ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025

პაატა იმნაძის რეკომენდაცია ცხელ დღეებთან დაკავშირებით

მოვუწოდებ მოსახლეობას, მაღალი ტემპერატურის დროს თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, წყალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძე, მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს.

„ზაფხულის ცხელ დღეებში თავი შევიკავოთ გარეთ ყოფნისგან. ვეცადოთ, ვიყოთ მაქსიმალურად ჩრდილში. ასევე, ვატაროთ ღია ფერის ტანსაცმელი, რათა ქსოვილი გამტარი იყოს. ასევე, ძალიან კარგია დიდი რაოდენობით სითხის – წყლის მიღება. თუ გვინდა, სახლში სიგრილე შევინარჩუნოთ, უნდა გავაღოთ ფანჯრები და გადავწიოთ ფარდები, რათა მზის სხივები ნაკლებად შემოვიდეს. ასევე, კარგია სველი პირსახოცის ჩამოკიდება, იგი ატენიანებს ჰაერს და შველის ტემპერატურის დაწევას. თუ ტემპერატურა 35 გრადუსზე მეტია, ვენტილატორი არ შველის. ვისაც, კონდიცირების საშუალება არ აქვს, შეუძლია, საზოგადოებრივი სივრცეებით ისარგებლოს. ასევე, აუცილებელია ღამე ფანჯრების გაღება, როდესაც შედარებით სიგრილეა, რათა მაქსიმალურად განიავდეს საცხოვრებელი სივრცე. ორგანიზმს გაგრილებაში სველი პირსახოციც ეხმარება. მაღალი ტემპერატურის დროს, ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ მივიღოთ დიდი ოდენობის საკვები და მოვერიდოთ ცილას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე – რა ხდება ადგილზე

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.პირველადი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და ქობულეთის რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ პირველადი გადაუდებელი დახმარება უტარდებათ.ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.შსს-ს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.ფოტო: „აჭარის მაუწყებელი“

აიათოლა ალი ხამენეი – ამერიკული ბაზა, რომელსაც ირანი დაესხა თავს, ძალიან მგრძნობიარე რეგიონალური ბაზა იყო, ირანს შეუძლია, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და...

ირანი მზადაა, ნებისმიერ ახალ სამხედრო თავდასხმას უპასუხოს, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.მისი თქმით, თეირანი შეძლებს მოწინააღმდეგეებისთვის უფრო დიდი დარტყმის მიყენებას, ვიდრე ეს 12-დღიანი ირან-ისრაელის ომის დროს მოხდა.„ამერიკული ბაზა, რომელსაც ირანი დაესხა თავს, ძალიან მგრძნობიარე რეგიონალური ბაზა იყო. ირანს შეუძლია, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და სხვებს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.ამასთან, ირანის პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ არ უნდა განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები აშშ-თან, ვიდრე წინაპირობები არ დაკმაყოფილდება.

დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე – ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ...

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას, რეკომენდაციებს შორის მოთხოვნილია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმება და LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.დიმიტრი სამხარაძის თქმით, ევროკომისია პირდაპირ და ღიად ითხოვს პატიოსნებისა და ოჯახის ღირსების გაცვლას გარყვნილებასა და ჰომოსექსუალების გაბატონებაზე. ასევე ქართული ისტორიისა და სულისკვეთების დავიწყებას.„პირდაპირ და ღიად ითხოვენ:პატიოსნება და ოჯახის ღირსება - გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთო!ქართული ადათ-წესები, სულისკვეთება, ჩვენი ისტორია, გმირები და წინაპრები დაივიწყეთ - „ტოლერანტული“ LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო!ქართული ეკლესიის გვერდით დგომა და დაცვა- ავტორიტეტის შელახვით და მისი განადგურებით ჩაანაცვლეთო!მშვიდობა - ომით შეცვალეთო!საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები - ევროპელი ბიუროკრატი, კორუმპირებული პოლიტიკოსების მონებად აქციეთო!ქართველებო, კიდევ დაგრჩათ ვინმეს რამე კითხვა ?“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული თავდასხმების გამო – ახლახან ვესაუბრე მხარეებს, აშშ-ს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს

აშშ შეშფოთებულია ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.რუბიოს თქმით, ახლახან ესაუბრა შესაბამის მხარეებს.„ამ საკითხზე ვმუშაობთ. ახლახან ვესაუბრე შესაბამის მხარეებს ტელეფონით. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ საკითხით და იმედია, დღეს მოგვიანებით გვექნება განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა რუბიომ.რუბიოს თქმით, აშშ-ს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე დაადასტურეს, რომ სირიის დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმების დროს სირიის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა დაბომბეს. სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დამასკოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის ავიაიერიშები სირიაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევის საბოტაჟისკენაა მიმართული

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაიერიშები დამასკოზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმართულია სირიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ძალისხმევის საბოტაჟისკენ.განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სირიას ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ აქვს ისტორიული შანსი, რომ იცხოვროს მშვიდობიანად და მოახდინოს ინტეგრაცია მსოფლიოსთან“.„ყველა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც მხარს უჭერს ამ შესაძლებლობის გამოყენებას, უნდა შეიტანოს წვლილი სირიის ადმინისტრაციის ძალისხმევაში, დაამყაროს მშვიდობა“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.ცნობისთვის, ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ავიაიერიში მიიტანა სირიის თავდაცვის სამინისტროზე. ამასთან, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ იერიში ასევე განხორციელდა სირიის პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.ისრაელი სირიის სამთავრობო ძალებს დრუზების წინააღმდეგ ძალადობაში სდებს ბრალს.სირიაში, კერძოდ სუვეიდას პროვინციაში, დრუზ მებრძოლებსა და ბედუინთა ტომებს შორის სამხედრო დაპირისპირება რამდენიმე დღეა, გრძელდება. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 100 ადამიანი. ამის გამო სირიის მთავრობამ ადგილზე გააგზავნა უსაფრთხოების ძალები.

ბოლო სიახლეები