სამშაბათი, მაისი 20, 2025

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

ბატონო ვახტანგ, ვიდეოზე თქვით, რაღაც ჩანსო და მითხარით, რა ჩანს ბიჭო? ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ , – ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ საქმის პროკურორს ვახტანგ ცალუღელაშვილს.

მოსამართლე ნონო გალუსტაშვილმა ცხადაძეს გაფრთხილება მისცა.

ცხადაძემ კითხვებით მიმართა დაზარალებულ პოლიციელს ივანე კაპანაძეს.

“სპეცრაზმელი როცა აქციის მონაწილეს სცემს, თუნდაც დამნაშავე იყოს, ამას ხედავს პატრულის თანამშრომელი, რეაგირება უნდა ჰქონდეს თუ არა?”, – მიმართა ცხადაძემ კაპანაძეს, რასაც მან დადებითი პასუხი გასცა.

“როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?”, – მიმართა მას კვლავ იუმორისტმა, რასაც პოლიციელმა კვლავ უარყოფითი პასუხი გასცა.

“იყო კადრი, როცა ბიჭს სახეში ფეხი ჩაარტყეს, თქვენ აქ მოხვედით მარცხენა ხელის დაზიანების გამო, ქვა მოგხვდათ. თქვენთან პრეტენზია არ მაქვს, მაინტერესებს, ზეწოლა ხომ არ არის ვინმეს მხრიდან თქვენზე, პროკურორის ან ვინმეს მხრიდან?”,- აღნიშნულ კითხვასაც კაპანაძემ უარყოფითი პასუხი გასცა.

“ანუ თქვენი ნებით მოხვედით აქ, წინა პროცესზეც იყავით, 19-20 წლის ბიჭების საქმეზე”?,- იკითხა ცხადაძემ.

პოლიციელი სხდომათა დარბაზიდან შეძახილების ფონზე გავიდა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პიტერ სიიარტო – ტრამპის წყალობით, ბოლოს და ბოლოს აშშ-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას, მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს დონალდ ტრამპის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს, რითიც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეხმაურება.„ჩვენ სამ წელზე მეტია, ომის ჩრდილში ვცხოვრობთ და ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მოწოდებით გამოვდივართ. დონალდ ტრამპის წყალობით, ბოლოს და ბოლოს აშშ-რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ბრიუსელს, არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე“, – წერს პიტერ სიიარტო.დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ“. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე“.

მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება – ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის

"პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალ პაპთან, ლეო მე-14-სთან შეხვედრის შემდეგ."ჩვენ გვქონდა უშუალო საუბარი, მივულოცე, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის, პატრიარქის მოლოცვა გადავეცი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი მისი საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება, ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. დღეს ჩვენ ბრძოლა გვიწევს ჩვენი იდენტობისთვის, ღირსებისთვის, სარწმუნოებისთვის და ეს ის თემებია, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის, ადამიანის ღირსება, ყველასთვის მნიშვნელოვანია. პაპმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანისთვის, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ღირსება," - განაცხადა ყაველაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა განიხილავს რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით, შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში

უკრაინა განიხილავს რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა და მოკავშირეები განიხილავენ რუსეთთან შეხვედრის შესაძლებლობას აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების თანდასწრებით.„კიევი და პარტნიორები განიხილავენ მაღალი დონის გუნდების შეხვედრის შესაძლებლობას: აშშ, უკრაინა, რუსეთი და ევროპული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე დიდი ბრიტანეთი. ასეთი შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში. ამჟამად ამ სამ პლატფორმას განვიხილავთ, რადგან ეს სამივე ქვეყანა – ყველა კარგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის ფორმატისა და ადგილის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, „ვის შეუძლია ამ შეხვედრის ორგანიზება შესაბამისი შედეგით“.„ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ამაზე პასუხი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

🎥სააკაშვილი მიუღებელია მეპროტესტეების დიდი ნაწილისთვის, სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დროშა და გარკვეული ნაწილისთვის ის საფრთხობელაა, მიშას დროშის ქვეშ არ უნდათ გამოსვლა… – სოსო მანჯავიძე

„სააკაშვილი მიუღებელია მეპროტესტეების დიდი ნაწილისთვის, სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ დროშა და გარკვეული ნაწილისთვის ის საფრთხობელაა, მიშას დროშის ქვეშ არ უნდათ გამოსვლა...“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, სოსო მანჯავიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენ გავაგრძელებთ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად

ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონის, პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, კანცლერ ფრიდრიხ მერცს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მოგვესმინა ინფორმაცია მისი სატელეფონო საუბრის შესახებ ვლადიმერ პუტინთან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აშშ რჩებოდეს ჩართული ამ საკითხში. ჩვენ გავაგრძელებთ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – ურსულა ფონ დერ ლაიენი.დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ“.ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე“.

ბოლო სიახლეები