„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება პეტრე ცისკარიშვილის სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტს მოჰყვა, სადაც ჩერგოლეიშვილმა და ცისკარიშვილმა ერთმანეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს.
„შეთანხმებას არღვევ, პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა! – წერს ჩერგოლეიშვილი, რაზეც ცისკარიშვილმა უპასუხა: „მოდი, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე, რა“.
ამასთან, ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უპასუხა: „ტოლი კი არა, ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ“. ამის შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა ჩერგოლეიშვილის მისამართით დაწერა: „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე, შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ „თბილისის მუხეთე ადგილზე“ ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე, უვიცო არარაობა“.
თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა: „აუ, რა სილამაზეა. ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი, რატომ ხართ ლუზერები და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს – ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ, ძვირფასო? გამეშვი ახლა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში, არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

