თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო სხდომას 3 დაკავებული ესწრება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა გაიმართება. ასევე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
გარდა ამისა, მოსამართლემ ბრალდებულებს სასამართლო პროცესზე ჰკითხა, ცნობენ თუ არა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ, რასთან დაკავშირებითაც ორმა ბრალდებულმა – ვერიკო კაპანაძემ და საბა რობაქიძემ მოსამართლეს განუცხადეს, რომ ისინი ბრალს აღიარებდნენ, თუმცა ერთმა ბრალდებულმა ლუკა გვენეტაძემ დუმილის უფლება გამოიყენა.
ბრალდების მხარის, პროკურორ ლევან ვეფხვაძის შესავალი სიტყვის დაწყებამდე, მას მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ჰკითხა, ხომ არ მიმდინარეობს რაიმე საპროცესო გარიგება ბრალდებულებთან, რაზეც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ „არ მიმდინარეობს საპროცესო გარიგება და არც წარიმართება“.