ბრატისლავაში გამართულ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე, პარლამენტის წევრი გენო პეტრიაშვილი ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს და შესაბამისი ჯილდო გადასცეს.
“ჩვენი კომიტეტის ღირსეული წევრი გენო პეტრიაშვილი ევროპის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2024 წლის ევროპის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა. კომიტეტის სახელით მინდა მივულოცო მას ეს მნიშვნელოვანი აღიარება და დამსახურებული ჯილდოს გადაცემა“, – განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ.
სპორტის კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საუკეთესო მოჭიდავის ჯილდო გენო პეტრიაშვილს კომიტეტის აპარატის უფროსმა ედიშერ მაჩაიძემ გადასცა, რომელიც ბრატისლავაში, ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ ედიშერ მაჩაიძე პირველი ქართველია, რომელიც აღნიშნული კომიტეტის წევრად იქნა არჩეული.