0 0
Read Time:42 Second

 არანაირი დეოლიგარქიზაცია „ქართული ოცნების“ პირობებში არ იქნება, არანაირ ანტიდასავლურ რიტორიკაზე „ქართული ოცნება“ უარს არ იტყვის, არანაირი საგარეო კურსი ევროპასთან თანხვედრაში არ მოვა, არანაირი ანტიკორუფციული ღონისძიებები „ქართულ ოცნებაში“ არ მოხდება, უფრო მეტიც, არანაირი მურუსიძის სასამართლოს რეფორმა არ მოხდება. ამიტომ ნუ შევიქმნით ილუზიას! – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ჩვენ არანაირი ილუზია არ უნდა შევიქმნათ, არანაირ დეოლიგარქიზაციას ოლიგარქი არ მოახდენს. ეს არის იმიტაცია რაღაც პროცესის და სამწუხაროა, რომ ჩვენ მომავალი 6 თვე უნდა დავხარჯოთ ამ იმიტაციაში, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში გვყავს „ქართული ოცნება“. არანაირი დეოლიგარქიზაცია „ქართული ოცნების“ პირობებში არ იქნება, არანაირ ანტიდასავლურ რიტორიკაზე „ქართული ოცნება“ უარს არ იტყვის, არანაირი საგარეო კურსი ევროპასთან თანხვედრაში არ მოვა, არანაირი ანტიკორუფციული ღონისძიებები „ქართულ ოცნებაში“ არ მოხდება, უფრო მეტიც, არანაირი მურუსიძის სასამართლოს რეფორმა არ მოხდება. ამიტომ ნუ შევიქმნით ილუზიას! კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ პროცესებზე თვალის დახუჭვა ნიშნავს, რომ ვერ დაინახო სპილო ოთახში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები