შაბათი, აპრილი 26, 2025

პაატა ბურჭულაძე – შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, რომ ჩავატაროთ თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში, არჩევნებს ტელეფონებით ჩავატარებთ

დღეს შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა, ყველას უნდა, რომ ჩავატაროთ სექტემბერში არჩევნები, როგორც თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პაატა ბურჭულაძის თქმით, სექტემბერში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე გამართა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან.

„გახარიასაც შევხვდი, პირადად ბატონ გიორგის, მამუკა ხაზარაძესაც, 4 ნომერსაც, 5 ნომერსაც, ყველას შევხვდი. გახარიამ ერთი რამ თქვა, რომ შეიძლება, მე მონაწილეობა ვერ მივიღოო გარკვეული მიზეზების გამო ამაში, მაგრამ თუ დაინიშნა არჩევნები სექტემბერში, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობასო“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და ამიტომ არჩევნების დანიშვნის უფლება არ აქვს.

ბურჭულაძის განცხადებით, არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს სალომე ზურაბიშვილს და ზვიად გამსახურდიას დროს შექმნილ უზენაეს საბჭოს.

„ეს აზრი გუშინწინ საღამოს წარმოიშვა, გუშინვე დავდე ჩემს „ფეისბუქზე“ და უკვე 800 გაზიარება აქვს, ძალიან ბევრი მოწონება აქვს და ხალხმა აიტაცა ეს აზრი. ჩვენ მთავრობას რომ ვთხოვთ, დაგვინიშნე ახალი არჩევნები, როგორ უნდა დაგვინიშნოს? – ის არ არის ლეგიტიმური. აბსოლუტურად არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. უფლებაც არ აქვს, რომ დანიშნოს არჩევნები, დამიჯერეთ. ვკითხეთ, ვინც ერკვევა კონსტიტუციაში და მათ უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ ხალხს. დღეს მათ კანონი არ ეკუთვნით, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური.

კონსტიტუციით საქართველოში ხალხს ეკუთვნის ძალაუფლება. საზღვარგარეთი როგორც ცნობს, ჩვენ ახლა გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, როგორც ამერიკელები და ევროპელები ამბობენ და ეს არის სალომე ზურაბიშვილი. ამ დროს ჯერ კიდევ გაუქმებული არ არის პირველი უზენაესი საბჭო, რომელიც ზვიადის დროს იყო და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობას, მათაც აქვთ უფლება დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სექტემბერში იქნება, ელექტრონული წესით ტელეფონებით ჩატარდება.

„არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, ტელეფონებით ჩავატარებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს პროგრამები უკვე მალე იქნება მზად. შევეცდები, აგიხსნათ; გაქვს ტელეფონი, ამ ტელეფონით ფიქსირდებით ამომრჩეველთა სიაში. როცა მოვა არჩევნები, არჩევნების დროს ჩაირთვება ფანჯარა, სადაც შეგყავს შენი პერსონალური მონაცემები და აჭერ, რომელ პარტიას გინდა, მისცე ხმა. სახლიდან გამოუსვლელად შეიძლება, ჩატარდეს ეს არჩევნები. რაც მთავარია, ასობით ათასი ჩვენი ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ტელეფონით გაყალბების შანსი აბსოლუტურად არ არის. იქნება სპეციალური საიტი, რომელიც შემოწმდება საზღვარგარეთიდან, მივიღებთ დასტურს, რომ იქნება 100%-იანი გარანტია. რაც მთავარია, ტელეფონი არ გაჟონავს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ ნიკოლაშვილი – საბოლოო ჯამში, ის, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა და აირჩია საპარლამენტო პროცესის გარეთ დარჩენა, უბრალოდ, აღმოჩნდება პოლიტიკურად განადგურებული, თვითლიკვიდაციის რეჟიმია ჩართული

