სამშაბათი, მარტი 17, 2026

პაატა იმნაძემ ის გვერდითი მოვლენები დაასახელა, რომლებიც კოვიდზე აცრის შემდეგ განუვითარდა

„რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს, მე, მაგალითად, გვერდითი მოვლენის სახით მქონდა მკლავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება მხოლოდ მეორე დღეს და მეორე დღის საღამოს – სახსრის ტკივილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სააკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ვაქცინაციის უკუჩვენებებთან დაკავშირებით განაცხადა.

იმნაძის ინფორმაციით, აცრილთა შორის დაფიქსირდა ალერგიული რეაქციის ერთი შემთხვევა, ექიმთა ნაწილს, კი ვაქცინაციის შემდეგ 39 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა, „აბსოლუტურად ნორმალურია“.

„ნუ ვიჩქარებთ! ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი თავის ადგილას იქნება, მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი თქვენი თანდასწრებით მოხდება, ასე რომ, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება.

რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს. მე, მაგალითად, გვერდითი მოვლენის სახით მქონდა მკლავის ტკივილი, დღესაც მაქვს შენარჩუნებული, მქონდა დაღლილობის შეგრძნება მხოლოდ მეორე დღეს და მეორე დღის საღამოს მქონდა სახსრის ტკივილი, რაც წერია, ყველას რომ აძლევენ მითითებებში. ჩემი რამდენიმე კოლეგა ვიცი, ვისაც ჰქონდა 39 გრადუსი ტემპერატურა აცრის შემდეგ, ესეც ნორმალურია და პარაცეტამოლი არის საჭირო ამ შემთხვევაში.

ალერგიული რეაქციაც გვქონდა უკვე ერთი, საკმაოდ ისეთი ალერგიული რეაქცია იყო. ისეთი რამე არ არსებობს დედამიწაზე, არ არსებობს ვაქცინა, წამალი, რომელსაც რაღაც გვერდითი მოვლენა არ ექნება. აქ ლაპარაკია რისკის, ზიანისა და სარგებლის შეფასებაზე. ყველაფერი შეიძლება იყოს, ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, ზოგი ხშირია, ზოგი უკიდურესად იშვიათია, მაგრამ ყველაფერი ხდება.

ფაქტი არის ერთი – თუ არ ავიცრებით, ეს არის გაცილებით უარესი, ვიდრე თუ ავიცრებით და რისკების შეფასება არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს ექიმებმა უკეთესად უნდა იცოდნენ, ვიდრე სხვებმა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სეიედ ალი მოჯანი-დღეს ტრამპის არმადა ესპანეთის “უძლეველი ფლოტის” ხვედრს იზიარებს: მარტოდმარტო დაცურავს წლებში და ელოდება ირანული რაკეტების ქარიშხალს

,,დღეს ტრამპის არმადა ესპანეთის "უძლეველი ფლოტის" ხვედრს იზიარებს: მარტოდმარტო დაცურავს წლებში და ელოდება ირანული რაკეტების ქარიშხალს-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

პეტერ ფიშერი – ვწუხვარ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.„ვწუხვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო.ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

მიხეილ სარჯველაძე – არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება – რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება,...

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო, რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, მინისტრის თქმით, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება.მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.„მდგომარეობა არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე. ვცდილობთ, გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, კომპეტენტურ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული. იქნებ არსებობდეს, რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. გნებავთ, კონსილიუმი დაარქვით, ან რაც გნებავთ. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები. მათთან კონსულტაციების გავლა ერთ-ერთი რეკომენდაციაა.არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება. უკლებლივ ყველაფერი გაკეთება, რათა დაუყოვნებლივ იყოს ასეთი საჭიროება უზრუნველყოფილი.საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია. ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს.ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით“,- აღნიშნავს სარჯველაძე.ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე – ,,ყაზბეგი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის  რამდენიმე  ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს (საერთო წონით 248,95 გრამი) ნაკეთობები  და ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76 669 ლარი შეადგინა.ერთი  სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  36 322 ლარით დაჯარიმდა.

მეუფე შიო – ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური და იმედი გვაქვს, ასეც იქნება – მოგიწოდებთ ყველას,...

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.„როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

ბოლო სიახლეები