ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

„ორ-სამ წელში ოქროს ბურთს მოიგებს…“ – რევაზ ჩელებაძე

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ Euro-Football-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა.

„ხვიჩა პსჟ-ში ბედნიერი იქნება. ის მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრებს და ყველაფერ დანარჩენს დაივიწყებს. ოქროს ბურთის კენჭისყრაში ის უფრო მაღალ პოზიციებზე იქნება და ვფიქრობ, რომ ორ-სამ წელიწადში ამ პრიზსაც მოიგებს. მთელ მსოფლიოს დაანახვებს თავის ძალას როგორც საფრანგეთში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.

ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი თამაშია და ხელს ესეც შეუწყობს. ასე რომ, მას ნამდვილად ექნება შანსი, რომ თავი საერთაშორისო დონეზე გამოიჩინოს და არა მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატში. ასევე, არ დაგავიწყდეთ ნაკრებში თამაშიც.

შესაბამისად, ხვიჩა ყოველთვის იქნება ყურადღების ცენტრში“.

„მოუხდებოდა თუ არა ხვიჩა უფრო მეტად ესპანეთის ჩემპიონატს?“ რა თქმა უნდა, უფრო მეტად მოუხდებოდა, ვიდრე საფრანგეთს. ესპანეთში ერთდროულად სამი დიდი კლუბი თამაშობს – „რეალი“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“, სამივე კლუბი ერთნაირად ძლიერია და საერთოდ, ესპანეთში ფეხბურთი უფრო ძლიერია და იქ თამაში უფრო საინტერესოცაა. რაც უფრო სერიოზული მეტოქე გყავს, როგორც ფეხბურთელი უფრო ძლიერიც ხდები. რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩემპიონატი ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც ესპანეთშია და ლიგა 1 რეიტინგის მიხედვით, ტოპ ლიგებში ბოლოზეა. პსჟ-ში მბაპე, მესი და ნეიმარი თამაშობდნენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეს, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობა ხვიჩას აუცილებლად ექნება“.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში რამდენიმე დღის წინ „ნაპოლიდან“ გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი ალბათობით, პსჟ-ში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები