ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მაღალ საფასურს გადაიხდის.
ამის შეასხებ პეტრას აუსტრევიჩუსმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.
„რუსული სტილით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ელენე ხოშტარია, ოპოზიციური პარტია „დროას“ თავმჯდომარე. საქართველოს მთავრობა მაღალ საფასურს გადაიხდის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.
პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხაებს, რომ დიღმის იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.
შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.
შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.