სამშაბათი, იანვარი 27, 2026

ოქროყანაში სამისამართე აბრების დამონტაჟება მიმდინარეობს

ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე, სამისამართე აბრების განთავსება მიმდინარეობს. ქუჩის სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების დამონტაჟების სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. სამისამართე აბრები ოქროყანაში არსებულ ყველა ქუჩაზე დამონტაჟდება.

„დავიწყეთ ქუჩების დამისამართება მთელი ქალაქის მასშტაბით. პირველ ეტაპზე, განხორციელდება შემოერთებული ტერიტორიების დამისამართება. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზოგადად, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სასწრაფოს, სახანძროს, პატრულის გამოძახების შემთხვევაში, კონკრეტულ ლოკაციაზე დროულად მისვლა ძალიან რთულდება. ცუდია, როდესაც განვითარებულ ქალაქებში სამისამართე აბრები არ არის და ნებისმიერ გამვლელ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს, ზუსტად სად, რომელ ქუჩაზე იმყოფება. ჩვენ ქალაქში აღნიშნულ პრობლემას მოვაგვარებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

აბრების დამონტაჟების თხოვნით, თბილისის მერიასა და საკრებულოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა. ოქროყანაში სამისამართე აბრის გარეშე 30- მდე ქუჩა, ჩიხი და შესახვევი იყო. სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებას დედაქალაქის მასშტაბით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. აბრების მოსაწყობად, ბიუჯეტიდან 500 000 ლარია გამოყოფილი.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანდრეი სიბიგა – 20-პუნქტიანი დოკუმენტი ჯერჯერობით ორმხრივია, ხელს მოაწერენ აშშ და უკრაინა, ისევე, როგორც რუსეთი და ამერიკა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა ხელს მოაწერს აშშ-სთან, ხოლო აშშ ცალკე მოაწერს ხელს დოკუმენტს რუსეთთან.ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ „ევროპეისკაია პრავდასთვის“ ინტერვიუში ისაუბრა.„თუ ვისაუბრებთ მხოლოდ ამ 20-პუნქტიან ჩარჩოზე, ეს ჯერჯერობით ორმხრივი დოკუმენტია, რომელსაც ხელს მოაწერენ აშშ და უკრაინა. ისევე, როგორც რუსეთთან ხელს მოაწერს აშშ. ამჟამად სწორედ ასეთი კონსტრუქცია განიხილება, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ეს პროცესია“, – აღნიშნა სიბიგამ.რაც შეეხება ევროპელების მონაწილეობას „სამშვიდობო დოკუმენტის“ დამტკიცებაში, როგორც სიბიგამ აღნიშნა, ევროპული მხარე წარმოდგენილია სამშვიდობო პროცესში და უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებებში.მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო ხასიათს უნდა ატარებდეს.„მნიშვნელოვანია, არსებობს თანხმობა გარანტიების რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, მათი რატიფიცირების შესახებ აშშ-ის კონგრესში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ქართველი პრინცესას, ქრისტინე ბაგრატიონის შვილი, ოჯახი და ბედნიერი ცხოვრება

"დღეს ჩვენი ბაგრატის დაბადების დღეა და 5 წელი შეუსრულდა. უფლის წყალობა ჰქონოდეს ყოველთვის და აღიზარდოს ნამდვილ ქართველ ვაჟკაც პიროვნებად. გილოცავთ ყველას ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს", - წერს სოციალურ ქსელში ქრისტინე ბაგრატიონი და შვილის ფოტოებს გვიზიარებს. ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა 2014 წელს ეს­პა­ნეთ­ში იქორ­წი­ნეს, სა­დაც ხელი მო­ა­წე­რეს. ქრის­ტი­ნე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იო­ა­ნე კი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მუხ­რა­ნე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.პრინცი ხუან ხორხე დე ბაგრატიონ-მუხრანი (დაიბადა 1977 წლის 18 აგვისტო) არის ესპანელი წარმოშობის ქართველი თავადი და ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანთა სახლის წევრი, ასევე ესპანეთის სამეფო ოჯახის შორეული ნათესავი.მამამისის პაპა, უფლისწული ირაკლი ბაგრატიონი, წითელი არმიის შემოსევის დროს საქართველოდან გადაასახლეს, ცხოვრობდა გერმანიაში, იტალიაში და ბოლოს ესპანეთში დასახლდა. მისი ბებია, ინფანტა მარია დე ლას მერსედესი ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი იყო.წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური საფრანგეთში "დიორის" პარფიუმის სახლის სახე იყო, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ "ერისიონის " მოცეკვავე გახლდათ, 2008 წელს "ვიცე მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და მონაწილეობა მიიღო მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში."პა­რიზ­ში ჩემი ოც­ნე­ბე­ბი ახდა, რად­გან "კრის­ტი­ან დი­ორ­თან" ორ­ჯერ ვი­მუ­შა­ვე: პირ­ვე­ლად "პარ­ფი­უმ-მა­კი­ა­ჟი" წარ­ვად­გი­ნე. მა­შინ ჩვე­ნე­ბა­ში 20 გოგო ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, მე­ო­რედ კი მხო­ლოდ ორნი შეგ­ვარ­ჩი­ეს. როცა "დი­ორ­თან" მე­ო­რედ მუ­შა­ო­ბის შანსს გაძ­ლე­ვენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "დი­ო­რის სახ­ლის" მო­დე­ლი ხდე­ბი. "ელი­სა­აბ­თა­ნაც" ვმუ­შა­ობ­დი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სრუ­ლი ჰარ­მო­ნი­აა".

მამაშვილობის განსაკუთრებული ამბავი: ჯაბა კილაძის ფოტოები მშვენიერ ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად

მსახიობი ჯაბა კილაძე საზოგადოებამ სერიალ "შუა ქალაქიდან"  გაიცნო და შეიყვარა. ის სერიალში სანდროს როლს ასრულებდა. სანდრო სერიალში წარმოადგენს "ინტელიგენტი თბილისელის" ერთგვარ კარიკატურას, რომელიც მუდმივად ცდილობს წესრიგის და ლოგიკის შენარჩუნებას იმ ქაოსში, რასაც ღლონტები და მათი მეზობლები ქმნიან, თუმცა მისი დაბნეულობა ამ სიტუაციებს კიდევ უფრო სახალისოს ხდის.ჯაბა კილაძე, სერიალის გარდა, თეატრის სცენაზეც შეგიძლიათ იხილოთ - ის მოქმედი მსახიობია და მისი როლები ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.ჯაბა კილაძეს დღემდე ბევრი მოიხსენიებს "სანდროს" სახელით, მისი ყოველი გამოჩენა კი ნოსტალგიასთან, ლამაზ მოგონებებთან ასოცირდება - სწორედ ამიტომაა, რომ მას დღეს სოციალურ ქსელებში უამრავი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავს.განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს მისი ფოტოები ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა. შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო 2 პირს მოეხსნა ნასამართლობა.საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს.

„გახარია საქართველოსთვის“ – ვადასტურებთ პრეზიდენტ მაია სანდუს მიმართ პატივისცემას, თუმცა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემდგარ ფაქტად მიჩნევა აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია მაია სანდუსადმი პატივისცემას ადასტურებს, თუმცა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების ფაქტად მიჩნევა ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს აკნინებს.„გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.ცხადია, ვადასტურებთ პრეზიდენტ სანდუს მიმართ პატივისცემას, თუმცა: საქართველო დღეს იმართება რეჟიმის მიერ, რომლის მიზანმიმართულად მავნებლური და არაკომპეტენტური საგარეო პოლიტიკის გამო საქართველო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსს ჩამორჩა. ამის მიუხედავად, საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემდგარ ფაქტად მიჩნევა აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მტკიცე ევროპულ ორიენტაციას, ასუსტებს ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საერთო ძალისხმევას, საბოლოოდ დავაღწიოთ თავი რუსულ გავლენას და მოვიპოვოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისტორიულად საქართველოს უახლოესმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირონ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ამ რთულ დროს გამორჩეული გამძლეობით აგრძელებს საკუთარი ევროპული მომავლის დაცვას. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ავტორიტარული ხასიათისა, ქართული საზოგადოება, საქართველოს მოკავშირეებთან ერთად, შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები და ჩვენი საერთო მიზნები“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა.„რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, – განაცხადა სანდუმ.

ბოლო სიახლეები