ორშაბათი, ივნისი 30, 2025

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

მომზადდა შესაბამისი დადგენილების პროექტები, რომლებიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პარტიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარ სიაზე უარი არ უთქვამს და მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა, თუმცა, მისივე განმარტებით, პარტიის ეს წევრები პარლამენტის სხდომებს არ ესწრებოდნენ.

რეგლამენტის მიხედვით, მომდევნო სესიის ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, პარლამენტის წევრის მიმართ დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

„მოგეხსენებათ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იყო იმ პარტიათა შორის, რომელმაც 2024 წლის არჩევნებში გადალახა ბარიერი. თუმცა, სხვა რადიკალური ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ამ პარტიას უარი არ უთქვამს თავის სიაზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მისი მანდატით აღჭურვილი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა, თუმცა ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს და როგორც რეგლამენტი გვეუბნება, მომდევნო სესიის ნახევარზე მეტს თუ არასაპატიო მიზეზით აცდენს პარლამენტის წევრი, განსახილველად დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ჩვენმა კომიტეტმა რეგლამენტის თანახმად მოიკვლია 12 წევრის დასწრების საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, დასკვნის მიხედვით, ვაძლევთ რეკომენდაციას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პარტიის წევრებს ვადამდე შეუწყდეთ უფლებამოსილება. ამ თემასთან დაკავშირებით ცალკეული სპეკულაციები იყო, რომ ჩვენ მაისში უნდა მოგვეხდინა ამ საკითხის განხილვა-გადაწყვეტა. სესია როდესაც სრულდება, სწორედ მაშინ ეძლევა 10-დღიანი ვადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომ მოიკვლიოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, დღის წესრიგში დგას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ეს დეპუტატები არიან: თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, გიორგი გახარია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახაბერ ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება საზოგადოებას პარლამენტის წინ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო.„ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ: 1. უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს; 2. ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. ბოლომდე“, – ნათქვამია განცხადებაში.განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „თავისუფლების მოედანი“; „ევროპული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ახალი“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“. „დროა“; „ფედერალისტები“.

იოჰან ვადეპული – უკრაინის გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ შეუქცევადია

უკრაინის გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ შეუქცევადია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.„ნატო-ს სამიტზე, საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს, ხაზი გავუსვი, რომ უკრაინა ნატო-სკენ შეუქცევად გზაზეა და გერმანია ადასტურებს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვადეპულმა.მისივე თქმით, ეს ასევე ეხება უკრაინის მისწარაფებებს ევროკავშირთან დაკავშირებითაც.„იმედი გვაქვს, რომ დანიის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებების კლასტერი გაიხსნება“, – განაცხადა ვადეპულმა.როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გერმანია ოპტიმისტურად არის განწყობილი.თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ვადეპულს სიგნალისთვის, „რომელიც დიდი ხანია და შესაძლოა არასდროსაც, არავის გაუგია გერმანიის მხრიდან“.„ნატო-ს სამიტის დროს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უკრაინის მინისტრის დონეზე გამართული შეხვედრისას, გერმანულმა მხარემ განაცხადა, რომ მიაჩნია, უკრაინა ალიანსში უნდა იყოს და ეს მთელი ევროპის ინტერესებშია. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ მხარდაჭერის შესაბამისი სიგნალებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„ფაინენშალ თაიმსი“ – პუტინი ცდილობს უკრაინის ქალაქ ოდესის ხელში ჩაგდებას, რათა უკრაინას მთავარ პორტზე წვდომა ჩამოართვას

პუტინი ცდილობს უკრაინის ქალაქ ოდესის ხელში ჩაგდებას, რათა უკრაინას მთავარ პორტზე წვდომა ჩამოართვას, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს არ სჯერა, რომ რუსეთი მზადაა, დათანხმდეს უკრაინის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტას. მაღალი რანგის ოფიციალურ პირის თქმით, პუტინი მიიჩნევს, რომ ოდესა „ისტორიულად რუსული ქალაქია“.ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინისთვის ამ ქალაქის ხელში ჩაგდება უკრაინის წინააღმდეგ ომის მთავარი მიზანია. გამოცემამ აღნიშნა, რომ ჰააგაში ნატო-ს სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, რაც ამცირებს დაძაბულობას ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის.გარდა ამისა, გამოცემამ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ კარგად ჩაიარა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დიპლომატიურად უკეთეს მდგომარეობაშია, გამოცემის აზრით, ომში მისი მდგომარეობა, როგორც ჩანს, უარესდება.როგორც გამოცემა წერს, ნატო-ს ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ ფრონტზე ვითარება შემოდგომაზე, შეიძლება, სერიოზულად გაუარესდეს. ამასთან, გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალები რესურსების ამოწურვის ზღვარს უახლოვდებიან, თუმცა, რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს ოპერაციების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებას, ხოლო უკრაინამ, შესაძლოა, ექვსი თვის განმავლობაში მიაღწიოს თავისი შესაძლებლობების ზღვარს, თუ მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას არ მიიღებს.გარდა ამისა, გამოცემაში აღნიშნულია, რომ უკრაინას პრობლემები აქვს ჯარისკაცების რაოდენობასთან დაკავშირებითაც.

ანა ბუჩუკური-ნაცების და ოცნების მპოსტავები ერთნაირად აჟიტირებულები ელოდებიან გახარიას ციხეში ხილვას, მე მათ ვეტყვი- ვერ ეღირსებით!

შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვა, არის გაუგებარი, უფრო უხეშ სიტყვას არ გამოვიყენებ, რადგან ადამიანი შიმშილობს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განაცხადა.ბუჩუკურის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვერანაირი შანტაჟი ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.„ელენე ხოშტარიას ვუსურვებ ჯანმრთელობას და გამძლეობას, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა ადამიანისთვის ფიზიკურად და მოვუწოდებ, შეწყვიტოს შიმშილობა. შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვა, არის გაუგებარი, მე უფრო უხეშ სიტყვას არ გამოვიყენებ, რადგან ადამიანი შიმშილობს. შიმშილობა, რათა ოპოზიცია აიძულოს რაღაც ქმედებისკენ ან ქმედებისგან თავის შეკავება აიძულოს, არათუ ასუსტებს რეჟიმს, არამედ რეჟიმს ეხმარება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის გაუგებარი აქტი, მით უფრო იმ პარტიების წინააღმდეგ შიმშილობა, რომელთა ლიდერების ნაწილი საპატიმროშია, ან, მაგალითად, გახარიას შემთხვევაში, 15-20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ჩვენი გუნდის პოზიცია პირველი დღიდან არის, რომ ჩვენი პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვერავის მხრიდან ვერანაირი შანტაჟი ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.

ბოლო სიახლეები