კვირა, მაისი 25, 2025

პაკისტანში ქვიშის ქარიშხალს ებრძვიან – სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ქვიშის ქარიშხალს ებრძვიან – პენჯაბის პროვინციაში სტიქიურ მოვლენას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. პაკისტანის რეგიონის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ქვიშის ქარიშხალსა და შემდგომ ძლიერ წვიმას წინ ჰაერის მაღალი ტემპერატურა უძღოდა.

სტიქიის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. მისი მიზანია აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინ წაწევა – მარკო რუბიო

ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეული დახარჯული დოლარი და ყოველი გადადგმული ნაბიჯი, ზომად სარგებელს მოუტანს ამერიკელ ხალხს - ან უფრო უსაფრთხოს და ძლიერს გახდის ჩვენს ქვეყანას, ან უფრო მდიდარს. ამ სამიდან ერთ მიზანს მაინც უნდა აღწევდეს, იდეალურად კი სამივეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.რუბიომ უპასუხა კონგრესის დემოკრატი სენატორების კრიტიკას USAID-ის დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით.„არსებობს საშინელი რაღაცები, რაც ხდება პლანეტაზე. ამერიკას თითოეული მათგანის მოგვარება არ შეუძლია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფოკუსირება იმ სფეროებზე, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავ დავრჩებით საგარეო ჰუმანიტარული დახმარების უდიდეს მიმწოდებლებად ამ პლანეტაზე. დღევანდელი ბიუჯეტის გათვალისწინებითაც კი, აშშ კვლავ იმაზე მეტს დახარჯავს საერთაშორისო დახმარებაზე, ვიდრე მომდევნო 10 ქვეყანა ჯამში. უახლოესი ქვეყანა ჩვენთან ამ მხრივ გერმანიაა და ახლაც კი ჩვენზე გაცილებით უკან არის.მაგრამ საგარეო დახმარება ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს მიმართული. უნდა შევქმნათ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამას მიაღწევს. დიახ, ჩვენ გავაუქმეთ კონტრაქტები USAID-ში. ზოგი სულელური და აღმაშფოთებელი, ზოგი კი არ ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესებს. ზოგი კონტრაქტი კი შევინარჩუნეთ და მათ სახელმწიფო დეპარტამენტის იურისდიქციაში ვაქცევთ. იმიტომ რომ გვსურს, რომ ისინი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ხელსაწყოთა ბერკეტების ნაწილად ვაქციოთ.საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება. მისი მიზანია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების წინ წაწევა. ამიტომ, დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ჩვენ დავეხმარებით ქვეყნებს საკვებით, დავეხმარებით განვითარებაში და დავეხმარებით თავდაცვაში. მაგრამ ჩვენ ამას ჩვენი საელჩოებისა და რეგიონული ბიუროების ძალისხმევით“, - განაცხადა რუბიომ.მან ხაზი გაუსვა თანამედროვე სამყაროში გადაწყვეტილების მიღების სისწრაფის მნიშვნელობას და ასევე აღნიშნა, რომ ხშირად ის საკითხები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყანაში აშშ-ის საელჩო და USAID-ი აკეთებდნენ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და ხშირ შემთხვევაში USAID-ის პროგრამები ძირს უთხრიდა საელჩოს მისიებს.„მე არ ვარ პირველი სახელმწიფო მდივანი, რომელსაც უნდოდა USAID-ისა და საგარეო დახმარების სახელმწიფო დეპარტამენტის იურისდიქციაში მოქცევა. მე უბრალოდ პირველი ვარ, ვისაც ეს გამოუვიდა“, - დასძინა რუბიომ.

ჭადრაკის ნამდვილი სამკაული-მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ჭადრაკის დაფა, 20,000 ბრილიანტით, 500 კარატით და ფასი — 4 მილიონი დოლარი!

როგორ გექნებოდათ სურვილი, თამაში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ჭადრაკის ნაკრებზე? ♟️ეს უჩვეულო შედევრი, სახელად Pearl Royale, დამზადებულია 20,000-მდე ბრილიანტისგან, რომელთა საერთო წონა 500 კარატს აჭარბებს და მისი ფასი დაახლოებით 4 მილიონი დოლარია. 💎💵 „ჩემი მიზანი არ ყოფილა ყველაზე ძვირადღირებული დაფის შექმნა. ჩემი სურვილი იყო შემექმნა ის, რაც შეიძლება ყოფილიყო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ჭადრაკის ნაკრები,“ — ამბობს დიზაინერი კოლინ ბერნი. „მინდოდა, რომ ერთ დღეს მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეებს ეთამაშათ ამ დაფაზე.“ და მართლაც, ასე მოხდა. 2022 წლის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე, გროსმაისტერი ფაბიანო კარუანა გახდა პირველი მოთამაშე, ვინც ისტორიაში პირველად დააწყო ფიგურები Pearl Royale-ის დაფაზე. დაფა ასევე გამოჩნდა YouTube-ის ვიდეოში, სადაც კარუანას უერთდნენ გროსმაისტერი რობერტ ჰესი და საერთაშორისო ოსტატი დენი რენში, და ისინი განიხილავდნენ, რა სვლები შეიძლებოდა გაეკეთებინა მაგნუს კარლსენს მსოფლიო ჩემპიონატზე.

რუსეთის საგარეო უწყება – რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამიერკავკასიაში თანამშრომლობის გაღრმავების, რეგიონის კონფლიქტის შემდგომი რეკონსტრუქციის საკითხებს განიხილავენ

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირებისა და კომუნიკაციების განბლოკვის, კონფლიქტის შემდგომი ვითარების აღდგენის საკითხებს განიხილავენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჰაქან ფიდანი რუსეთში 25-27 მაისს ჩავა.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, დაგეგმილია ამიერკავკასიაში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების დეტალური განხილვა, მათ შორის სატრანსპორტო კავშირებისა და კომუნიკაციების განბლოკვის, რეგიონის კონფლიქტის შემდგომი რეკონსტრუქციის საკითხების.„რუსეთი და თურქეთი დაინტერესებული არიან მშვიდობიანი და პროგნოზირებადი სამხრეთ კავკასიით. ამის მიღწევა შესაძლებელია 3+3 რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით. მოსკოვი მიესალმება სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

🦠 მეცნიერები გვაფრთხილებენ-გლობალური დათბობა და სოკოები, რომლებიც შიგნიდან გვჭამენ

