ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასაია სოციალურ ქსელში წერს:
საქართველოს ბანკი • Bank of Georgia სხვა ბანკების მსგავსად, თქვენს მობაილბანკსაც აქვს ერთი მშვენიერი ფუნქცია, თვის ბოლოს გვითვლის შემოსავალს და გასავალს, რაც ჩემისთანა ადამიანისთვის მისწრებაა, რადგან თვის ბოლოს კი არა, მაღაზიიდან გამოსულს უკვე არ მახსოვს, რამდენი დავტოვე სალაროში, იმიტომ კი არა რომ ბევრი მაქვს, უბრალოდ, ცუდი დამოკიდებულება მაქვს რიცხვებთან.
აი, ასეთი ადამიანიც რომ შეამჩნევს, შეცდომას თქვენს მიერ მოწოდებულ თვიურ ბალანსში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცდომილებები გაქვთ დაშვებული.
გავიდა ერთი თვე და ამჯერად 300 ევროს ასახვა დაგავიწყდათ შემოსავლის გრაფაში. ორი თვეა ქვეშმიწერით ვანგარიშობ თქვენს ბანკში შეტანილ-გატანილ თანხას, ხვალ საკანცელარიოში ჩავალ და ჩემს ბავშვობაში „ჩოთქს“ რომ ეძახდნენ, იმ საანგარიშოს ვიყიდი.
მინდა გავბრაზდე, მაგრამ მეცინება. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ბანკში ფულს ვერ ითვლიდნენ, პირველად მესმის – წერს გვასალია.