პაატა მანჯგალაძე: „ძალა ერთობაშია“ – რომელ საუკუნეში თქვეს?! სკოლაში რომ შევედი, მე-2 კლასში მასწავლეს

Read Time:32 Second

თუ ოპოზიციაში ერთობა არ გამოვიდა, გამიხარდება შეიქმნას 3-4 ცენტრი, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს, რადგან ეს არის „ქართული ოცნების“ ინტერესებზე წყლის დასხმა, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

„ძალა ერთობაშია“ – რომელ საუკუნეში თქვეს?! სკოლაში რომ შევედი, მე-2 კლასში მასწავლეს. ისტორიიდან, როცა ერთად შევძელით დადგომა, ყოველთვის ვიმარჯვებდით. მაშინ, როდესაც თან ერთმანეთს ვებრძოდით და თან მტერს ძალიან გვიჭირდა. რას ნიშნავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არ დავდგებით? კოალიციურ მთავრობაში არ დადგებიან ჩვენთან ერთად?

სინამდვილეში, საჭიროა ვიწრო პარტიულ და ადამიანურ ეგოებზე უარის თქმა. ჩვენ ვრჩებით ერთიანობის მომხრეებად. სხვა პარტიები შემოგვიერთდებიან თუ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას, რადგან რეჟიმი არის გაკოტრებული“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ქართული მიდგომები წარადგინა
Next post იენს სტოლტენბერგი – უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან