საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამიტზე სიტყვით გამოვა და მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები ტრადიციულად მასპინძლობს მსოფლიო მთავრობათა სამიტს, რომელიც თებერვლის დასაწყისში იმართება. საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები, ასევე, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გავმართოთ როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობების წარმომადგენლებთან, სადაც მათ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ვისაუბრებთ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ.
მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.

