შაბათი, მარტი 29, 2025

პაატა დავითაია – ყველას ვუსვამდი კითხვას, ვინ გასცა კოდორის ხეობიდან გამოყვანის ბრძანება, კომისიის დასკვნაში ასახულია, რომ ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა

ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის, ვინ გასცა ეს ბრძანება. დასკვნაში ასახულია, ვინ გასცა ეს ბრძანება, ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, – ამის შესახებ  „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიამ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დეპუტატ სოზარ სუბარის კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

კომისიის სხდომაზე სოზარ სუბარმა პაატა დავითაიას კითხვით მიმართა: „ამ დღეებში ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც საჯაროდ არაერთხელ უთქვამთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ჯარი შემოსული იყო გვირაბიდან, კოდორის ხეობაზე შეტევა იყო დაწყებული და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა. მსხვერპლის რაოდენობა, რამდენიმე ათეული კაცი, ოთხმოცამდე კაცი სახელდება იმის შემდეგ მოკლული და მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოხდა მათი სათანადო, დროული გაფრთხილება. მსხვერპლი ნაკლები იყო, რადგან იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თვითონ აფრთხილებდნენ ადამიანებს, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი, რომელიც ძალიან აქტიურად ვრეკავდი, განსაკუთრებით კოდორის ხეობაში და ლიახვის ხეობაშიც ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამის გამო გადარჩა. თუ გიცდიათ კომისიის სხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება. რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს ვიცით, რომ, პრაქტიკულად, თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა. ანუ, სავარაუდოდ რაღაც გეგმა არსებობდა. თუ ეს გეგმა არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს?“.

პაატა დავითაიას თქმით, მისთვის პრინციპული საკითხი იყო კოდორის ხეობა.

„რაც შეეხება კოდორის ხეობას, როგორც თქვენთვის არის ახლო ეს ხეობა, კოდორის ხეობა არის გულრითშის რაიონის ნაწილი და ამ რაიონის მაცხოვრებელი ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხი იყო კოდორის ხეობა. რაღაც ნაწილში გრიფით საიდუმლოა, რაღაც ნაწილში არ არის. არ მახსოვს ეს ნაწილები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის. ვინ გასცა ეს ბრძანება. დასკვნაში ასახულია, ვინ გასცა ეს ბრძანება, ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რაც პირდაპირ წერია დასკვნაში. ის მოტივირებული იყო რაღაც ალყის თემიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, კოდორის ხეობა ალყაში მოქცეულიყო ზუგდიდიდან – ვინაიდან ზუგდიდიდან შემოსვლა მოხდა რუსული ჯარების, იქიდან მოხდებოდა ასვლა. ეს არის ჩვენებებში მის მიერ მიცემული. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის პრინციპული იყო ცოდნა, ვინ გასცა ეს ბრძანება. ოთხმა მინისტრმა ვერ გასცა ამას პასუხი, ბატონმა მერაბიშვილმა გასცა პასუხი. რაც შეეხება გაფრთხილების თემებს, ეს რეკომენდაციებში ჩაიწერა, რომ, ასე ვთქვათ, ასეთი რაღაცები აღარ იყო. სამოქალაქო თავდაცვაზეა ლაპარაკი. მაგალითად, მთელი თავი მივუძღვენით ამ თემებს. ეს მოიცავდა ყველა მიმართულებას, არა მარტო კოდორის ხეობაზეა ლაპარაკი, არამედ ლაპარაკია მთლიან მასშტაბზე, საქართველოს მასშტაბზე“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

18 წლის ქართველი მეკარე ბელგიურ კლუბში ჩაირიცხა – გიორგი ყავლაშვილი „უნიონ სენტ-ჟილეში“ ითამაშებს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე გიორგი ყავლაშვილი კარიერას ბელგიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან „უნიონ სენტ-ჟილეში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.„გიორგი ყავლაშვილმა „უნიონ სენტ-ჟილესთან“ კონტრაქტი გააფორმა. ეს ბელგიაში დაბადებული ქართველი მეკარისთვის პირველი პროფესიული ხელშეკრულებაა. 18 წლის ყავლაშვილი ახალ კლუბში გადასვლამდე „ვესტერლოსა“ და „ანტვერპენის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი – ყავლაშვილი გუნდის მეოთხე მეკარე იქნება. მოგესალმებით, გიორგი“, – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გიორგი ყავლაშვილი ქართველი ემიგრანტების ოჯახშია გაზრდილი, მან საფეხბურთო კარიერა ბელგიაში დაიწყო. თამაშობდა საქართველოს 17-წლამდელების ნაკრებში, ამჟამად კი 19-წლამდელთა გუნდის წევრია.

