ხუთშაბათი, დეკემბერი 25, 2025

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 1. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტებში ცვლილებები არ შესულა. კანონპროექტით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებული საკითხი წესრიგდება.

იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში ამ საკითხებზე გამოძიებას, საქართველოს პროკურატურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმართავს.

ცვლილებები შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების და საჯარო სამსახურის შესახებ კანონებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ცვლილებების თანახმად, გაიზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები.

საკანონმდებლო პაკეტი მომზადებულია ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად და ამ საკანონმდებლო ცვლილებების ავტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე: შობას ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს!

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში შობის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს.„შობას ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს!მაცხოვრის შობა არის სიყვარულის, სიკეთის, განახლებისა და იმედის სიმბოლო და მას გამორჩეულად ზეიმობს ყველა ქრისტიანი.დაე, იყოს მშვიდობა ქვეყანაში და კეთილდღეობა თქვენს ოჯახებში!", - წერს კახა კალაძე.

ტყიბულში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ტყიბულში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.ბავშვებთან ერთად ნაძვის ხე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა აანთო და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.საახალწლოდ ქალაქი საგანგებოდ მოირთო და პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს.ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რომის პაპმა, ლეო XIV-მ საშობაო მესა პირველად აღავლინა

რომის პაპმა ლეო XIV-მ შუაღამის საშობაო მესა პირველად აღავლინა.წმინდა პეტრეს ბაზილიკში კათოლიკური ღვთისმსახურება ვატიკანის დროით საღამოს, 10:00 საათზე დაიწყო.შობის სცენისკენ მიმავალ რომის პაპს ათი ბავშვი მიჰყვებოდა – სამხრეთ კორეიდან, ინდოეთიდან, მოზამბიკიდან, პარაგვაიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან. მათ შობის სცენა ყვავილებით შეამკეს.სადღესასწაულო მესას ასობით ადამიანი დაესწრო. მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც.კათოლიკურ ღვთისმსახურებამდე, რომის პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე ჩავიდა და დალოცა მორწმუნეები, რომელთაც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შესვლა და საშობაო მესაზე დასწრება ვერ შეძლეს.„წმინდა პეტრეს ბაზილიკა ძალიან დიდია, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმარისად არა ყველა თქვენგანის მისაღებად. მე აღფრთოვანებული ვარ, პატივს გცემთ და მადლობას გიხდით ამ საღამოს აქ ყოფნის სურვილისთვის. ჩვენ გვსურს შობის ერთად აღნიშვნა. იესო ქრისტე, რომელიც ჩვენთვის დაიბადა, სიმშვიდესა და ღვთის სიყვარულს გვაძლევს. საუკეთესო სურვილები ყველას. ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცოს ყველა თქვენგანის ოჯახი“, – მიმართა რომის პაპმა მომლოცველებს.ხვალ, 25 დეკემბერს ვატიკანის დროით დილის 10:00 საათზე რომის პაპი ლეო XIV დღის მესას აღავლენს, რომელიც სწორედ მან აღადგინა. შობის დღის წირვა ლეო XIV-ის წინამორბედებს – პაპ ფრანცისკეს და პაპ ბენედიქტ XIV-ს ის არასდროს აღუვლენიათ. ბოლოს ეს 1994 წლის 25 დეკემბერს, პაპმა იოანე პავლე II-მ გააკეთა.შუადღისას, პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივნიდან, ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს და კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.

ბიძინა ივანიშვილი – ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის

48 წელია, საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მილოცვაშია ნათქვამი.„შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, თითქმის ნახევარი საუკუნეა, ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს.ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მისალოც ტექსტში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მილოცვებს იღებს. 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მე-12 საეკლესიო კრების მიერ არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა.ილია მეორის სახელს უკავშირდება წლების განმავლობაში უამრავი ეკლესია-მონასტრის აღდგენა- მშენებლობა, საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება, ეკლესიებში მრევლის და სასულიერო პირების რაოდენობის ზრდა. ასევე ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება.

ბოლო სიახლეები