საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე მოწვეულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი და უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით დოკუმენტში, საგანგაშო ფაქტი არ დაფიქსირებულა.
“მქონდა უკვე საუბარი თავდაცვის მინისტრთან, ბატონ ლევან იზორიასთან. მთელი რიგი პრობლემებია გამოსწორებული, ამიტომ ეს ანგარიში ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც უკვე შემდგომში თავდაცვის და სასჯელაღსრულების მინისტრებს დავიბარებთ და მოვისმენთ მათ ანგარიშებს, ჩვენ მათ შორის გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებც აღნიშნულია აუდიტის ანგაიშში.”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.