კვირა, მაისი 18, 2025

პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაცია ვატიკანში: წმინდა პეტრეს მოედანზე საზეიმო წირვა დაიწყო

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი წირვა დაიწყო.

მანამდე პაპი მოედანზე შეკრებილ ხალხს მიესალმა.

შეკრებილთა შორის იყვნენ არიან მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ინაუგურაციას ესწრება საქართველოს დელეგაცია და “ოცნების” არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილიც.

ინაუგურაცია და ეკლესიის სამომავლო პერსპექტივები

საინაუგურაციო ცერემონია წმინდა წირვაშია ინტეგრირებული, მისი ცენტრალური ნაწილი კი ახალი პაპისთვის ძალაუფლების ორი ინსიგნიის – პალიუმისა და მებადურის ბეჭდის გადაცემაა. ცერემონია ხაზს უსვამს ეკლესიის რწმენას, რომ პაპი პეტრე მოციქულის მემკვიდრეა.

პაპის ინაუგურაცია ყოველთვის საყურადღებოა არა მხოლოდ ახალი ლიდერის არჩევის გამო, არამედ იმ განზომილებებით, რომელიც ეკლესიის რწმენის და ძალაუფლების სიმბოლურ აქტებს ასახავს და მორწმუნე კათოლიკეებს კიდევ ერთხელ აჩვენებს. პაპი ლეო XIV-ეს ინაუგურაციის შემდეგ ერთგვარი მანდატი მიეცემა მომავალ საქმიანობაში როგორც პაპს, რომელმაც უნდა იტვირთოს ეკლესიის და მთელი ქრისტიანული სამყაროს რწმენისა და ერთიანობის პასუხისმგებლობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული იერიშის შედეგად, ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 100 ადამიანია დაღუპული

ისრაელის მიერ ღაზაში განახლებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 100 ადამიანი.ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან.საერთო ჯამში, ხუთშაბათს განახლებული ოპერაციის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 350-ს აჭარბებს.ამჟამად დოჰაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მიმდინარეობს.როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დოჰაში მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები მოიცავს ომის დასრულების, ასევე ზავისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შეთავაზების განხილვას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ომის დასრულება უნდა მოიცავდეს ღაზას სექტორის დემილიტარიზაციას, ასევე ჰამასის მებრძოლების ტერიტორიიდან გადასახლებას.

რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო ცერემონიაზე შეკრებილებს მიმართა

რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო ცერემონიაზე შეკრებილ მომლოცველებს მიმართა.პონტიფიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ ეკლესია უნდა დარჩეს მისი ტრადიციების ერთგული და რომ მასში არ არის რელიგიური პროპაგანდის ადგილი, ისევე როგორც გავლენისთვის თამაშების.მან გააკრიტიკა მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, რომელიც მისი თქმით, ექსპლუატაციას უწევს პლანეტის რესურსებს, ხოლო ღარიბი მოსახლეობის მარგინალიზაციას ეწევა.„ჩვენ ღმერთს მივანდეთ მემკვიდრის არჩევა, რომის ეპისკოპოსის, მწყემსის, რომელსაც შეუძლია, შეინარჩუნოს ქრისტიანული სარწმუნოების მდიდარი მემკვიდრეობა და ამავდროულად იხედებოდეს მომავალში, რათა დღევანდელი დღის გამოწვევებს გაუმკლავდეს. ყოველგვარი დამსახურების გარეშე ამირჩიეს და ახლა შიშითა და ძრწოლვით მოვედი თქვენთან, როგორც ძმა, რომელსაც სურს, გემსახუროთ თქვენ რწმენასა და სიხარულში. რომის ეკლესია ხელმძღვანელობს გულმოწყალებით და მისი ჭეშმარიტი ავტორიტეტი ქრისტეს გულმოწყალებაა. ის არასდროს ცდილობს სხვების ძალისმიერი გზით გადაბირებას, რელიგიური პროპაგანდით ან სხვა ძალისმიერი საშუალებებით. ეს მხოლოდ სიყვარულის საკითხია, როგორც ამას იესო აკეთებდა. თუკი კლდე ქრისტეა, პეტრემ უნდა მწყემსოს სამწყსო, ისე რომ არასდროს დაემორჩილოს ავტოკრატობისა და მასზე მინდობილებზე ბატონობის ცდუნებას. პირიქით, ის მოწოდებულია, ემსახუროს თავისი ძმებისა და დების რწმენას და მათთან ერთად იაროს ამ გზაზე.ჩვენ დროში,ვხედავთ ძალიან ბევრ უთანხმოებას, იარებს – სიძულვილით, ძალადობით, ცრურწმენით, განსხვავებულობის მიმართ შიშითა და ეკონომიკური პარადგიმებით გამოწვეულს, რომელიც ექსპლუატაციას უწევს დედამიწის რესურსებს და მარგინალიზებას უწევს ყველაზე უპოვრებს. ჩვენი მხრიდან, გვსურს ვიყოთ ერთიანობისა და ძმობის ხელმშემწყობი“,- აღნიშნა რომის პაპმა.

6 წლის გაბრიელ მიშელაძეს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

6 წლის გაბრიელ მიშელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.მცირეწლოვნის ბებიის ცნობით, 2 436 ევრო ღირს ერთი ნემსი, თანხის ნაწილი შეაგროვეს, ახლა 1500 ლარია საჭირო, რომ ბავშვმა წამლის მიღება შეძლოს.როგორც გაირკვა, ბავშვს კისრის არეში მრავლობითი ხრტილოვანი გამონაზარდი აქვს, მას უკვე ჩაუტარდა 2 ოპერაცია და 10 თერაპიული კურსი.ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, საჭიროა კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა. ასევე ცნობილი გახდა, რომ გაბრიელს ესაჭიროება თერაპიის გაგრძელება და საჭიროა ძვირადღირებული მედიკამენტი, რისი საშუალებაც, ოჯახს აღარ აქვს, ამიტომ პატარას სიცოცხლის გადასარჩენად მათ საზოგადოებას დახმ,არება და თანადგომა სჭირდებათ.სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვას შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეძლებთ:თიბისი ბანკი:#GE50TB7397345061100100საქართველოს ბანკი:#GE97BG0000000127397700ლი­ბერ­თი ბანკი:#GE08LB0711179063120000 კრედო ბანკი: #GE77CD0360000038942832paypal: https://www.paypal.me/171700ასევე - https://app.keepz.me?tiny=yeyk6rt4მიმღები:ეკატერინა ბოსტანჯიევა (ბებია) პ/ნ 10001012274 ე.ბ.

ვინ აღმოჩნდა მართალი? ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? – ილია თოფურია ისლამ მახაჩევზე

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ესპანეთში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) უკვე ყოფილი ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის შესახებ ისაუბრა.თოფურიამ აღნიშნა, რომ მახაჩევმა თავისი სიტყვა არ შეასრულა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლას თავი აარიდა.„ისლამმა განაცხადა, რომ დივიზიონის ქამარს არ დათმობდა. მე მსუბუქ წონაში იმისთვის არ გადავედი, რომ ვინმეს რაღაც ვთხოვო – გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. მითხარით, ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? ვინ აღმოჩნდა მართალი? როდესაც ქამარს მოვიპოვებ, მას შეუძლია, რიგში ჩადგეს. ეს რიგი საკმაოდ გრძელია“, – განაცხადა თოფურიამ. ილია თოფურია მსუბუქ წონაში სადებიუტო ბრძოლას პირდაპირ საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს. UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა მიმდინარე კვირაში ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ელ მატადორი“ ვაკანტური ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ბრძოლა ლას ვეგასში 29 ივნისს ჩატარდება.რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, UFC 315-ის დასრულების შემდეგ მან დაწერა, რომ ორი დივიზიონის ჩემპიონობას აპირებდა. საბოლოოდ, მან მსუბუქი წონა დატოვა და წლის ბოლოს ქვემსაშუალო დივიზიონის (77კგ) საჩემპიონო შეხვედრას ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენასთან ჩაატარებს.შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია გასულ წელს ქვემსუბუქი წონის (65გ) ჩემპიონი გახდა და ქამარი წარმატებითაც დაიცვა. 2025 წლის თებერვალში კი დივიზიონი დატოვა და ახალ წონაში გადავიდა. მან აღნიშნა, რომ პირველივე ბრძოლა საჩემპიონო ექნებოდა.ამჟამად 28 წლის მებრძოლს კარიერაში 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც ყველა მოიგო.

ვლადიმერ პუტინი – სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.პუტინის განცხადებიით, რუსეთს აქვს საკმარისი ძალა, რათა სპეციალური სამხედრო ოპერაცია მისთვის საჭირო შედეგით დაასრულოს.„ეს შედეგი არის იმ მიზეზების აღმოფხვრა, რომლებმაც გამოიწვია ეს კრიზისი, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფა იმ ტერიტორიებზე, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც რუსულ ენას მშობლიურად მიიჩნევენ და რუსეთს თავიანთ სამშობლოდ თვლიან“, – აღნიშნა პუტინმა.ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი პატივს სცემს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და იმედოვნებს, რომ რუსეთის ინტერესებსაც იგივენაირად პატივს სცემენ.„ამერიკელებს, ამერიკელ ხალხს და ამერიკულ ხელმძღვანელობას, პრეზიდენტის ჩათვლით, აქვთ თავიანთი ეროვნული ინტერესები, და ჩვენ პატივს ვცემთ ამას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ,რომ ჩვენც ასე მოგვექცევიან“, – განაცხადა პუტინმა.

ბოლო სიახლეები