პარასკევი, მაისი 30, 2025

პაატა ბურჭულაძე – მომავალში უნდა ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, რომელიც არ შეიძლება, გაყალბდეს, ცოტა ხანში გვექნება ამ ყველაფრის აღჭურვილობა, ერთი მოდელი შექმნა ჩეხეთმა და ორი აშშ-მა

იმ არჩევნებს, რომელსაც ატარებს ბიძინა ივანიშვილი, აქვს დიდი ხიფათი, რომ გაყალბდება, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებში ვინც მიიღებს მონაწილეობას, თავის თავს იტყუებს, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მომავალში ჩვენ უნდა ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, რომელიც არის აბსოლუტურად თავისუფალი და არ შეიძლება, გაყალბდეს. იმ არჩევნებს, რომელსაც ატარებს ბიძინა ივანიშვილი, აქვს დიდი ხიფათი, რომ გაყალბდება, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებში ვინც მიიღებს მონაწილეობას, თავის თავს იტყუებს. ჩვენ გვინდა, რომ გავიდეთ ხალხში და მოვუწოდოთ ყველას, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, უნდა დაიბლოკოს თვითმმართველობის არჩევნები.

დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს. სულ ცოტა ხანში, მაქსიმუმ ორ თვეში ჩვენ გვექნება ამ ყველაფრის აღჭურვილობა. ერთი მოდელი შექმნა ჩეხეთმა და ორი ამერიკამ. დანარჩენ დეტალებს შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გულიაშვილის შეძენით პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ დაინტერესდა

გიორგი გულიაშვილს, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინას პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, ერთ-ერთი ბერძნული გრანდი იწვევს – „სარაევოს“ 23 წლის ქართველ ფორვარდზე ინფორმაციას გამოცემა „ფაქტორი“ ავრცელებს.„ბოსნიის პრემიერლიგის სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, გიორგი გულიაშვილმა, შესაძლოა, გუნდი დატოვოს. ქართველი თავდამსხმელი დიდი ხანია ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშია და, შესაძლოა, ახალი სეზონიდან ერთ-ერთ ბერძნულ გრანდშიც გადავიდეს.გულიაშვილის ტრანსფერით პირეოსის „ოლიმპიაკოსია“ დაინტერესებული. ბერძნულმა კლუბმა გასულ სეზონში კონფერენს ლიგა მოიგო. საბერძნეთში გადასვლა ქართველი თავდამსხმელისთვის, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – ამტკიცებს ბოსნიური გამოცემა.გულიაშვილმა „სარაევოსთან“ ერთად ბოსნიის თასი მოიგო, ჩემპიონატში კი 16 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზეა და ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე რომ არ გამოეტოვებინა, ალბათ, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდებოდა“.

ადვოკატი – ნიკა მელიას მოექცნენ როგორც უკანასკნელ კრიმინალს, არავითარი ზარის უფლება, აქვს დაზიანება მაჯის არეში, მისი გზავნილია – ბრძოლა ბოლომდე

„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს.როგორც იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, ნიკა მელიას აყვანა იყო კრიმინალური გატაცება.„ეს იყო კრიმინალური გატაცება. საპატრულო პოლიციამ გააჩერა, მათ გადასცეს, რომ ობიექტი მანქანაშიაო და ამის მერე ათეულობით პოლიციელი დაესხა თავს. დააგდეს ძირს, ჩასვეს ფარდებიან სამარშრუტო მანქანაში, სადაც ძალადობით, შეურაცხყოფით წაართვეს ტელეფონი. ვინაიდან „ფეისიაიდი“ უყენია, ცდილობდნენ გახსნას, მაგრამ ვერ გახსნეს. ხვალ დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო უზრუნველყოფს მის გამოცხადებას სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეზე და განმარტება გააკეთოს.მას მოექცნენ როგორც უკანასკნელ კრიმინალს – არავითარი ზარის უფლება, მიაყენეს ფაქტობრივად შეურაცხყოფა, დააგდეს სამარშრუტო ტაქსის იატაკზე, მას აქვს დაზიანება მაჯის არეში. იქცეოდნენ როგორც ველურებიო, – ნიკა ასე გადმოსცემს. ყოველ ხუთ წუთში უღებდნენ ვიდეოს და უგზავნიდნენ ხელმძღვანელს.ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ეს ამბავი სადაც არ არის კამერები. ეს ადგილი განგებ იყო შერჩეული.ცალსახად სახეზეა პირის განზრახ უკანონო დაკავება, სახეზეა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ეს არის სამოხელეო დანაშაული, რომელიც არის ძალიან დიდი ხანდაზმულობის მქონე.გზავნილია ნიკასი – ბრძოლა ბოლომდე, ღიმილის მომგვრელია მისთვისაც ამგვარი გავეშებული ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროსი, აუხსნელია ეს“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.როგორც შსს-ში განაცხადეს, მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

მეუფე შიო – ვიდგეთ მტკიცედ, არაფრის გვეშინოდეს, რადგან უფალი იყო, არის და იქნება ჩვენთან, ოღონდაც ჩვენ გვქონდეს მის მიერ დაარსებული ეკლესიის რწმენა და სიყვარული

ვიდგეთ მტკიცედ, არაფრის გვეშინოდეს, რადგან უფალი იყო, არის და იქნება ჩვენთან, ოღონდაც ჩვენ გვქონდეს მის მიერ დაარსებული ეკლესიის რწმენა და სიყვარული; იმ ეკლესიისა, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდის მაცხონებელი მადლი , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მიტროპოლიტი შიოს განცხადებით, ზეცად ამაღლებით უფალმა ცაში აიყვანა ადამიანი, ადამიანის ბუნება, ადამიანის სხეული და ამიერიდან ის მჯდომარეა მარჯვენით მამისა. ოდესღაც დარღვეული კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის დღეს აღდგენილია. ღვთაება შეუერთდა კაცობრივ ბუნებას და ეს შეერთება მარადიულია.„ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.უფალი იესო ქრისტე თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უკანასკნელად გამოეცხადა მოწაფეებს და უბრძანა, არ განშორებოდნენ იერუსალიმს და დალოდებოდნენ მათზე სულიწმინდის გადმოსვლას. შემდეგ წაიყვანა ისინი ელეონის მთაზე, ხელები აღაპყრო, აკურთხა ისინი და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად. სანამ მოწაფეები ზეცაში იყურებოდნენ, წარუდგა მათ ორი კაცი, ანგელოზები, თეთრ სამოსში, რომლებმაც უთხრეს, რომ: „ეს იესო, რომელიც თქვენ იხილეთ ზეცად აღმავალი, ისევე მოვა, როგორც თქვენ იხილეთ, როგორ მაღლდებოდა ზეცად“ (საქმ. 1, 11).წმინდა სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. თითქოს უფალი იესო ქრისტე მათ განეშორა, წავიდა მათგან, დამთავრდა ის ყოველდღიური სიხარული მასთან ურთიერთობის. მაშ, რატომ უხაროდათ ასე? რა არის ასევე ჩვენი დღევანდელი ზეიმისა და სიხარულის მიზეზი?ჩვენ დღეს ვხარობთ და ვზეიმობთ იმიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ზეცად ამაღლებით უფალმა ცაში აიყვანა ადამიანი, ადამიანის ბუნება, ადამიანის სხეული და ამიერიდან ის მჯდომარეა მარჯვენით მამისა, როგორც ნათქვამია ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოში. ეს სიტყვები გულისხმობს იმ დიდებას და პატივს, რომელიც აქვს უფალ იესო ქრისტეს კაცობრივ ბუნებას; რომ ოდესღაც დარღვეული კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის დღეს აღდგენილია. ღვთაება შეუერთდა კაცობრივ ბუნებას და ეს შეერთება მარადიულია. ამას ვზეიმობთ დღეს.ასევე, უფალმა თავისი ზეცად ამაღლებით ზეცისკენ გზა გაუხსნა მორწმუნეებს, ჩვენ, ყველას, და ამასაც იგი არაერთხელ ამბობდა თავის მოწაფეებთან საუბრებში: „მე მივდივარ, რომ გაგიმზადოთ თქვენ ადგილი და ისევ მოვალ და წაგიყვანთ ჩემთან, რათა სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (ინ. 14, 3). ამასვე ასწავლის წმინდა პავლე მოციქული, როცა წერს, რომ უფალი იესო ქრისტე ჩვენთვის წინამორბედად შევიდა ზეციურ წმიდათა წმიდათაში (ებრ. 6, 20). ხომ იცით, რას ნიშნავს წინამორბედი? ეს არის ის, ვინც წინ მიდის, გზას უკვალავს სხვებს. იესო ქრისტე შევიდა, როგორც პირველი, იმისთვის, რომ გვიჩვენოს გზა ზეცისკენ და ეს გზა გაგვიადვილოს. წმინდა ეკლესიაში მასთან ზიარებით გვეძლევა საშუალება, მასთან ერთად ყოფნის და მის ამ დიდებაში მონაწილეობისა. ამასაც გვასწავლის წმინდა პავლე მოციქული, როცა ამბობს, რომ ღმერთმა ჩვენ ქრისტესთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცად, ქრისტე იესოში (ეფ. 2, 6).ამ დღესასწაულის მნიშვნელობა ჩვენი სულის გადარჩენისთვის კიდევ იმაში მდგომარეობს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უფლის ამაღლებით გზა გაეხსნა ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტასს - სულიწმინდას - დედამიწაზე მოვლინებისთვის. სულიწმინდა ღმერთი მოევლინა კაცობრიობას, გარდამოვიდა ჩვენზე, რომ აცხონოს ჩვენი სულები, განგვწმინდოს სულიწმინდის იმ ნიჭებით, რომლებიც მოქმედებს ეკლესიაში. აი, რას ვზეიმობთ დღეს! აი, რა უხაროდათ წმინდა მოციქულებს, როდესაც ბრუნდებოდნენ იერუსალიმში, რადგან, დიახ, განშორდა მათ უფალი, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ეს განშორება არ იყო სამუდამო, რადგან მათ ახსოვდათ კიდევ ერთი დანაპირები იესო ქრისტესი: „არ დაგტოვებთ თქვენ ობლად, მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (ინ. 14,18; მთ. 28, 20).ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვიდგეთ მტკიცედ, არაფრის გვეშინოდეს, რადგან უფალი იყო, არის და იქნება ჩვენთან, ოღონდაც ჩვენ გვქონდეს მის მიერ დაარსებული ეკლესიის რწმენა და სიყვარული; იმ ეკლესიისა, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდის მაცხონებელი მადლი და მაშინ, როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში, ,,ვერვინ შემძლებელ იქნება ვნებად ჩვენდა".კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს.მინდა, დღეს დიდი სიყვარულით განსაკუთრებით მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ამაღლების დღესასწაული, ვინაიდან მან მთელი თავისი სიცოცხლე და მოღვაწეობა მიუძღვნა ქართველი ერის სულიერ ამაღლებას. ამ ღვაწლის დიდ შედეგებს და ნაყოფს დღეს ვხედავთ. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი. მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელს დღეს შეუსრულდა 70 წელი. აი, ასეთი საიუბილეო თარიღია.ძვირფასო მეუფეო, გილოცავთ ამ დღეს დიდი სიყვარულით. თქვენც ხართ დიდი მონაწილე ქართველი ერის ამ სულიერი ამაღლებისა, რომელსაც მიუძღვის მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამდენი წელია ასე მშვენივრად და ღირსეულად. თქვენ ხართ მის გვერდით, იყავით და ხართ მისი უახლოესი თანამოსაგრე. მრავალი წელია, ხელმძღვანელობთ მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილებას და თქვენი ღვაწლით და ლოცვით მრავალი ადამიანი მოვიდა ეკლესიის წიაღში. თქვენი სულიერი შვილები დღეს მსახურობენ და მოღვაწეობენ წმინდა სინოდში, სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში, წინამძღვრები, სამღვდელოება, ბერმონაზვნობა. ასე რომ, ასეთი მასშტაბურია თქვენი ღვაწლიც და ამისთვის, რა თქმა უნდა, დიდ მადლობას გიხდით. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მომავალ კიდევ დიდ წარმატებებს ამ სულიერ სარბიელზე, თქვენს ეპარქიასთან ერთად.დღეს ჩვენთან იმყოფება მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელსაც მომზადებული აქვს თავისი ეპარქიის სახელით შესანიშნავი საჩუქარი. ეს არის ვლადიმერის ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატის ასლი, რომელსაც იგი ახლა გადასცემს მიტროპოლიტ დანიელს.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგმადლოთ სულიერი ამაღლება თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ”, - განაცხადა მეუფე შიომ.

⚽ 30 მაისი ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის, სლავა მეტრეველის დაბადების დღეა

30 მაისი სლავა მეტრეველის დაბადების დღეა – თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მოთამაშე, 1960 წლის ევროპის ჩემპიონი 87 წლის გახდებოდა.სლავა მეტრეველი 1936 წლის 30 მაისს სოჭში დაიბადა. 15 წლის ასაკში დაიწყო თამაში. სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი პირველად გორკის „ტორპედოში“ აიყვანეს. შემდეგ წელს კი მოსკოვის „ტორპედოში“ გადავიდა, სადაც გახდა სსრ კავშირის ჩემპიონი და ორჯერ – ვიცე-ჩემპიონი.თბილისის „დინამოში“ 1963 წელს გადმოვიდა. უპრობლემოდ შეეწყო გუნდს და მეორე სეზონში ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული მატჩის მონაწილე გახდა, რომელშიც „დინამო“, არსებობის განმავლობაში პირველად, სსრ კავშირის ჩემპიონი გახდა. ქართული ფეხბურთის ლეგენდა „დინამოს“ ღირსებას1963-1971 წლებში იცავდა და 259 შეხვედრაში 73 გოლი გაიტანა.საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის თასი (ევროპის ჩემპიონატი), გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მონაწილეობდა მსოფლიოს და ევროპის ორ პირველობაზე. ტექნიკურმა, სწრაფმა და გოლის ალღოს მქონე ფლანგის თავდამსხმელმა სსრ კავშირის ნაკრების სამხრეთ ამერიკაში გამართულ ტურნეს დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.არგენტინელებთან მეტრეველმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ უმდიდრესი კლუბები მზად იყვნენ, მის შესაძენად სოლიდური თანხები გაეღოთ. სპრინტერული სისწრაფისა და უმაღლესი ინდივიდუალური ტექნიკის მქონე ფორვარდი ათწლეულის განმავლობაში საბჭოთა ფეხბურთის უძლიერეს მარჯვენა გარემარბად რჩებოდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის „დინამოს“ ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გადაიყვანეს, მეტრეველმა თავი აქაც კარგად გამოავლინა.კარიერის დასრულების შემდეგ სლავა მეტრეველი თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად მუშაობდა. გამორჩეული სპორტული მიღწევებისათვის სსრ კავშირის დამსახურებული ოსტატისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა, ხოლო 1996 წელს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის მთავრობის განკარგულებით ღირსების ორდენი გადაეცა.სანაკრებო კარიერასლავა მეტრეველმა 1958–1966 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში 48 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. 1960 წლის 10 ივლისს „პარკ დე ფრანსზე“, ევროპის თასის პირველი გათამაშების ფინალში იუგოსლავიის ნაკრებს 49-ე წუთზე გაუტანა, ანგარიში გაათანაბრა და თამაშში გარდატეხა შეიტანა. საბჭოთა ნაკრებმა დამატებით დროში, 113-ე წუთზე მიხეილ მესხის გადაცემის შედეგად ვიქტორ პონედელნიკის მიერ გატანილი გოლით 2:1 მოიგო და ევროპის თასს დაეუფლა. მეტრეველი ამ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და დღემდე ერთადერთი ქართველი მოთამაშეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა.მიღწევები:საკლუბოსაბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1960, 1964საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1957, 1961საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი: 1967, 1969, 1971საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი: 1960სანაკრებო, საბჭოთა კავშირის ნაკრებიევროპის ჩემპიონი: 1960ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1964მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1966ინდივიდუალურიევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1960საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი: 1964საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრი „სარბიელის“ ვერსიით (1999)

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დროებით შეაჩერა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები ხელახლა აამოქმედა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დროებით შეაჩერა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები ხელახლა აამოქმედა.გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ტარიფების გაუქმების მომთხოვნმა მხარეებმა თავიანთი პოზიცია 5 ივნისამდე უნდა წარადგინონ. აშშ-ის მთავრობას კი 9 ივნისამდე აქვს პასუხის გაცემის ვადა, რის შემდეგაც სასამართლოს შეუძლია, ტარიფების შეჩერება გააგრძელოს.მანამდე, აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებებს ტარიფების დაწესებით და მათი მოქმედება შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება ხელს უშლიდა ტრამპს, რომ გამოეყენებინა ჩინეთის, მექსიკისა და კანადის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები. სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ნიშნავს, რომ ტარიფები ხელახლა შედის ძალაში.

ბოლო სიახლეები