პარლამენტთან შეკრებილები თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები ტრადიციულად არ ამბობენ, თუ რა მიმართულებით აპირებენ მსვლელობას.
თუმცა, როგორც მსვლელობის დაწყებამდე განაცხადეს, დღევანდელ მსვლელობას არ ექნება გრძელი მარშრუტი.
მათივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო, დღეს აქციის მონაწილეებს მოუწოდეს არ მიაყენონ შეურაცხყოფა პოლიციას იმისათვის, რომ პროტესტი გაგრძელდეს „მინიმალური დანაკარგებით“.
მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიცია, ისინი აქციის მონაწილეებს გზაზე გადასვლის და გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

