კვირა, იანვარი 26, 2025

ორგანიზებულ თავდასხმაზე ჩემი რეაქცია გამოიხატა ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმაში, ამ ჭიქის სროლაში – დიახ, ეს მე გავაკეთე – გიორგი გახარია

პროკურატურაში გამოკითხვისა და ბათუმის შერატონში მომხდარ დაპირისპირებაზე, ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე ისაუბრა გიორგი გახარიამ. გახარია ადასტურებს, რომ მან ესროლა ჭიქა დიმიტრი სამხარაძეს, თუმცა მისივე მტკიცებით, ეს იყო საპასუხო რეაქცია.

“მე მქონდა რეაქცია იმ ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომელიც სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა, სიტყვიერად და ა.შ. და ეს რეაქცია გამოიხატებოდა ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმით თუ ამ ჭიქის სროლით. დიახ, ეს მე გავაკეთე”, – ამბობს გიორგი გახარია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი ზარქუა: ახალგაზრდებიც მალე გაიაზრებენ, როგორ იყენებენ მათ თავისი რევოლუციური და აგენტურული მიზნებისთვის უსამშობლოები და ეს გაუგებრობებიც მალე დამთავრდება

"ეტყობა ძალიან ეტკინათ, რომ ვერ გამოგვკეტეს ციხეში, და რომ ვერ მიიღეს ის რისთვისაც მოგვიწყვეს პროვოკაცია, და შემდეგ უკვე იმ დამონტაჟებულ ფოტოებზე და ვიდეოებზე გადავიდნენ, რასაც ავრცელებდნენ ეს ფაშისტი- ლიბერალები!'- ამისა შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს: "მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ყველას: მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს თუ უცნობებს იმ თბილი და მხარდამჭერი მესიჯებისთვის და კომენტარებისთვის ,რომელსაც ვიღებდი იმ დღეების განმავლობაში .ადვოკატის თხოვნით რამდენიმე დღე სოც. ქსელში აქტიურობისგან თავი უნდა შემეკავებინა, და ამიტომაც დამაგვიანდა ეს წერილი. თითოეული თქვენი ზარი და გამამხნევებელი მესიჯი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და ამიტომაც კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა თითოეულს🙌!!! რაც შეეხება ჩემს წინააღმდეგ აგორებულ იმ ბინძურ კამპანიას, ეტყობა ძალიან ეტკინათ, რომ ვერ გამოგვკეტეს ციხეში, და რომ ვერ მიიღეს ის რისთვისაც მოგვიწყვეს პროვოკაცია, და შემდეგ უკვე იმ დამონტაჟებულ ფოტოებზე და ვიდეოებზე გადავიდნენ, რასაც ავრცელებდნენ ეს ფაშისტი- ლიბერალები! საკუთარ დედებს და მამებს დაუმონტაჟონ ეგ ვიდეოები და ფაბრიკაციები და ის გაავრცელონ მომავალში!!! ეს და სხვა უამრავი ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს თუ რა ფაშისტურ დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე! მეგობრებო, ერთი რამ მინდა იცოდეთ მალე ჩაივლის და დამთავრდება ეს სიგიჟეები რაც ახლა ხდება ჩვენს ქალაქში. ის ახალგაზრდებიც მალე გაიაზრებენ და გააცნობიერებენ თუ როგორ იყენებენ მათ თავისი რევოლუციური და აგენტურული მიზნებისთვის ეს უსამშობლოები და ეს გაუგებრობებიც მალე დამთავრდება! ამ ქვეყანას მშვიდობა და ერთიანობა ჭირდება, რასაც ყველა ერთად მივაღწევთ კიდეც!!ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად იქნება! '

„ნაპოლი მის გარეშეც კარგად გამოიყურება“ – რუბინიო კვარაზე

„ჯენოას“, „ტორინოს“, „იუვენტუსისა“ და „პალერმოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რუბინიომ „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას წასვლას გამოეხმაურა. ბრაზილიელი ექსფეხბურთელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვარა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ანტონიო კონტემ იცის, რას აკეთებს, და „პარტენოპეი“ ქართველის გარეშეც კარგად გამოიყურება რა თქვა რუბინიომ: „ნაპოლი“ სკუდეტოსკენ მიიწევს, რაც ჩემთვის გასაკვირი არაა. კონტე ძლიერი და ჭკვიანი მწვრთნელია, რომელიც შედეგს დებს. ეს მოულოდნელი არაა. კვარას წასვლა? ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ „ნაპოლი“ მის გარეშეც კარგად გამოიყურება. მწვრთნელმა იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა. გარნაჩო კვარას შემცვლელად? ისინი განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან. კვარა უფრო ძლიერია. თუ „ნაპოლი“ გარნაჩოს დაიმატებს, არგენტინელი გუნდს კარგად მოერგება, მაგრამ ხარისხის მხრივ, ხვიჩას ვანიჭებ უპირატესობას“.

ილონ მასკი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდა

ილონ მასკი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამართულ შეხვედრას ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდა, – ამის შესახებ „როიტერი” წერს. ილონ მასკი გერმანიის ქალაქ ჰალეში, ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდასაჭერად საჯაროდ სიტყვით გამოვიდა. წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც 4 500 ადამიანი იმყოფებოდა, პარტიის ლიდერ ალისა ვაიდელთან ერთად სიტყვით გამოსვლისას მასკმა გერმანული კულტურის შენარჩუნებასა და გერმანელი ხალხის დაცვაზე ისაუბრა. „კარგია, იამაყო გერმანული კულტურით, გერმანული ღირებულებებით და არ დაკარგო ეს რაღაც მულტიკულტურალიზმით, რომელიც ყველაფერს აფერხებს. მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ პარტიით „ალტერნატივა გერმანიისთვის”, ვფიქრობ, რომ თქვენ ნამდვილად საუკეთესო იმედი ხართ გერმანიისთვის. იბრძოლეთ გერმანიის დიდი მომავლისთვის“, – განაცხადა მასკმა. ვაიდელმა მადლობა გადაუხადა მასკს და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები ამერიკას კვლავ დიდებულს გახდიან და მხარდამჭერებს მოუწოდა, გერმანია კვლავ დიდებული გახადონ. პარალელურად, მთელი გერმანიის მასშტაბით ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. ბერლინში, ბრანდერბურგის კარიბჭესთან 100 000 დემონსტრანტი შეიკრიბა, სულ მცირე, 20 000 კი კელნში. გამოკითხვების მიხედვით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზეა, პირველ ადგილზე კი „კონსერვატიული პარტიაა“. მესამე და მეოთხე ადგილზე არიან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ და მწვანეთა პარტია.

გიორგი ვაშაძე – გამოსავალი საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაა, ყველა პარტიას, მათ შორის ქალბატონ სალომესაც მინდა, ვუთხრა, რომ არ არის იმის გარჩევის დრო, ვინ...

„პოლიტიკურ პარტიებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ დიდი ერთიანობის დროა. დავიგვიანეთ კიდეც. თქვენი ეთერითაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ქალბატონ სალომესაც მინდა ვუთხრა, რომ ავტორიტარულ რეჟიმს რომ ვებრძვით, იმის გარჩევის დრო არ არის, ვინ რომელი პარტიიდან არის. მათ შორის ამერიკიდან ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ეს, ელოდებიან ჩვენს დიდ ერთიანობას. ამიტომ, ვინც თქვენთან მოვა ეთერში, ყველას კითხვა დაუსვით, რას ფიქრობენ დიდ ერთიანობაზე. გამოსავალი, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებს არის ერთი საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, რომლითაც ვიშორებთ ხელისუფლებას, ვანიშვნინებთ ახალ არჩევნებს, გავდივართ არჩევნებზე, ვიშორებთ ივანიშვილს და მერე თუ გინდათ კიდევ ხუთი პარტია შევქმნათ და ორმოცდაშვიდი პარტია – ეს არის რეალობა, რაც ჩვენ გვჭირდება. სხვა ალტერნატივას, პოლიტიკური ცხოვრების პერსპექტივაში მე ვერ ვხედავ, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველამ ამაზე ისაუბროს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა

Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა. ამიერიდან Messenger-ში შეგიძლიათ ზარები HD ხარისხში განახორციელოთ. ამ ფუნქციით კი მოპასუხეს უფრო მაღალ ხარისხში დაელაპარაკებით, - ამის შესახებ ინფორმაციას ბლოგერი და ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი ავრცელებს.  👉 ასევე ნახეთ Messenger-ის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც რამდენიმე კვირის უკან დაემატა.

ბოლო სიახლეები