კვირა, მარტი 16, 2025

პაატა მანჯგალაძე – ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება, გამარჯვებისთვის უკეთესი იქნებოდა ერთიანობა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანობის მხარდამჭერებად ვრჩებით, კოორდინაცია კარგია, მაგრამ ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენებაა საჭირო.

„ერთ მხარეს არიან „ქოცები“ და მეორე მხარეს საქართველოს პატრიოტები. ჩვენ ასეთ ერთიანობას ვუჭერთ მხარს, თუმცა რა თქმა უნდა, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. კოორდინაცია ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტია თავისი ბრენდით, სახელით, პოზიციონირებს, მაგრამ კოორდინაციაში არიან რაღაც საკითხებში ერთმანეთში. არის რაღაც საკითხები, რაშიც შეიძლება, კოორდინაცია არ იყოს. ბევრი საკითხია, მაგალითად საერთო ბრიფინგის ჩატარება, რაღაც საკითხზე ან ერთიანად განცხადების გავრცელება, არიან პარტიები, რომელიც ამას არ ეთანხმებიან. ამიტომ, კოორდინაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამარჯვებისთვის უკეთესი იქნებოდა ერთიანობა. ერთიანობაში ვგულისხმობ, რომ ჩვენ და ისინი, ანუ „ქართული ოცნება“ და ყველა პარტია, რომელიც არის პროქართული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ვამზადებ ძლიერ კოორდიანაციას, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნესლიჰანის და ქადირის პირველი ფოტო პატარა აზიზთან ერთად

ნესლიჰან ათაგიული და ქადირ დოღულუ 8-წლიანი ლოდინის შემდეგ მშობლები გახდნენ.როგორც ცნობილია, წყვილს ვაჟი ეყოლა.ერთადერთი ინფორმაცია რაც ვრცელდება არის ის რომ ნესლიჰანის და მისი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და მშობლები მალე გააკეთებენ განცხადებას შვილის დაბადების შესახებ.ჯერ-ჯერობით უცნობია რა დაარქვეს ბიჭს.

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მართოს

არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას.„მაგალითად სატრანზიტო დერეფანი აკონტროლოს არა მათ, ვინ საქართველოს ხელისუფლებაშია, არამედ მათ, ვინც ამ ხელისუფლებას შეცვლის და მოიყვანს მაგალითად, ალეკო ელისაშვილს, როდესაც რასაც ეტყვი იმას გააკეთებს. ვის აინტერესებს, საქართველო იქნება თუ არ იქნება დედამიწაზე.ახალა მიდის მცდელობა, რომ როგორმე მთელი საზოგადოება, ვინც ხელისუფლებას დაუჭირა მხარი, წარმოაჩინონ როგორც ცხვრის ფარა საერთაშორისო თანამეგობრობის, პოლიტიკოსების, არა პოლიტიკოსების თუ საზოგადოებების თვალში. დღეს თუ ვინმე გადმოხედავს საქართველოს ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელიც მოშორებულია ჩვენს ქვეყანას, წარმოიდგენს, რომ საქართველოში არის ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომლებსაც თუ მიუტან ორ კილოგრამ კარტოფილს და მოგცემენ ხმას, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ლევან ხაბეიშვილი – რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს, ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით, კოალიციური ხელისუფლება როგორ...

რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, რა ლიდერები, რა პარტიები, რა ბანერები აგიტყდათ. წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს და ეს უცხოელებიც გვიყურებენ, შიგნით ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით, აბა მაშინ კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო? , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოება დაიღალა და საჭიროა მეტი კოორდინაცია. ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ლიდერობა საქმით უნდა დამტკიცდეს და მთავარი ამოცანაა, სწორედ ხალხთან იყოს ყველაზე მეტი კოორდინირება.„მართლა დაიღალა საზოგადოება. ერთიანობა, ერთიანობა ვიძახით, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, რაღაც ეგოები ვერ დაიკმაყოფილა ვერავინ – მე უფრო მაგარი ვარ, მე ლიდერი ვარ, ჩემი ბანერი მინდა, ჩემი ნომერი მინდა. დავკარგეთ ქვეყანა, რუსული ხელისუფლება, კაგებეს აგენტურაა დღეს ხელისუფლებაში, ხალხს თავპირს ალეწავენ, უამრავი ადამიანი ციხეშია და ვიღაცების ეგოს უნდა გადაყვეს ეს ქვეყანა. მათ შორის მე მილიონჯერ თავს ვიკავებდი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რადგან ერთობა მნიშვნელოვანია, არ დავაზიანოთ. ახლა გამოვიდა და ერთიანობა ყოფილა ცუდი, თურმე დაქსაქსულობა ყოფილა კარგი. თურმე ერთიანობა ყოფილა „შემოგდებული“ თემა, დაქსაქსულობა ყოფილა ქვეყნის, ხალხის მოთხოვნა. მართლა რა სისულელეა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. ამიტომ არ მაინტერესებს, სალომე იქნება, გრიშა იქნება, თუ ანზორი იქნება, არავიზე არ ვაპირებ თავდასხმას, მაგრამ ხალხი მართლა დაიღალა. პარტიის თავმჯდომარეობა, რაღაცა ლიდერობა –  ბიჭო, რით ვერ გამოვიდნენ, მიუღებელია, გულწრფელად ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში 25 000 ხმა ავიღე, თანამდებობა როცა საჭირო იყო პირობითად და ვფიქრობდი, საქმეს, ერთიანობასაც, რაღაცას ასე გამოადგებოდა, რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, რა ლიდერები, რა პარტიები, რა ბანერები აგიტყდათ და ათასი სისულელე. მერე ერთმანეთთან ვერ ლაპარაკობენ. წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს და ეს უცხოელებიც გვიყურებენ, შიგნით ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით პირობითად, აბა, მაშინ კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო? უფრო მეტი კოორდინაციაა საჭირო, ყველა ლაპარაკობს ერთიანობა საჭიროაო, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. გამოდიან შემდეგ და აი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“, ტოლობის ნიშანს სვამენ, აი „ნაცი“ და აი „ქოცი“ – მართლა არაფერი არ შეგეშალოთ, ბიჭო, „ნაციონალს“ რომ გეუბნებიან, ეგ არის თქვენთვის დიდი თაყვანისცემა მართლა. ვიღაცებს რომ „ნაციონალებს“ გეძახიან, ორი დღეა, ოპოზიციაში მოხვედი და იმის მეასედი არ გაგივლიათ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუვლია. ხო, „ნაციონალური მოძრაობა“ ვარ მე, კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც ვარ, მხარდამჭერიც ვარ, რადგან ევროპული პარტიაა, ქართული, პატრიოტული პარტიაა, იმიტომ, რომ ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებები გვაქვს, იმიტომ, რომ კონსერვატიული მიდგომები გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. რა სიგიჟეა მართლა და აუ, იცი რა, მე „ნაციონალი“ არ ვარ და მერე სტატუსებს წერენ, მიშას თურმე ვიღაც უნდა მივუსვათ გვერდზე. გახარიამ თვალები დაგგვლიჯა და ის ბავშვები სადმე კიარ წასულან, თვალი არ აქვს ადამიანს და პასუხისმგებლობა არ უნდა, პოლიტიკური ამნისტია გამოიცხადეს პარლამენტში, წინასწარ მოიმთავრა გახარიამ და ვიღაცებმა საქმე. ეგრე არ არის, ძმებო რა, ჩვენ რომ რაღაცებზე გავჩუმდით, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ეროვნული პარტია.ყველა დღე ვრწმუნდები ამაში. ყველაზე ნაკლებს ვლანძღავთ სხვას, სულ ვლაპარაკობთ ერთიანობაზე და შემდეგ ესენი იპრანჭებიან, რომ იცი, რა „ნაცებთან“ არა. რა „ნაცებთან“ არა, ბიჭო, 2013 წლის შემდეგ ჩვენ რომ გავიარეთ, ჩემმა პარტიის წევრებმა რომ გაიარეს, 10 000 კაცი რომ დაიბარეს პროკურატურაში, დევნა, ოფისები დაურბიეს ლანჩხუთში, ქუთაისში, ზესტაფონში, თბილისში. ჩვენი ხალხი არის ყველაზე მებრძოლი ხალხი, ყველაზე თავმდაბალი ხალხი და ვიღაცები დგანან, ორი დღის ოპოზიციაში მოსულები, სალომე ზურაბიშვილის გულისთვის ია კერზაია არ მოკლეს ზუგდიდში? თუ დაგვავიწყდა და არაფერზე უნდა ვილაპარაკოთ? ყველაფერს აქვს საზღვარი. ქვეყანას ვკარგავთ, თქვენი ბანერები, ბრენდები და ლიდერი ვარ – თუ ლიდერები ხართ, მაშინ საქმით გვანახეთ, ჩემთვის მთავარი ამოცანაა, ხალხთან იყოს ყველაზე მეტი კოორდინირება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ფეხბურთის ლეგენდის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე – გასამართლდებიან თუ არა ექიმები მარადონას განზრახ მკვლელობისთვის და რა გახდა მისი გარდაცვალების რეალურ მიზეზად

არგენტინა, ბუენოს-აირესი - ამ ქალაქში, სადაც ყველგან ფეხბურთის სუნია, ახლა ყველა ლეგენდარული ფეხბურთელის, მათი ღმერთის გარდაცვალების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.2020 წლის 25 ნოემბერს დიეგო არმანდო მარადონა გულის შეტევით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. არგენტინის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.მარადონას გარდაცვალების მიზეზი დღემდე ბურუსით არის მოცული.სიკვდილამდე ორი კვირით ადრე 60 წლის მარადონას კანქვეშა ჰემატომის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარადონას ქალიშვილებმა ეჭვი შეიტანეს მამისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასა და ექიმის კვალიფიკაციაში. ლეოპოლდო ლუკეს კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. თავად ექიმმა განაცხადა, რომ დიეგო მარადონას გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.დიეგო მარადონამ კლინიკა 12 ნოემბერს დატოვა და მკურნალობას სახლში განაგრძობდა. ექიმის ინფორმაციით, მარადონას რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანა სჭირდებოდა, რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა.ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი გასულ კვირას დაიწყო. სამედიცინო სფეროს 7 წარმომადგენელს ბრალად ედება დაუდევრობა, რამაც, შესაძლოა, ფეხბურთელის სიკვდილი გამოიწვია.პროკურორი პატრისიო ფერარი დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა. სხდომა ბუენოს აირესის გარეუბან სან-ისიდროში გაიმართა. ისაუბრა მტკიცებულებებზეც. ჩატარებულმა სისხლისა და შარდის ტესტებმა აჩვენა, რომ მარადონას აძლევდნენ რეცეპტით გამოწერილი წამლების კოქტეილს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, პანიკის შეტევებისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ WhatsApp-ში იპოვეს შეტყობინება, სადაც მისი მკურნალი ექიმი ლეოპოლდო ლუკე წერდა: "ეს მსუქანი კაცი მალე მოკვდება."ბრალდებულთა შორის არიან მარადონას ნეიროქირურგი და პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ორი ექიმი, ორი ექთანი და მათი უფროსი. ყველა მათგანმა უარყო პასუხისმგებლობა ფეხბურთელის გარდაცვალებაზე. პროცესზე მარადონას ქალიშვილებმა ისიც თქვეს, რომ ექიმები ფეხბურთელს ცხოველებივით ეპყრობოდნენ. თუ ფეხბურთელი მკურნალი ექიმები დამნაშავედ ცნეს, მათ 25-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ივლისამდე გაგრძელდება.პროცესების პარალელურად, არეულობა იყო არგენტინაში. ლეგენდის თაყვანისმცემლები ქუჩებში გავიდნენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.მანამდე კი იყო მთელი ეპოქა, რომელიც დიეგო მარადონამ შექმნა - ბიჭი ბურთით, რომელიც ბუენოს-აირესის ერთ-ერთ სტადიონზე ვარჯიშობს, წლების მერე თავს მთელ მსოფლიოს გააცნობს და ლეგენდარული ფეხბურთელი გახდება. ამ არგენტინელ ბიჭთან ერთად დაიბადება ფეხბურთი და ფეხბურთის ღმერთიც, რომელიც სამყაროს ბურთს შეაყვარებს.8 წლის ასაკში ბავშვთა მწვრთნელმა აღმოაჩინა, როდესაც თავისი უბნის გუნდში, "ესტრელა როხაში" თამაშობდა. მალევე "ლოს სებოლიტასში" ჩაირიცხა, "არხენტინოს ჯუნიორსის" ბავშვთა გუნდში. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მწვრთნელებმა მისი ასაკი ვერ დაიჯერეს. უკვე 12 წლის ასაკში მაყურებელს თავისი ოსტატობით აოცებდა. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.დიეგო არმანდო მარადონა ბუენოს-აირესის გარეუბანში დაიბადა. იზრდებოდა ღარიბ ოჯახში, რომელიც ჯერ კიდევ მის დაბადებამდე კორიენტესის პროვინციიდან ჩამოვიდა. ოჯახში მეოთხე შვილი და პირველი ვაჟიშვილი იყო.1971 წელს მისი გვარი გაზეთის ფურცლებზე პირველად მოხვდა. პირველი ოფიციალური შეხვედრა 16 წლისამ ჩაატარა. არხენტინო ხუნიორსის რიგებში მან ორი გოლი გაიტანა, ამ შეხვედრამ კი მთელი არგენტინა პატარა ფენომენზე აალაპარაკა.1978 წელს არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, თუმცა იმ დროს მარადონა ნაკრებს მიღმა დარჩა. ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძალიან განიცადა. არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.პირველი კლუბი "ბარსელონა" იყო, თუმცა დიეგოს კატალონიურ კარიერას წერტილი დაპირისპირების შემდეგ დაესვა.მერე იყო "ბოკა ხუნიორსი," მისი საყვარელი კლუბი.მარადონას საფეხბურთო თავგადასავალი "ნეაპოლში" გაგრძელდა, სადაც დიეგო არმანდო მარადონა 80-იან წლებში ჩადის. მარადონას ვარსკვლავური ერა აქედან იწყება.დიეგო მარადონამ ბოლოს "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონობა 1990 წელს მოაგებინა, 33 წლის შემდეგ კი ეს მხოლოდ ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, როგორც მას ნეაპოლში ეძახიან- კვარადონამ შეძლო.1986 წელს მექსიკაში რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ინგლისის ნაკრებისთვის ხელით გატანილ ამ გოლს, რომელიც მსაჯს გამორჩა, თავად უწოდა ღმერთის ხელით გატანილი გოლი. ამ შეხვედრაში გატანილი მისი მეორე ბურთი მეოცე საუკუნის საუკეთესო გოლად ჩაითვალა. არგენტინამ მსოფლიო თასი მოიპოვა და დიეგოც სამშობლოში ფეხბურთის ღმერთად გადაიქცა.1991 წლის მარტში იტალიის ჩემპიონატის დროს მარადონამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა. მას სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს. ფეხბურთის ფედერაციამ მცირე ხნით მას მინდორზე გასვლაც აუკრძალა. დისკვალიფიკაციის შემდეგ, მარადონა ნეაპოლში აღარ გაჩერდა. ის ესპანურ "სევილიაში" გადავიდა. ბოლოს ისევ არგენტინას დაუბრუნდა. 1997 წელს კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ისევ თავის საყვარელ გუნდში.ფეხბურთთან სამუდამო განშორება გაუჭირდა და მწვრთნელი გახდა.დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი - მე დიეგო. მარადონა არაორდინალური პიროვნება იყო.მეგობრობდა კუბის კომუნისტ ლიდერთან ფიდელ კასტროსთან და ვენესუელის მმართველთან უგო ჩავესთან, მოხიბლული იყო სოციალიზმის იდეებით. მისი ცხოვრება ქაოსით იყო მოცული და ხშირად სკანდალურ ამებებშიც ეხვეოდა. მას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამოც მკურნალობდნენ.მარადონა რელიგიადაც გადაიქცა. მას აქ, არგენტინაში ამ დრომდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ქალაქ როსარიოში მარადონას ეკლესიაც კი გაუხსნეს.არგენტინაში ახლა დიდიც და პატარაც ხმაურიანი სასამართლო პროცესების დასრულების მოლოდინშია. მარადონას სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ყველა ელოდება, რომ გაიგოს ემსხვერპლა თუ არა ექიმების დაუდევრობას კაცი, რომელიც მსოფლიომ სამუდამოდ შეიყვარა.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ ამ კვირაში ისაუბრებენ

აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგას სავარაუდოდ ამ კვირაში ესაუბრება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა „სიენენთან“ განაცხადა.„ვფიქრობ, ორ პრეზიდენტს ექნება ნამდვილად კარგი და პოზიტიური საუბარი ამ კვირაში“, – აღნიშნა უიტკოფმა.ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე კვირაში იქნება მიღწეული.უიტკოფმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელსაც გადაწყვეტაზე ორიენტირებული დისკუსია უწოდა. თუმცა, შეხვედრის დეტალებზე და პუტინის პირობებზე საუბრისგან თავი შეიკავა. უიტკოფმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებული რეგიონები იქნება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ნაწილი.

ბოლო სიახლეები