ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

ოპოზიცია ბათუმში საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასის გაზრდას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბათუმის საკრებულოს საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასის გაზრდის ინიციატივით მიმართავენ. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს,

როგორც “ნაციონალური მოძრაობის წევრმა მირდატ ქამადაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბათუმის საკრებულომ მერიას თხოვნით უნდა მიმართოს და საბავშვო ბაღების პედაგოგთა ხელფასის ზრდა 100 ლარით უზრუნველყოს. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ბიუჯეტში თანხა არის, თუმცა ხელისუფლება საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასს არ უზრდის.

“ქალაქ ბათუმის საკრებულოს ინიციატივით მივმართავთ საბავშვო ბაღების პედაგოგების ხელფასები 100 ლარით გაიზარდოს. ამ ადამიანების ხელფასი მიზერულია. მაღალჩინოსნებმა მოსვლის დღიდან საკუთარი ხელფასები გაიზარდეს და პედაგოგთა ხელფასები არ შეცვალეს, ეს არის სამარცხვინო. მეექვსე წელია ხელისუფლება მომავალ დროში საუბრობს და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. არსებული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია რომ მოხდეს, საბავშვი ბაღების პედაგოგთა ხელფასი გაიზარდება. ხელფასის გასაზრდელად, მილიონ 400 ათასი ლარია საჭირო”,- აცხადებს მირდატ ქამადაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სამშობლოზე: „საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და უნდა ვიზრუნოთ მისთვის“„სამშობლო ერის სულთანაა კავშირში და მისი დაკარგვა ერის გაქრობას ნიშნავს”.„სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს".„სამშობლო -ეს დიდი საიდუმლოებით მოცული რამეა. ყოველი ჩვენგანი არის ნაწილი სამშობლოსი, ეს არის ადამიანის გული, ეს არის ადამიანის გონება. ყოველი ჩვენი ფიქრი უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს, რადგან ჩვენი ფესვები აქ არის და ჩვენ თუ დავკარგავთ ჩვენს კავშირს წინაპრებთან, ჩვენს კულტურასთან, სარწმუნოებასთან, მამულთან, ყველაფერი დაიკარგება. ამიტომ მე ძალიან მაკვირვებს ის, რომ ძალიან ხშირად ჩვენი თანამემამულეები ფიქრობენ თავის თანამდებობაზე, თავის შემოსავალზე, თავის ბედნიერებაზე და ნაკლებად ფიქრობენ სამშობლოზე“.

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჯონი ხეცურიანი – სახელმწიფოს ცალმხრივად ჰქონდა უფლება, ეკლესია დაექვემდებარებინა, ეს შეიზღუდა კონსტიტუციური შეთანხმებით, ხელისუფლებები რაიმეს ვერ შეცვლიან, თუ ეკლესიას არ მოელაპარაკნენ

სახელმწიფოს ცალმხრივად ჰქონდა უფლება, ეკლესია დაექვემდებარებინა, კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ კი, ეს უფლება შეიზღუდა, – ამის შესახებ აკადემიკოსმა, ჯონი ხეცურიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.„ყველაზე დიდი ზიანი სახელმწიფოსგან მიადგა ეკლესიას და ეს მოხდა სწორედ სამართლებრივი აქტების მეშვეობით. ეს შიშის კონსტიტუციაა, შიშისგან გამოწვეული, რომ არ მოხდეს ისევ ისტორიის განმეორება, რაც დაემართა ჩვენს ერს, სახელმწიფომ ცალმხრივად რომ არ იმოქმედოს. ხელისუფლებები იცვლებიან, სხვადასხვა შეხედულების, იდეოლოგიის ადამიანები მოდიან და რა ვიცით, ვინ რას გააკეთებს? ამის შედეგად, თუ რამე უნდათ, შეცვალონ, ვერ შეცვლიან, თუ ეკლესიას არ მოელაპარაკნენ. ეს არის“, – განაცხადა ხეცურიანმა.მისივე თქმით, 2022 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა ნორმა, რომ კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს არა მარტო კონსტიტუციას, ჩვენს ძირითად კანონს, არამედ საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს ადამიანის უფლებების სფეროში.„შესაბამისად, თუ არ იქნება შესაბამისობა დაცული და დარღვეული იქნება ვინმეს ინტერესები ან უფლებები, მოქალაქეს უფლება აქვს, გაასაჩივროს კონსტიტუციური შეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამიტომ, კონსტიტუციური შეთანხმებისგან თუ ვინმეს ზიანი მიადგება, არსებობს სასამართლო დაცვის უფლება“, – განაცხადა ხეცურიანმა.ხეცურიანის თქმით, ასევე იყო ხმაურიანი განცხადებები დისკრიმინაციის ნაწილზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.„ძირითადად, იყო ორი შენიშვნა, რომელსაც უფრო რეზონანსი მიეცა. ერთი, რომ თქვენ ამით ფაქტობრივად, სახელმწიფო რელიგიას ადგენთ და მეორე, ქვეყანაში სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ისინი მოითხოვდნენ, მათთანაც დადებულიყო კონსტიტუციური შეთანხმება. მინდა გითხრათ, რომ აქ არავითარი სახელმწიფო რელიგიის დადგენა არ ხდება და სხვათა შორის, ასეც რომ იყოს, მსოფლიოს 43 ქვეყანაშია სახელმწიფო რელიგია გამოცხადებული; მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც. ქვეყნების რიგში, სადაც სახელმწიფო რელიგია აქვთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არიან. აქ არის, როგორც მონარქიული ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, დანია მათ შორის, ასევე აქ არის საბერძნეთი, ბულგარეთი, პორტუგალია და ა.შ; მაგალითად, ნორვეგიის კონსტიტუციაში ასეთი მუხლია ჩაწერილი, რომ ნორვეგიაში ოფიციალური რელიგია არის ევანგელურ-ლუთერანული რელიგი და ამ აღმსარებლობის მცხოვრებნი ვალდებული არიან, ასევე აღზარდონ შვილები. ეს ძალიან მძიმე მუხლია და ჩვენ კონსტიტუციის შეთანხმებაზე როდესაც ვმუშაობდით, მე ვენეციის კომისიის წევრი გახლდით და ვთხოვე იქ, რომ განმარტება მოეცათ ამის თაობაზე. იქ მითხრეს, რომ ეს ფორმალურად წერიაო და მე ვუთხარი, რომ ჩვენც ფორმალურად ჩავწერთ, ანალოგიურად, მაგრამ ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი წავიდნენ, ამაზე არც იფიქროთ და რაღაცო, გვითხრეს“, – განაცხადა ხეცურიანმა.

დელსი როდრიგესი – მომდევნო კვირას ჩვენი დიპლომატიური დელეგაცია აშშ-თან პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად ვაშინგტონში გაემგზავრება, ტრამპს მოვთხოვეთ, მოეხსნა სანქციები ვენესუელაზე

ვენესუელის პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ვენესუელის დიპლომატიური დელეგაცია აშშ-თან პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად ვაშინგტონში გაემგზავრება.ამის შესახებ როდრიგესმა კარაკასში ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა.როგორც როდრიგესმა ინვესტორებს განუცხადა, ვენესუელა მათ გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის სამართლებრივ გარანტიებსა და პოლიტიკურ სტაბილურობას სთავაზობს.ვენესუელის ლიდერმა ასევე პირდაპირ მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ მოუხსნას ვენესუელას სანქციები.„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს მოვთხოვეთ, არა მხოლოდ ვენესუელის, არამედ თავად ინვესტორების სახელითაც, მოეხსნა სანქციები ვენესუელაზე, მხოლოდ ლიცენზია არ იძლევა გრძელვადიანი ინვესტიციისთვის საჭირო სიცხადეს“, – აღნიშნა დელსი როდრიგესმა.

ბოლო სიახლეები