„ქართული ოცნება“ თუ გულწრფელია და მართლა უნდა ინკლუზიური და ჩართული პროცესი იყოს, არსებული პრაქტიკა, რომლითაც მოხდა წინა ორი სახალხო დამცველი შერჩევა, არ უნდა შევცვალოთ, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა“ პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„მაგრამ თუ ფსევდოდემოკრატიული მექანიზმებით ისევ ვცვლით არჩევის წესს და ფსევდო ენჯეოს აქვს შესაძლებლობა დაასახელოს კანდიდატი, შემდეგ ვითომ ოპოზიცია ამას წარადგენს და შემდეგ ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს წარადგენს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.