პარლამენტთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციაზე სიმბოლურად პირბადე გაიკეთეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მხრიდან ეს არის ერთგვარი აქცია – პერფორმანსი იმ “უსამართლო და უგუნური” კანონის წინააღმდეგ, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალათ.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ისინი პროტესტს მაინც გააგრძელებენ. აქციის მონაწილეები უკვე 39-ე აქციას მართავენ. პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან არსებულ ჯებირს პერიოდულად ხელს ურტყამენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. პროტესტის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.