ოქროს პალმის რტოს მფლობელი ბელგიელი მსახიობი, ემილი დეკენი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობმა 2023 წლის ოქტომბერში მისი სიმსივნის დიაგნოზი საჯაროდ გახადა – დეკენი იშვიათი ტიპის სიმსივნეს, ადენოკარცინომის დიაგნოზს ებრძოდა.
დეკენი კინოეკრანებზე პირველად ძმები დარდენების 1999 წლის ფილმ “როზეტაში” გამოჩნდა – მის სამსახიობო კარიერაში გამორჩეულ ადგილს იკავებს კრისტოფერ განსის ფილმ “მგლების საძმოში” შესრულებული მარიან დე მორანის, ასევე ლუკას დონტის 2022 წლის ფილმ “ახლოს”-ში შესრულებული როლები.