‼️ მეცნიერების ახალი კვლევა გვაფრთხილებს:ადამიანში ინფექციების გამომწვევი სოკოები, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით სიკვდილს იწვევს, გლობალური დათბობის ფონზე სულ უფრო ფართოდ გავრცელდებიან — და კაცობრიობა ამისთვის მზად არ არის. 🍄 სოკოები ყველგან არიან — ნიადაგში, კომპოსტში, წყალში... ისინი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური როლი აქვთ, მაგრამ ზოგი მათგანი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.წლიურად სოკოს ინფექციებით დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი იღუპება — და რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად მეტიც იყოს.🔬 ასპერგილუსი — საფრთხე, რომელიც ვერ შევამჩნიეთ მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კომპიუტერული სიმულაციებით ასპერგილუსის (Aspergillus) გავრცელება შეისწავლეს — სოკოების ჯგუფი, რომელიც ცხოვრებისათვის საშიშ დაავადებას — ასპერგილოზს იწვევს. მათ აღმოაჩინეს, რომ გლობალური დათბობის ფონზე ასპერგილუსი ახალ რეგიონებში გავრცელდება — ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა, ჩინეთი და რუსეთი. 📍 ასპერგილუს ფლავუსი (Aspergillus flavus) უპირატესად ტროპიკულ კლიმატს ეტანება, თუმცა კვლევა ვარაუდობს, რომ მისი გავრცელება 16%-ით გაიზრდება, თუ ადამიანები წიაღისეული საწვავის გამოყენებას არ შეამცირებენ. 🧬 ეს სახეობა არა მხოლოდ სერიოზულ ინფექციებს იწვევს ადამიანებში, არამედ ბევრ საკვებ კულტურასაც ავნებს, რაც საკვების უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს. იგი რეზისტენტულია ანტიფუნგალურ პრეპარატებზე და უკვე მოხვდა WHO-ს კრიტიკულ სიაში.🫁 როგორ გვაზიანებს? სოკოს სპორებს ყოველდღე ვსუნთქავთ, მაგრამ ჯანმრთელ ადამიანებს იმუნური სისტემა იცავს. ⚠️ თუმცა, თუ ადამიანს აქვს ასთმა, ფიბროზი, COPD, კიბო, გადანერგილი ორგანო, ან მძიმედ ჰქონდა COVID-19, სოკო სხეულში ვითარდება და შიგნიდან იწყებს ორგანიზმის დაშლას — ასე ხსნის მეცნიერ ნორმან ვან რეინი. ასპერგილოზის სიკვდილიანობა 20–40%-ია და ხშირად ვერ ადგენენ დროულად, რადგან სიმპტომები (ხველა, სიცხე) ბევრ სხვა დაავადებასაც ახასიათებს.🌡️ კლიმატის ცვლილება ზრდის საფრთხეს გახშირებული სიცხეები, წყალდიდობები და გვალვები ხელს უწყობს სოკოს სპორების დიდ მანძილზე გავრცელებას.ზოგი რეგიონი კი შესაძლოა იმდენად გაცხელდეს, რომ სოკო ვეღარ გადარჩეს — რაც თავის მხრივ ეკოსისტემის ბალანსს დააზიანებს. 2022 წელს WHO-მ ასპერგილუს ფლავუსი სოკოების კრიტიკულ სიაში შეიყვანა — საჯანმრთელო რისკის და მედიკამენტებზე რეზისტენტობის გამო.📉 დასკვნა 🧫 მეცნიერები ხაზს უსვამენ:„ფუნგალური ინფექციები იზრდება, მათი წინააღმდეგობა მკურნალობაზე — ძლიერდება, და ჩვენ ჯერ მხოლოდ ვიწყებთ იმის გააზრებას, თუ როგორ უწყობს ხელს ამ ყველაფერს კლიმატის ცვლილება.“ 💬 პროფესორ ელაინ ბიგნელის თქმით:„ყველა ჩვენგანს შეიძლება შეეხოს ეს საფრთხე მომავლებში.“

ვის გადაეცა კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო

კანის 78-ე კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო ირანელი რეჟისორის ჯაფარ პანაჰის ფილმს „უბრალო შემთხვევითობა“ მიენიჭა.გრან-პრი დანიელი რეჟისორის იოაკიმ ტრიერის სურათს „სენტიმენტალური ღირებულება“ ერგო. პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის ბრაზილიელ კლებერ ნედონსა დილიოს გადაეცა, ფილმისთვის „საიდუმლო აგენტი“. ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის ჟან-პიერ დარდენსა და ლიუკ დარდენს მიენიჭათ, ფრანგულ-ბელგიური ფილმისთვის „ახალგაზრდა დედები“.საუკეთესო მსახიობ კაცად ბრაზილიელი ვაგნერ მოურა აღიარეს („საიდუმლო აგენტი“), საუკეთესო ქალი მსახიობი კი ნადია მელიტი გახდა („უმცროსი და“).ჟიურის პრიზი ფრანგი რეჟისორის ოლივერ ლაშეს ნამუშევარს „სირატი“ და გერმანელი მაშა შილინსკის “დაცემის ხმას“ გადაეცათ.2025 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 22 ფილმი მონაწილეობდა.

ბოლო სიახლეები