შაბათი, მარტი 1, 2025

პაველ ჰერჩინსკი – ყოველ წელს ვხარჯავდით საქართველოში 85-100 მილიონ ევროს, რომლის უდიდესი ნაწილი გადაეცემოდა მთავრობას – ახლა, USAID-ის მიერ დაფინანსების შეჩერების ფონზე, ვცდილობთ გავზარდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების დახმარება

ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში ევროკავშირი ამაყად უჭერდა მხარს საქართველოს განვითარებას და საქართველოს სურვილს, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვხარჯავდით 85-100 მილიონ ევროს სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ თანხის უდიდესი ნაწილი პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცემოდა და დაახლოებით 50 პროცენტი მიმართული იყო პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისკენ.

„დიდი ნაწილი გადაეცემოდა ჩვენს განმახორციელებელ პარტნიორებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროსთან მუშაობენ. მხოლოდ მცირე ნაწილი გადაეცემოდა სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს. საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება. ასე რომ ფული, რომელიც პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და საქართველოს სამინისტროებში მიდიოდა, შეჩერდება და ვცდილობთ, რომ სულ მცირე ამ ფულის ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად გადავამისამართოთ“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, არსებობს ბევრი სხვადასხვა პროექტი და დიდი თანხა იხარჯება სხვადასხვა აქტივობებზე, განსაკუთრებით მათზე, რომელიც ფოკუსირებულია რეგიონებზე, ადგილობრივი თემების მდგრადობაზე, გარემოს დაცვაზე, თანასწორობაზე, განათლებაზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას, ჩვენ ამას ვახორციელებთ ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ასევე, ჩვენი წევრი სახელმწიფოებიდან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას და ვიცი, რომ განსაკუთრებით ახლა, USAID-ის გადაწყვეტილების კონტექსტში, შეუჩეროს დაფინანსება 3 თვით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკიდურესად ღირებულ სამუშაოს ახორციელებს ადგილობრივი თემებისთვის, მათ ეს დახმარება სჭირდებათ და ამიტომ ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი დახმარება იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ბევრი ეს სამოქალაქო ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია რთულ მდგომარეობაშია კანონმდებლობის, ნარატივების, დაშინების გამო, მაგრამ ჩვენ, ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს საქართველოში“, – აღნიშნა ელჩმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – რა თქმა უნდა, ომის შეჩერება მინდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა გარანტიებით უნდა მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას ცოცხალი ძალის დანაკლისი აქვს, ამ დროს კი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე.„თუ შეგიძლიათ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ახლა, გეუბნებით, რომ ისარგებლოთ ამით, რომ შეწყდეს ტყვიების ფრენა. მაგრამ ამბობთ, რომ არ გსურთ ცეცხლის შეწყვეტა“, – განაცხადა ტრამპმა.საპასუხოდ ზელენსკიმ აღნიშნა: „რა თქმა უნდა, მინდა ომის შეჩერება, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა გარანტიებით უნდა მოხდეს“.თეთრ სახლში დონალდ ტრამპს, ჯეი დი ვენსსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მწვავე კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა – შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა.„შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ამ ქვეყნის უპატივცემულობაა“, – განუცხადა ტრამპმა ზელენსკის.ტრამპის თქმით, ზელენსკი „მადლიერი“ უნდა იყოს.უკრაინის ლიდერს „უპატივცემულობაში“ დასდო ბრალი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი“.ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია 2014 წლიდან დაიწყო. ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანეულ მაკრონთან და გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, თუმცა, ამის მიუხედავად, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციაში არაერთი ლიდერი შეიცვალა.დონალდ ტრამპის თქმით, ის არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის მხარეს. ამასთან აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ცუდი რამ თქვას რუსეთის ლიდერზე, შემდეგ კი ტელეფონი აიღოს და ვლადიმერ პუტინს ჰკითხოს, როგორ მიდის სამშვიდობო შეთანხმება, რადგან შეთანხმების მიღწევა ასე არ ხდება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სავსეა პუტინის მიმართ ზიზღით.ამასთან, ტრამპისა და ვენსის გაღიზიანება გამოიწვია ზელენსკის კომენტარმა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დროს პრობლემები ყველას აქვს, თუმცა ისინი ახლა ამას ვერ გრძნობენ, რადგან მათ შორის „ლამაზი ოკეანეა“, თუმცა იგრძნობენ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი ახლა არ არის იმ პოზიციაში, მათ უკარნახოს, რას იგრძნობენ.

ემანუელ მაკრონი ომის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნის გამორიცხვას ევროპის შეცდომას უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ესკალაციის პროვოცირებაც დიდი შეცდომა იქნებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპელების მხრიდან შეცდომა იყო ომის დასაწყისში იმის გამორიცხვა, რომ უკრაინაში ჯარები გაეგზავნათ, თუმცა მაკრონმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ესკალაციის პროვოცირება დიდი შეცდომა იქნებოდა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპის სტრატეგიამ არ იმუშავა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ნატო ამ პერიოდში ორი ქვეყნით გაფართოვდა.„სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს, რომ საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა მოლაპარაკება აწარმოონ გრძელვადიან მშვიდობაზე“, – აღნიშნა მაკრონმა.მაკრონის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება თუ მიღწეული იქნება, ევროპას მოუწევს, უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა

კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ დამდგარი შედეგების შესახებ წერს, რაც ომმა უკრაინას მოუტანა.მისი თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ “ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა”.მისივე თქმით, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთმა ადმინისტრაციამ ომის გაჩაღება წაახალისა, მეორემ კი გაჩაღებული ომის შედეგად ვალები დაუთვალა და ხარჯებს პროცენტებთან ერთად ახდევინებს. ხოლო მალე კაპიტულაციაზეც მოაწერინებენ ხელს.„უკრაინის ომის შედეგი: ასი ათასობით მოკლული ადამიანი, ასი ათასობით მძიმედ დაჭრილი და დასახიჩრებული, მორალურად და ფსიქოლოგიურად განადგურებული ოჯახები და ქვეყნის მოსახლეობა, დანგრეული ქალაქები, სამუდამოდ განადგურებული ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა (ჰესები, ბუნებრივი აირის საცავები და ასე შემდეგ), დაკარგული ტერიტორიები, აღარც ნატო, აღარც ევროკავშირი და შედეგად კიდევ 20 მილიარდი დოლარის (ეს დასაწყისია) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამერიკელებმა აიღეს კონტროლი უკრაინის იშვიათ ბუნებრივ რესურსებზე ( ამ დღეებში მოეწერება ხელი).საინტერესოა, შემდეგ ვინ დაუთვლის 20 მილიარდის წიაღისეული მოიპოვეს თუ 300 მილიარდის?! იმედია, იმის ილუზია არავის აქვს, რომ ამერიკულ კომპანიებს უკრაინაში ვერავინ გააკონტროლებს.და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთმა უჭკუო, გამყიდველმა და უცხო ქვეყნის აგენტმა გადაწყვიტა გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და საკუთარი თავი მსოფლიოს ერთ-ერთ მმართველად და ლიდერად წარმოიდგინა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ერთმა ადმინისტრაციამ ომის გაჩაღება წაახალისა, მეორემ კი გაჩაღებული ომის შედეგად ვალები დაუთვალა და ხარჯებს პროცენტებთან ერთად ახდევინებს. ხოლო მალე კაპიტულაციაზეც მოაწერინებენ ხელს. ასე იცის როცა შენი ქვეყანა არ გიყვარს და სხვის დაკრულზე ცეკვავ. თავად მას და მის გარემოცვას რა ბედი ელით, ეს კიდევ სხვა ტრაგედიაა. დასკვნა ერთია: ემსახურე მხოლოდ შენს ქვეყანას!“, – წერს კახიშვილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების შექმნის მიზნით

სტიქიის ზონაში რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად ევროკავშირმა აამოქმედა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.წარმომადგენლობის ინფორმაციით, „კოპერნიკი“ ხელს შეუწყობს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებას.„დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში ბევრი ადგილობრივი ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც მათ მძიმე პირობები შეუქმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად. სატელიტური გამოსახულების და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, „კოპერნიკი“ დაეხმარება მათ შეაფასოს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი. ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ბოლო სიახლეები