„პარადოქსია, რომ „ნაცმოძრაობა“, რომელმაც რუსეთს ოკუპაცია გააგრძელებინა საქართველოში, ემუქრება ხელისუფლებას, რომელმაც რუსული ოკუპაცია შეაჩერა“

Read Time:54 Second

საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში ოპოზიციის გამოჩენას ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს, „ნაცმოძრაობის“ და მის ირგვლივ შემოკრებილი მთლიანი ოპოზიციის გულწრფელობაში ქართველ ხალხს ეჭვი ეპარება.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვები იმის შესახებ, რომ ოკუპაციის გაგრძელება ხელისუფლების ბრალია, პარადოქსულად ჟღერს.

„თორმეტი წლის წინ ნაცმოძრაობასთან კოჰაბიტაცია უცხოეთის მოთხოვნა იყო. ხელისუფლება როგორც ჩანს, გაუფრთხილდა პარტნიორულ ურთიერთობებს და ასევე სურდათ, საქართველოში 90-იანი წლებიდან დაწყებული პოლიტიკური შურისძიების ეპოქა დასრულებულიყო. ეს სწორი სტრატეგია იყო ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ხელისუფლების სახელმწიფოებრივი აზროვნება ნაცმოძრაობამ მტრულად გამოიყენა. დღეს კი, მათ მტრულ პოლიტიკას მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციური პარტიები იზიარებენ.

პარადოქსია, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ნაცმოძრაობის ლიდერები, რომლებმაც გააგრძელებინეს რუსეთს ოკუპაცია საქართველოში 2008 წელს, იმ ხელისუფლებას ემუქრებიან, რომელმაც რუსული ოკუპაცია პირველმა შეაჩერა ქვეყანაში. საქართველოს ოკუპაცია დღემდე გრძელდება იმ ტერიტორიებით, რომელიც უკვე მითვისებული ჰქონდა რუსეთს.

ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევაა, რომ რუსეთის ოკუპაციის გაგრძელების შეჩერება შეძლო „ქართულმა ოცნებამ”. ეს დიდი მიღწევაა, საიდანაც შეიძლება დაიწყოს ზრუნვა დეოკუპაციაზე. რაც შეეხება ნაცმოძრაობის და მის ირგვლივ შემოკრებილი მთლიანი ოპოზიციის პოზირებას კოჯორში, იუნკრების საფლავთან, მათი ყალბი სიტყვების არ სჯერა ქართველ ხალხს. ეს ბევრჯერ დაამტკიცეს და წელს, საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
Next post კაცმა სიძე სანადირო თოფით მოკლა, რადგან ეგონა, რომ მის შვილს ცუდად ექცეოდა