„სტრატეგია აღმაშენებელი“, გრიგოლ ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში ახალ საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან. ცნობილია ფრაქციის სახელწოდებაც – „ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.
ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი პაატა მანჯგალაძე იქნება. როგორც ფრაქციის დარეგისტრირებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე სამნიძემ აღნიშნა, ფრაქცია შეიქმნა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე.
„ამან მოგვცა საშუალება, გავერთიანდეთ ერთი მიზნის ირგვლივ. სახელიც ამ ფრაქციის შესაბამისად შევარჩიეთ. ფრაქციაში გაერთიანებულია სამი პოლიტიკური პარტია – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები, გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველიც, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად“, – განაცხადა სამნიძემ.