S O S ! გუშინ შუაღამეს დამიკავშირდა სახალხო აპარატის სამსახური. გვიან შესულები იყვნენ ჩემი შვილის, პატიმარ გიორგი ჩიკვაიძის მოსანახულებლად. მისივე სასწრაფო გადაუდებელი ზარის შემდეგ. გიორგის მდგომარეობა დამძიმდა გლდანის მე-18 დაწესებულებაში. ის, რაც მას დამართეს ციხეში 13 მარტს გაურკვეველი კრუნჩხვის სახით, რასაც მოჰყვა მისი ეტლზე მიჯაჭვა… ერთ თვალში მხედველობის დაკარგვა და სხვა ამოუცნობი მიზეზები… ეხლა გართულდა დამატებიათ კანზე განვითარებული ასევე გაურკვეველი სიმპტომებით. ვინც, ცოტა მაინც ჩახედული ხართ მედიცინაში, რას გაგონებთ ეს? ჩემი შვილი რუსმა მთავრობამ ახლა უკვე რუსულ ციხეში მოწამლა. მე, როგორც ექიმს, ამაში უკვე ეჭვი აღარ მეპარება.
ვინ მიიღო ამის გადაწყვეტილება – არ ვიცი. ჩემთვის კი ისინი არიან გენპროკურორი გაბიტაშვილი, რომელსაც დაემატა კიდევ მე -18 დაწესებულების დირექტორი დავით დარასელია. კაცთმოძულე ბოროტმომქმედნი ადამიანები ხართ. ჩემს შვილს ციხეში კლავენ.
P.s. მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც შეგიძლიათ რამის გაკეთება, იმოქმედეთ! რაც შემეხება მე, როგორც მის დედას, სავარაუდოდ ბრძოლის სხვა ფორმებს მივმართავ. უფალი არ მიგვატოვებს, – წერს ეკა წერეთელი.