პრემიერი: ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და მუსლიმ თემთან ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანაა, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ნამდვილად სამაგალითო თანაცხოვრება და ერთად ვქმნით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. გასული 10 წლის განმავლობაში მუსლიმ თემს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა 250-ზე მეტი მეჩეთი, ასევე დაფინანსების სახით მთავრობისგან გამოეყო 35 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუსლიმი თემის წვლილს საქართველოს განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოს შესახებ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პრესკონფერენციაზე საქართველოზე დასმულ შეკითხვაზე პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ შეკითხვას დაუბრუნდება და პასუხი ექნება.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან. საპასუხოდ ტემი ბრიუსმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას დაუბრუნდებოდა.„მე მსურს ამაზე გიპასუხოთ. ჩვენ ამას დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება“, – აღნიშნა ტემი ბრუსმა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით ტემი ბრიუსს აღარ უსაუბრია.

გუგეშაშვილის პაოკ-ში ტრანსფერი „პანსერაიკოსმა“ ოფიციალურად დაადასტურა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი პაოკ-ში გადავა – ტრანსფერი ოფიციალურად ქართველის ამჟამინდელმა კლუბმა, „პანსერაიკოსმა“ დაადასტურა.„სალონიკის გუნდმა დაასრულა 25 წლის მეკარის ტრანსფერზე მუშაობა, რომელიც ახალი სეზონიდან 2028 წლის ზაფხულამდე პაოკ-ში ითამაშებს. ქართველი მეკარე „პანსერაიკოსში“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და ეს ყველაფერი კარგი ტრანსფერით დაასრულა“, – წერია sport-fm.gr-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც კლუბის პოზიციაა დაფიქსირებული.„ლუკა გუგეშვილი ახალი სეზონიდან პაოკ-ში ითამაშებს. გარიგება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გააქტიურდება, მანამდე კი ქართველი მეკარე „პანსერაიკოსის“ კარის დაცვას ისეთივე წარმატებით გააგრძელებს, როგორც აქამდე აკეთებდა. ლუკა გუგეშაშვილი ჩვენს გუნდში 2024 წლის ზაფხულში „ყარაბაღიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. ის საქართველოს ნაკრების წევრია, რომელმაც გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე პლეი ოფში ითამაშა“, – წერია „პანსერაიკოსის“ განცხადებაში.ლუკამ საბერძნეთის სუპერლიგაში „პანსერაიკოსის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, კარი „მშრალად“ ოთხჯერ შეინარჩუნა.

„პოლიტიკო“ – ევროპელი დიპლომატები კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა

ევროპელი დიპლომატები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელს, კაია კალასს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემა წერს, რომ კაია კალასი კრიტიკის ობიექტია რუსეთის წინააღმდეგ ძალიან აგრესიული გამოსვლის და აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიმართების გამო.„პოლიტიკოს“ ცნობით, კაია კალასის პრობლემები პირველივე დღიდან დაიწყო, როდესაც კიევში მიმავალმა დაწერა, რომ ევროკავშირს სურს უკრაინამ ომში გაიმარჯვოს. გამოცემის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირის თქმით, ისინი თავს უხერხულად გრძნობენ, რომ ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის ხელმძღვანელმა, სამუშაოზე ერთი დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში თავი თავისუფლად იგრძნო, გადაელახა ის, რაც მათ მიაჩნიათ დამკვიდრებულ ენად.„ის პრემიერ-მინისტრივით იქცევა“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.როგორც „პოლიტიკო“ წერს, ზემოხსენებულმა დიპლომატმა, ასევე ევროკავშირის ცხრა სხვა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა კალასის სამსახურში მუშაობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში გადაცომებზე მიუთითეს. „პოლიტიკო“ წერს, რომ მომდევნო თვეებში ეს შეშფოთება გაიზარდა, მათ შორის, კალასის აგრესიულ დამოკიდებულებაზე რუსეთთან დაკავშირებით. გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით ესპანეთი და იტალია არ იზიარებენ კალასის შეფასებას მოსკოვის, როგორც ევროკავშირის გარდაუვალი საფრთხის შესახებ.„თუ მას მოუსმენთ, ჩანს რომ ჩვენ ომში ვართ რუსეთთან, ეს კი არ არის ევროკავშირის ხაზი“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.

ბოლო სიახლეები