საჯაროდ მოგვიწია ერთმანეთზე საპირისპირო განცხადებების გაკეთება, მაგრამ პარტიაში დემოკრატიული პროცესები მიდის და არანაირი ცვლილებები არ იგეგმება _ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ცხადია, სასიამოვნო არ არის, როდესაც საჯარო ეთერში ერთმანეთზე საპირისპირო განცხადებების გაკეთება მოგვიწია, მაგრამ პარტიაში დემოკრატიული პროცესი მიდის, ყველას სხვადასხვა საკითხზე ერთი აზრი არ გააჩნია, მაგრამ ეს პარტიას არ შლის, არ ანგრევს. ეს ორი კვირის წინ იყო, ახლა დაპირისპირება ამოიწურა და არანაირი ცვლილება არ იგეგმება”_ განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.