საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო რეფორმას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რეფორმის მომხრე 92 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი. კენჭისყრაში როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმოამდგენლები მონაწილეობდნენ.
„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვხედავ პირველ კანონპროექტს შეთანხმების მიხედვით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.
პარლამენტი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გახდება ცნობილი. საარჩევნო რეფორმაზე მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ.