელი ქვეყანა.ფინალის რიგითობა ასეთია: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი.ევროვიზიის გრანდიოზული ფინალი 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, St. Jakobshalle-ში გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები