საზოგადოებაში გაბნეულია ბრაზი, ამიტომ მისი აკუმულირებისა და მიზნისკენ მიმართვისთვის საზოგადოებაში აქტიური ადამიანების რეესტრის შექმნაა საჭირო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ავხსნი, რასაც პაატა ბურჭულაძე საუბრობდა. ამ პროტესტმა დაანახა, რომ საზოგადოებაში ბრაზი არის გაბნეული. ის , რომ ახლა 3 000 ადამიანი გამოდის, არ ნიშნავს იმას, რომ 200 000 ადამიანი, რომელიც გამოდიოდა არ თანაუგრძნობს ამას. საუბარი იყო იმაზე, რომ ამ „გაბნეულ პროტესტს“ რაღაც მიზანი მივცეთ და ამის კარგი საშუალება იქნება თუ თქვენ შეძლებთ საზოგადოებასთან ერთად რაღაც ისეთის შეთავაზებას …
ერთ-ერთი ქმედება, რაც განხილული იყო არის, რომ მარტო თბილისში არ არის ნეგატიური მუხტი და ბრაზი, რეგიონებშიც არის, ამის აკუმულაცია მათ შორის, რეგიონებშიც გავაკეთოთ. ხალხი, ვინც მზად არის აქტიური ბრძოლისთვის რეესტრი გავაჩინოთ, რომ კონკრეტულ დღეს შევძლოთ ამ ხალხის კონკრეტულ აქციაზე მოხმობა. საქართველოს ვისაც აინტერესებს, იმ ხალხის გაერთიანება და კონკრეტულ დღეს, კონკრეტული პროტესტის დაფიქსირება შევძლოთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.