ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 20 გემის გავლას დაუშვებს, – ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეს ყოველდღიურად ორი გემი გადაკვეთს.
„ეს ირანის მხრიდან მისასალმებელი, კონსტრუქციული ჟესტია და დაფასებას იმსახურებს. ეს მშვიდობის მაუწყებელია, რეგიონში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს და მშვიდობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას გააძლიერებს. დიალოგი, დიპლომატია და მსგავსი ნდობის გამაძლიერებელი ზომები არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის“, – წერს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