სიმართლე გითხრათ, ჩანაწერებიდან ჩემთვის სიახლე არაფერი ყოფილა, ლაპარაკია იმაზე, რასაც ხელისუფლება სულ ამბობს, მეთოდოლოგიაზე, რომლითაც დღეს საქართველოში ოპოზიციური მოძრაობაა დაკავებული, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„ორგანიზებული ჯგუფები სხვადასხვა სახელწოდების ქვეშ, დაბრენდილი, რომლის რაღაც ნაწილი ყოველდღე უზრუნველყოფს, რომ უნდა გაჩნდეს სათაური – რუსთაველი დღეს ისევ გადაიკეტა. ჩვენ უკვე დავემსგავსეთ რაღაც აბსურდის თეატრს და შევდივართ ერთგვარი პოლიტიკური ოპერეტას ჟანრში. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ დღეს უკვე ერთი სცენა შეცვალა მეორე სცენით. ახალი ამ მხრივაც არაფერი არ იყო, რადგან ეს ძალიან ნაცნობი მეთოდიკაა, ნებისმიერი გარე მოკავშირის, უცხოური ძალის მოძებნა, რომელიც დაეხმარება. ოთხი მეილი აქვს მე მგონი უჩა ნანუაშვილს გაგზავნილი რაღაც დეტალური პროექტებით, აღწერილობებით, თუ დაფინანსების მოთხოვნით და ბუნებრივია, ეს არის ის მიდგომა, რომლითაც სამწუხაროდ, გამოირჩეოდა ეს ოპოზიციური სპექტრი. არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა. არჩევნებამდე თუ ეს მაინც რაღაც შენიღბული იყო, რაღაც მაღალფარდოვანი სახელი ერქვა, პროექტი, დაფინანსება, დემოკრატიის გაძლიერება, თემის მობილიზება და ამგვარი სახელწოდებები, დღეს საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ ეს არის სტრუქტურა, კოორდინირებული, ერთგვარი ენჯეო ველი, რომლის გამოკვება და ფინანსების უზრუნველყოფა არის ნომერ პირველი ამოცანა. ეს არის პირდაპირ პოლიტიკაში და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩადებული ფული, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვნახეთ, რომ მათი ძირითადი რბილი ძალით საგარეო ჩარევის უზრუნველმყოფი სააგენტო USAID-ი დაიხურა და დღეს ამ ფულმა საგრძნობლად დაიკლო. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ მსგავს კარიკატურულ პროცესს და ინიციატივებს, რომ თურმე, არჩევნები უნდა ჩატარდეს სექტემბერში, სატელეფონო იქნება და ალბათ, დავით კეზერაშვილის რომელიღაც ქოლცენტრს გამოიყენებენ“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.მისი თქმით, დღეს არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებამ ნახა ბევრი გამომჟღავნებული ფარული გეგმა, რაც არსებობდა, ნახა უცხოეთთან კოორდინაცია, რა ფორმისაა, ნახა ოპოზიციური ძალის რეალური რესურსი და რაც მთავარია, მათმა ამომრჩეველმაც დაინახა ის, თუ ვის მისცეს ხმა.„მათ დაინახეს, ისინი, ვისაც ხმა მისცეს, კრიტიკულ ვითარებაში როგორ მოიქცნენ, რომელ მხარეს დადგნენ, რა მეთოდით სცადეს ხელისუფლების შეცვლა, ერთმანეთთან რა საერთო ენა გამონახეს, თუ ვერ გამონახეს და რა ინიციატივები შესთავაზეს ამომრჩეველს. ნაცვლად იმისა, რომ დარჩენილიყვნენ ჩვეულებრივ, კონსტიტუციით განსაზღვრულ პოლიტიკურ ველზე, აეღოთ თავიანთი 45%, ეჩვენებინათ კონკურენტუნარიანობა და ერთმანეთთან თანხმობა, ეს ყველაფერი უბრალოდ, ჩარეცხეს მტკვარში და ამის ნაცვლად მივიღეთ აი, ეს დესტრუქციული დღის წესრიგი, რაც დღეს გვაქვს, როცა საპარლამენტო საქმიანობის ნაცვლად მივიღეთ ეს რაღაც ვოდევილი რუსთაველზე. უკვე შეუძლებელია, ეს გაგრძელდეს, მით უმეტეს, ჩვენ ვხედავთ, საგარეო ასპარეზზე რა პროცესი ვითარდება“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ აქედან ექვს თვეში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ტესტი იქნება პოლიტიკური ძალებისთვის, ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ არ იღებს.„საბოლოო ჯამში, ის, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა და აირჩია ამ პროცესის გარეთ დარჩენა, ასეთი რაღაც ადრე, ეროვნული მოძრაობისას ვნახეთ, მხოლოდ მაშინ სამოქალაქო ომით მოხდა ხელისუფლების შეცვლა, დღეს კი ამის რესურსი არ არსებობს და ეს გამოჩნდა. შესაბამისად, ყველა ეს ადამიანი უბრალოდ, აღმოჩნდება პოლიტიკურად განადგურებული. თვითლიკვიდაციის რეჟიმია ამ მხრივ ჩართული“, – განაცხადა გურამ ნიკოლაიშვილმა.

როგორ შევამციროთ კიბოს რისკი – ახალი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, იოგურტის ჭამა შეიძლება გარკვეული ტიპის კიბოების რისკს ამცირებდეს, განსაკუთრებით კი მსხვილი ნაწლავის (კოლორექტალური) კიბოს.55 წელს ქვემოთ ადამიანებში ნაწლავის კიბოს ახალ შემთხვევათა რაოდენობა ბოლო წლებში გლობალურად გაორმაგდა, დიაგნოზი თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, მრავალ ადამიანს აინტერესებს, როგორ შეიძლება ამ კიბოს რისკის შემცირება.ახალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ იოგურტის რეგულარული მოხმარებას შეიძლება დამცავი ეფექტი ჰქონდეს მსხვილი ნაწლავის კიბოს გარკვეული აგრესიული ფორმების წინააღმდეგ; ამას იოგურტი ახერხებს ნაწლავის მიკრობიომის, ანუ იქ ბინადარი ბუნებრივი ბაქტერიების მოდიფიცირების გზით.ნაწლავის მიკრობიომი სასიცოცხლო როლს ასრულებს ზოგად ჯანმრთელობაში, გავლენას ახდენს მონელებაზე, იმუნურ ფუნქციაზე და კიბოს რისკზეც კი. ნაწლავის ბაქტერიები შეიძლება თავად კიბოშიც ბინადრობდნენ. ზოგადად მიჩნეულია, რომ ამ ბაქტერიების ჯანსაღი ბალანსი გადამწყვეტია ძლიერი იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად და ანთების პრევენციისათვის, რასაც შეიძლება წვლილი შეჰქონდეს კიბოს განვითარებაში.იოგურტი სასარგებლო ბაქტერიების ცოცხალ კულტურებს შეიცავს, მაგალითად, lactobacillus bulgaricus-ი და streptococcus thermophilus-ი, რომლებსაც ამ ბალანსის შენარჩუნება შეუძლიათ.კვლევამ დაადგინა, რომ კვირაში ორი ან მეტი პორცია იოგურტის მოხმარება დაკავშირებულია მსხვილი ნაწლავის აგრესიული კიბოს კონკრეტული ტიპის რისკის შემცირებასთან. ეს კიბო ჩნდება კოლინჯის (მსხვილი ნაწლავის ძირითადი განყოფილება) მარჯვენა მხარეს და დაკავშირებულია გადარჩენის უფრო დაბალ შანსთან, ვიდრე მარცხენა მხარეს წარმოქმნილი კიბოების შემთხვევაში.ჯგუფმა შეისწავლა 150 000-ზე მეტი მონაწილის რამდენიმე ათწლეულიანი მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ იოგურტის გრძელვადიანი მოხმარება შეიძლება ნაწლავის მიკრობიომს ისე ცვლიდეს, რომ გარკვეული ტიპის კიბოებისგან გვიცავდეს.მკვლევრები მონაწილეებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ კითხავდნენ იოგურტის მოხმარების შესახებ და ზომავდნენ ბიფიდობაქტერიის რაოდენობას (იოგურტში არსებული ბაქტერიის ტიპი) სიმსივნურ ქსოვილში იმ 3079 ადამიანის ნიმუშში, რომლებსაც მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი ჰქონდათ.მიუხედავად იმისა, რომ იოგურტი პირდაპირ არ ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს ყველა ტიპის რისკს, მათ, ვინც კვირაში ორ ან მეტ პორცია იოგურტს ჭამდა, ნაკლები ჰქონდა „ბიფიდობაქტერია-დადებითი პროქსიმალური მსხვილი ნაწლავის კიბოს“ განვითარების რისკი — კიბოს ტიპი, რომელიც კოლინჯის მარჯვენა მხარეს ჩნდება და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადარჩენის მაჩვენებელი აქვს. ახალი კვლევა ეფუძნება და ადასტურებს წინა კვლევებს, რომლებმაც ასეთივე შედეგები აჩვენა.

რუსთავი-ლილოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

რუსთავი-ლილოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით, 40 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა.ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.ფოტო: სქრინი „ინფო რუსთავის“ კადრებიდან.

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტები, გია ეძგვერაძე, შალვა მუქერია და ოპოზიციის კონტროლირებადი Facebook ჯგუფები ავრცელებენ ყალბ ციტატას, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოტოზე დატანილი ფრაზა თქვა. სიცრუეს მეტი დამაჯერებლობისთვის ოპოზიციის პროპაგანდის ინსტრუმენტის, „ტაბულას“ ლოგო ადევს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდის, „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში, ციტატა არის ტყუილი და ირაკლი კობახიძეს მსგავსი ფრაზა არასოდეს უთქვამს.„რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტები, გია ეძგვერაძე, შალვა მუქერია და ოპოზიციის კონტროლირებადი Facebook ჯგუფები ავრცელებენ ყალბ ციტატას, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოტოზე დატანილი ფრაზა თქვა. სიცრუეს მეტი დამაჯერებლობისთვის ოპოზიციის პროპაგანდის ინსტრუმენტის, „ტაბულას“ ლოგო ადევს. სინამდვილეში, ციტატა არის ტყუილი და ირაკლი კობახიძეს მსგავსი ფრაზა არასოდეს უთქვამს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენი – ნოემბრის აქციებზე კიდევ უფრო მეტად ვნახეთ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები – ამას ვერავინ გაექცევა, რომ უამრავი ადამიანი არის დაზარალებული და არავინ არის...

უამრავი ადამიანი არის დაზარალებული და არავინ არის პასუხისგებაში მიცემული, ვინც პოტენციურად შეიძლება იყოს დანაშაულის ჩამდენი , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.უფრო ზუსტად, იოსელიანმა გადაცემაში სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშზე ისაუბრა, აპრილი-მაისის საპროტესტო აქციების კონტექსტში და ხაზი გაუსვა, რომ ნოემბერში კიდევ უფრო მეტი „ვნახეთ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები”.„ეს არის 2024 წლის ანგარიში და ეხება აპრილი-მაისის აქციებს და არა ნოემბრის აქციებს, თუმცა დიდი სხვაობა არ იყო, ნოემბრის აქციებზე კიდევ უფრო მეტად ვნახეთ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები, ვიდრე ეს იყო გაზაფხულის აქციებზე.რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ვაგრძელებთ მუშაობას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რა თქმა უნდა, ვაფასებთ გამოძიების პროცესს. ფაქტი არის ის, რომ და ამას ვერავინ გაექცევა, რომ უამრავი ადამიანი არის დაზარალებული და არავინ არის პასუხისგებაში მიცემული, ვინც პოტენციურად შეიძლება იყოს დანაშაულის ჩამდენი.დღევანდელი აქციები პროტესტის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ ხასიათს არ ატარებს, რა თქმა უნდა, პოლიციის მხრიდან შემცირებულია ეს მოპყრობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ბოლო სიახლეები