“ქართული ოცნება”, თავისთავად, ქმნის პირობებს, რომ შეუჩერდეს უვიზო რეჟიმი საქართველოს, – ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამობს, რომ ივანიშვილის გუნდს ამ პროცესის შეჩერება მარტივად, 8 რეკომენდაციის შესრულებით შეუძლია, თუმცა გააკეთებს თუ არა ამას, მალე გამოჩნდება. “ქართული ოცნება”, თავისთავად, ქმნის პირობებს, რომ შეუჩერდეს უვიზო რეჟიმი საქართველოს. ანუ ცალსახად, ბურთი არის გადმოგდებული “ქართული ოცნების” მხარეს მათ შეუძლიათ ძალიან მარტივად, 8 რეკომენდაციის შესრულებით, შეაჩერონ ეს პროცესი. ყველა სხვა შემთხვევაში, უვიზო რეჟიმი დროებით მაინც შეჩერდება.
ქალები მომვლელებად მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში, თუ არა ათწლეულების, ვერ ნახულობენ თავის ოჯახის წევრებს. მობილობა იყო ქართული საზოგადოების ევროპაში, ევროპელების საქართველოში. სამწუხაროდ, ეს გახდება უკვე ცალმხირივი. რამდენად მზად არის, რომ თავისი მოსახლეობა ასე დასაჯოს “ქართულმა ოცნებამ” – არ ვიცი, – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
ევროკავშირი “ქართულ ოცნებას“ 8 პუნქტიან რეკომენდაციას აძლევს და ამის შესასრულებად ვადას 31 აგვისტომდე უწესებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმარლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა,სადაც საქართველოს შესახებ იმსჯელეს.
კალასმა ყველა პუნქტის ჩამოთვლისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ პუნქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეხება. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ მოთხოვნებს “ქართული ოცნება” არ შეასრულებს, ევროკავშირი იძლებული იქნება, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს.