ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026

პაატა იმნაძე: მახსოვს, მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებთ, კორონავირუსის გავრცელების სხვადასხვა ტალღის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა ეფექტიანობა აჩვენა.

მისივე თქმით, დღესდღეობით ალტერნატული გზა არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და არსებული რეგულაციების სათანადოდ დაცვა.

„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, თურმე ღამე დადიოდა, რადგან ვიდრე შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო გავრცელებლი. აქედან გამომდინარე, ამ შეზღუდვებს მაშინ თავისი აზრი ჰქონდა, როდესსაც ჩვენ არ შეგვეძლო, საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა თავის დაცვის ალეტრენატიული გზები. დღეს ალტერნატული გზა არის პირველ რიგში, ვაქცინა და არსებული რეგულაციების დაცვა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვაქცინაციისა და არსებული რეგულაციების დაცით შეზღუდვები აღარ დავაწესოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალი მოჯანი:ორი რელიგია, ერთი სულიერი მიზანი, სინანული და ღმერთთან დაახლოება – რამაზანისა და დიდმარხვის მნიშვნელობა

,,რამაზანის მარხვას მუსლიმთათვის თითქმის იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც დიდმარხვას მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის; ეს არის პერიოდი სინანულისთვის, შინაგანი მდუმარებისა და ადამიანის ღმერთთან კავშირის აღსადგენად. სულიერი მნიშვნელობით და საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ეს ორი პერიოდი ყველაზე მეტად ჰგავს ერთმანეთს, თუნდაც მუსლიმთა და მართლმადიდებელ ქრისტიანთა მარხვის წესი განსხვავებული იყოს-''ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი  სოციალურ ქსელში წერს.

სახელმწიფო დეპარტამენტი – მხარს აღარ დავუჭერთ, აღარ დავაფინანსებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ინტერესებს, ძირს უთხრიან სუვერენიტეტს, აღარ დავემორჩილებით მათ ბიუროკრატებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას განსაზღვრავს იმის შესახებ, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.სტრატეგიული გეგმის შესავალში ნათქვამია, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი შეერთებული შტატებისა და მსოფლიოში აშშ-ის ადგილის, როლისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება.სტრატეგიული გეგმის პირველ მიზნად აშშ-ის ეროვნული სუვერენიტეტია დასახელებული. დოკუმენტის მიხედვით, ღია საზღვრებისა და გლობალური ინტეგრაციის გეგმამ არ გაამართლა.„აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ამოცანაა, უზრუნველყოს ჩვენი ერის, როგორც თვითმმართველი რესპუბლიკის, უწყვეტი გადარჩენა, რომელიც იცავს ამერიკელების უსაფრთხოებასა და ინტერესებს. დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკის შემქმნელები ვარაუდობდნენ, რომ ღია საზღვრები, გლობალური ინტეგრაცია, მრავალმხრივი ინსტიტუტებისა და შეთანხმებებისადმი პატივისცემა მოიტანდა შედეგებს, რომლებიც კარგი იქნებოდა მსოფლიოსთვის და, შესაბამისად, კარგი იქნებოდა ამერიკისთვის. ეს ექსპერიმენტი ჩაიშალა. ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტისა და ინტერესების ხელახალი პრიორიტეტიზაცია ნიშნავს ჩვენი ვარაუდების გადაფასებას მიგრაციის, გლობალური ჩართულობისა და მრავალმხრივობის მიმართ“, – ნათქვამია სტრატეგიული გეგმის დოკუმენტში.დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციებზეც. დოკუმენტის მიხედვით, ისინი თავიანთ ნამდვილ მიზანს ჩამოშორდნენ.„საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ერების ინტერესების წინსვლისთვის არსებობენ. ისინი არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს ან მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი ავტორიტეტის დამოუკიდებელ წყაროებს. ისინი შორდებიან თავიანთ ნამდვილ მიზანს, როდესაც ქმნიან საკუთარ ამომრჩეველთა ჯგუფებს და ცდილობენ, წინ წაწიონ ისეთი დღის წესრიგი, რომლის დამტკიცება ან უარყოფა არცერთ მოქალაქეს არ შეუძლია. ამერიკის ლიდერების თაობები დარწმუნებული იყვნენ, რომ გლობალური ჩართულობა თავისთავად კარგი იყო და მისი მეშვეობით კავშირი მოიტანდა გლობალურ მშვიდობას, გააუქმებდა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობას. ეს ოცნება არ ახდა და არც ახდება. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ფუჭად ხარჯავდა ჩვენს გავლენას ამ მცდარი იდეების წინ წამოწევით, ამასობაში ჩვენ გვაჯობეს დიდ სახელმწიფოებს შორის რეალურ კონკურენციაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან და ძირს უთხრიან მის სუვერენიტეტს.დოკუმენტის თანახმად, „ამის ნაცვლად, დეპარტამენტი ყურადღებას გაამახვილებს ამერიკული გავლენის გაზრდაზე და რეფორმების განხორციელებაზე იმ ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე“.„დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს ან მხარს დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამერიკის ინტერესებს, ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს. აღარ დავემორჩილებით მათ მიერ არჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს. არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ, რომლებიც ამერიკელებისა და პარტნიორი ქვეყნების, მაგალითად, ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.ამის ნაცვლად, ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკული გავლენის გაზრდაზე და იმ ორგანიზაციებში რეფორმების განხორციელებაზე, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე, განსაკუთრებით სტანდარტების დამდგენი ორგანოების, ხოლო რეალურ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს. ამერიკის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო ორგანიზაციებს იყენებენ გლობალური წესრიგისთვის ძირის გამოთხრისთვის ან ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული დაფინანსების მოსაპოვებლად. ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის ლიდერობას, რათა სასარგებლო ორგანოები დაუბრუნდნენ თავდაპირველ მიზნებს, ანუ შექმნან კოალიციები, რომლებიც ნათლად და კონკრეტულად ემსახურებიან ჩვენი ეროვნული ინტერესების წინსვლას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ირაკლი კობახიძე – საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ერთ წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები

საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ერთ წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები.„ჩვენი უხეში გაანგარიშებით და მინდა, გითხრათ, რომ გააქტიურებულია მიგრაციის დეპარტამენტის მუშაობა და ჩვენ, სავარაუდოდ, დაახლოებით ერთ თვეში, მაქსიმუმ აპრილში გვექნება დაზუსტებული მონაცემები არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში შეადგენს, დაახლოებით, 20 000-ს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაახლოებით, ორ თვეში მაქსიმუმ გვექნება დაზუსტებული მონაცემები. 107 000+20 000 – ეს არის მთლიანობაში 127 000, ამას ემატება, დაახლოებით 125 000-მდე უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბინადრობის და ნებართვის გარეშე იმყოფება საქართველოში. რჩება, დაახლოებით, 100 000 მიგრანტი ამის მიღმა. საიდან მოდის ეს მაჩვენებელი – საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ერთ წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, ერთის გამოკლებით, სარგებლობს ამ პრივილეგიით საქართველოში, არა მარტო ევროკავშირის, არამედ ევროპის ყველა ქვეყანაზეა საუბარი. ამ პრივილეგიით სარგებლობს ასევე შუა აზიის ყველა ქვეყანა და ე.წ. ყურის ყველა ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს, ვუსურვებ მხნეობას და დღეგრძელობას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.როგორც საქართველოს პრეზიდენტი წერს, დაბადების დღეს ულოცავს ქვეყნის გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს.„ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების 70 წლის იუბილეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას თქვენს ოჯახთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ტატა ხვედელიანი – ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ გაყიდვების მენეჯერის სტატუსი სარფიანად მოირგო, პარლამენტში კი ამ იმიჯის ჩამოსარეცხად მოვიდა

ჩვენთვის ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ გაყიდვების სარფიანი მენეჯერია, რომელსაც ეს იმიჯი მოუხდა კიდეც, თუმცა ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვერცხის ფასთან დამარცხებულია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ მიგრაცია საქართველოში პრობლემაა, თუმცა მათი პოლიტიკა არაეფექტურია.„ირაკლი კობახიძის პარლამენტში მოსვლის მიზანი პიარია. მან ძალიან სარფიანად მოირგო „იგლ ჰილსის“ გაყიდვების მენეჯერის სტატუსი. შესაბამისად, პარლამენტში ამ იმიჯის ჩამოსარეცხად იმყოფება. „ოცნებამ“ დაინახა, რომ მიგრაცია პრობლემას წარმოადგენს, რადგან ისინი რეაგირებენ. რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკა არაეფექტურია. რატომ გარბის საქართველოდან ამდენი ქართველი და რა მოცემულობა შექმნა ამისთვის „ოცნებამ“? შრომით ბაზარზე ქართველების ადგილს უცხოელები იკავებენ და ქართველ ადამიანს საშუალება არ აქვს, რომ პროფესიულად რეალიზდეს. ჩვენთვის ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ გაყიდვების სარფიანი მენეჯერია, რომელსაც ეს იმიჯი მოუხდა კიდეც, თუმცა ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვერცხის ფასთან დამარცხებულია“, – აღნიშნა ხვედელიანმა.

ბოლო სიახლეები