0 0
Read Time:32 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს, ელიზაბეტ მილარდს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

ელიზაბეტ მილარდმა ქართულ მხარეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისა და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ელიზაბეტ მილარდს საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო.

გარდა ამისა, კობახიძემ და მილარდმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები