სამშაბათი, იანვარი 13, 2026

პაატა ბურჭულაძე: ყველას, ვინც კირბალში ცხოვრობს, უნდა მიეცეს ნებართვა ჰქონდეთ ცეცხლსასროლი იარაღი, რომ როგორმე თავი დაიცვან

ყველას, ვინც კირბალში ცხოვრობს, უნდა მიეცეს ნებართვა ჰქონდეთ ცეცხლსასროლი იარაღი, რომ როგორმე თავი დაიცვან, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

„ჩემი შეფასება ისეთია, რომ აქ [საოკუპაციო ხაზთან] ხალხი არის აბსოლუტურად მიტოვებული. დაუცველობის გრძნობა მაქვს მე, ახლაც, აქ როდესაც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელები დგანან. აქ უნდა იყოს საგუშაგოები, თუ არ იქნება საგუშაგოები, მაშინ რაღაც უნდა მოხდეს. მე ასეთი აზრის ვარ, რომ ყველას, ვინც აქ სოფელში მაცხოვრებელია, უნდა ნებართვა მიეცეს, რომ ჰქონდეთ ცეცხლსასროლი იარაღი, რომ როგორმე თავი დაიცვან. აბსოლუტურად დაუცველები არიან. ამათ [რუს ოკუპანტებს] რომ მოუნდეთ, შემოვლენ და სულ დაიკავებენ ამ ტერიტორიას, კაცი შვილი არ არის ხმის გამცემი. შაბათს არის პირველ საათზე [თამაზ გინტურის] დაკრძალვა, მოგიწოდებთ ყველას, ჩემო მეგობრებო, რომ ვაგრძნობინოთ ამათ, რომ საქართველო მათთან ერთადაა. ჩამობრძანდით ამ დასაფლავებაზე, შაბათს, პირველ საათზე. მე მოგიწოდებთ ყველას, რომ ვაგრძნობინოთ, რომ ესენი მარტონი არ არიან. ეს არის ვაჟკაცი ხალხი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიკა ფილფანი – დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყვეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, „ნაცმოძრაობის“ ფორმალური მმართველი ვინ იქნება, რადგან ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მითითებებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.„კიდევ არსებობს „ნაცმოძრაობა?“ მეგონა, ბიძინამ უკვე აკრძალა. მგონი, ამ პარტიისგან არაფერი დარჩა, გარდა ბიძინას ხელის კაცისა, მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც საათში ერთხელ წერს პოსტებს ციხიდან.  პროპაგანდას თუ რამე დახმარება სჭირდება, მაშინვე მიხეილ სააკაშვილისგან იდება პოსტი პოსტზე და შემდეგ ამაზე იგება მთელი პროპაგანდა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ამ პარტიის ფორმალური მმართველი ვინ იქნება, რადგან ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მითითებებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან. ბოლო წლების განმავლობაში იმდენი სარგებელი „ქართული ოცნებისთვის“ არავის მოუტანია, რამდენიც მოუტანა მიხეილ სააკაშვილმა. კითხვაზეც გაგვცენ პასუხი: ჯერ ოთხი წელი სასტუმროში ჰყავდათ, ახლა გადაიყვანეს, ახლა საათში ერთხელ ინტერნეტთან აქვს წვდომა, რანაირად? სხვა პატიმრებს არ აქვთ არაფერი სათქმელი? რა თქმა უნდა, აქვთ, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მას აწყობს. ასე რომ, ახლა ორი სახელი გადანაცვლდება თუ გადმონაცვლდება, გარეთ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაინც ყველა იმ მითითებას შეასრულებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მისცემს, სააკაშვილი კი იმ მითითებას მისცემს მათ, რასაც ბიძინა ივანიშვილი მისცემს“, – განაცხადა ფილფანმა.ფილფანის თქმით, მხარს უჭერს ახალი პარტიების გააქტიურებას და ახალი პარტიების შექმნასაც, სადაც იქნებიან კეთილსინდისიერი ადამიანები, განვითარებული ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, რა არის დემოკრატია.როგორც ფილფანმა აღნიშნა, „დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ“.„გავმიჯნოთ ჩვენი პარტია და ჯგუფი „4 ოქტომბრელები“. 4 ოქტომბრის მერე საერთაშორისო მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ შემცირდა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან არავის უნდა ისეთი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას ისეთ ზიანს აყენებს, როგორი ზიანიც ამ ადამიანებმა 4 ოქტომბერს მოუტანეს თავიანთი დაუფიქრებლობით, ზოგიერთმა შეგნებულადაც კი. შესაბამისად, მათ ადგილას საერთოდ გავაქტიურდებოდი კი არა, ყოველდღიურად ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის დაჭერილი ხალხი გარეთ გამოსულიყო და მერე დავიხურავდი ქუდს, წავიდოდი სახლში და აღარასდროს გავეკარებოდი პოლიტიკას, ისეთი რამ დამართეს ქვეყანას თავიანთი სიშლეგით. 7 იანვრის მერე კი ველოდებოდით რაღაც ახალ გეგმებს, მაგრამ ჯერ, ეტყობა, გადაიწია ამ გეგმების გამოქვეყნებამ, ველოდებით.რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ ვართ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, სადაც გამოვიყენებთ ყველანაირ ბერკეტს და ტრიბუნას, რომ ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის ინტერესი დავიცვათ“, – განაცხადა ფილფანმა.

ავიაკატასტროფას ცნობილი მომღერალი და მისი გუნდის წევრები ემსხვერპლნენ

კოლუმბიაში, პაიპას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.dailymail-ის ინფორმაციით, 6 დაღუპულს შორის 34 წლის კოლუმბიელი ცნობილი მომღერალი, იესონ ხიმენესია, რომელიც თვის ჯგუფთან ერთად კონცერტის ჩასატარებლად მიფრინავდა.მედიის ცნობით, თვითმფრინავმა სიმაღლის აკრეფა ვერ შეძლო და ჩამოვარდა. დაღუპულია ორივე პილოტი და 4 მგზავრი."სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურები და ეროვნული პოლიცია ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდნენ, დადასტურდა თვითმფრინავში მყოფი ექვსივე ადამიანის დაღუპვა", - განაცხადეს კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში.

ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია

ოპტელი ბერების ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია, წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება – მადლით აივსებით.ოპტელი ბერების ლოცვა უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა რა ამბავი მესმას დღესაცა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს.შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა.ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამინ.

მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს

მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.კლაუდია შეინბაუმმა აღნიშნა, რომ ტრამპი დაჟინებით სთავაზობდა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას აშშ-ის ძალების მონაწილეობით, თუმცა, შეინბაუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგანი არ არის და ნებისმიერი თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის ჩარჩოებში გაგრძელდება.ამასთან, შეინბაუმმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფენტანილის რაოდენობა დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა.„ჩვენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი მუშაობის შესახებ. ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. მაგალითად, ფენტანილის რაოდენობა ერთ წელიწადში 50 პროცენტით შემცირდა. ზოგადად, ის დაჟინებით მოითხოვს აშშ-ის ძალების მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს აუცილებელი არ არის და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს თანამშრომლობა, რომელიც მუშაობს. ასე რომ, ეს აუცილებელი არ არის“, – განაცხადა შეინბაუმმა.მისი თქმით, ტრამპმა ჰკითხა ვენესუელასთან დაკავშირებით მექსიკის პოზიციის შესახებ, რაზეც მექსიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო ჩარევებს ეწინააღმდეგება.ამასთან, შეინბაუმის თქმით, მექსიკა მზადაა, თხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციაში.

დავით მხატვრიშვილი-კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ...

,,კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ ამ კანონს აღარ გამოიტანდა დღის წესრიგში. აი, მაგიტომ არის თურმე( მოღალატე.)?!გაუმარჯოს ირაკლის ძირს რუსეთი და დღევანდელი მთავრობა!!!❤️-წერს სოციალურ ქსელში დავით მხატვრიშვილი

ბოლო სიახლეები